ახალი ამბებიბიზნესიბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები

Chainalysis: წლის დასაწყისიდან ვეშაპები Bitcoin-საფულეების ბალანსი 1.4 მლნ BTC-ით გაიზარდა

2020 წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა მისამართების რაოდენობა, რომელთა ბალანსი 1000 BTC-ზე მეტია. გაიზარდა მონეტების რაოდენობა კრიპტო-ვეშაპის საფულეებშიც. ეს ცნობები გააზიარა Chainalysis-ის უფროსმა ეკონომისტმა ფილიპ გრედუელმა. 

image.png

წლის დასაწყისიდან კატეგორია „1000 BTC და მეტი“ შეივსო 302 ახალი საფულით. ბალანსები შესაბამის მისამართებზე ამ დროში გაიზარდა 1,4 მლნ BTC-ით. 

„ეს არის ყველაზე მდიდარი საფულეების რიცხვის მნიშვნელოვანი ზრდა. ეს ნიშნავს იმას, რომ ინსტიტუციონალური ინვესტორები შედიან ბაზარზე ”, – ნათქვამია Chainalysis-ის ყოველკვირეულ ანგარიშში. 

Glassnode-ის თანახმად, 1000 BTC-ზე მეტი ბალანსის მქონე მისამართების რიცხვმა 2274-ს გასული თვის ბოლოს მიაღწია. 1 იანვარს მაჩვენებელი იყო 2118, წლის დასაწყისიდან მოყოლებული ზრდის მაჩვენებლმა 7%-ს გადააჭარბა. 

image.png

წყარო: Glassnode. 

5 BTC-ზე მეტის მქონე მისამართებმა 2020 წელს შეადგინა 2.4 მლნ BTC. ამ რაოდენობის 58% თავმოყრილია კრიპტო-ვეშაპების საფულეებში, რომლებშიც 1000 BTC-ზე მეტია. 

წლის დასაწყისიდან მოყოლებული 5-დან 10-მდე Bitcoin-ის მქონე მისამართების რაოდენობა 5948-მდე გაიზარდა.  

ადრე MicroStrategy-ის ხელმძღვანელმა მაიკლ სეილორმა ივარაუდა, რომ უახლოეს თვეებში ტრადიციული ბაზრის მრავალი მოთამაშე ინვესტიციას განახორციელებს Bitcoin-ში. 

ასევე შეგახსენებთ, MicroStrategy აპირებს მოიზიდოს 550 მლნ აშშ დოლარი Bitcoin-ის შეძენის ფინანსირებისთვის. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button