ანიმენარუტო

ანიმე ნარუტო – თავი 633

წინ (前へ, მაე ე) ნარუტოს 633-ე თავია.

შინაარსი
მას შემდეგ, რაც სასკე და ნარუტო ერთმანეთის განსაკუთრებულ შესაძლებლობებს იხილავენ, ისინი ერთმანეთს მტრულად გადახედავენ. მინატოს გაახარებს ის ფაქტი, რომ ნარუტომ რასენგანის ბუნების შეცვლა ისწავლა. კიბა თანაგუნდელებს საბრძოლველად მოუწოდებს, რადგან, მისი თქმით, გუნდი 7-მა მათ ვერ უნდა აჯობოს. აკამარუ სამთავიან ურჩხულად გადაიქცევა და კიბასთან ერთად მტერს შეუტევს, შინო მოწინააღმდეგეს მუშტს მიადებს, რის შემდეგაც ამ უკანასკნელის სხეულიდან უზარმაზარი ხოჭოები ამოძვრებიან და მას ცოცხლად შეჭამენ, ჰინატა კი რვა ტრიგრამი სამოცდაოთხ ხელის გულს გამოიყენებს და ჯუჰო სოშიკენს გაააქტიურებს. მას ნეჯისა და ნარუტოს შემართება გაახსენდება და განაცხადებს, რომ იგი მუდამ წინ წაიწევს, თუნდაც ერთი ნაბიჯით. გუნდი 10 ინო-შიკა-ჩო-ს ფორმირება ე-ს შეასრულებს. სამივე გუნდი ათკუდიანის განაყოფების მნიშვნელოვან რაოდენობას გაანადგურებს. საი განაცხადებს, რომ ისიც გუნდი 7-ის ნაწილია და მელნის ჩიტის მეშვეობით მტერზე ციდან თავდასხმას გადაწყვეტს, თუმცა მას ათკუდიანის ერთ-ერთი განაყოფი ჩამოადგებს. ჩაკრას მკლავების წყალობით საის ნარუტო გადაარჩენს. საი მას ეტყვის, რომ ათკუდიანი მისი კლონებისგან მოშორებით მდებარეობს, იქამდე მისაღწევად და მის დასამარცხებლად კი მას ძალა, სისწრაფე, შორ მანძილზე გადახტომის უნარი და, დაჭრის შემთხვევაში, მკურნალი ნინძას დახმარება დასჭირდება. ამის პასუხად სასკე მანდას მსგავს გიგანტურ გველს, ნარუტო გამაკიჩის, საკურა კი კაცუიუს გამოიძახებს.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button