მადარა უჩიჰა (うちはマダラ, უჩიჰა მადარა) უჩიჰას კლანის ლიდერი იყო, რომელმაც ჰაშირამა სენჯუსთან ერთად კონოჰაგაკურე დააარსა. ობიტო უჩიჰას დახმარებით იგი მთვარის თვალის გეგმის განხორციელებას შეეცადა, რათა მსოფლიოს ერთპიროვნული მმართველი გამხდარიყო, თუმცა დამარცხდა.
მადარა ახალგაზრდობაში
უმცროს ძმასთან, იზუნასთან ერთად, მადარა თავისი კლანის ყველაზე ნიჭიერ წევრად იყო აღიარებული, თუმცა, იზუნას ჩაკრასთან შედარებით, მადარას ჩაკრა გაცილებით ძლიერი მადარა და იზუნა ერთად ვარჯიშობდენ, სწავლობდნენ და ყოველდღე ერთმანეთს ეჯიბრებოდენ, რათა ერთიმეორეზე ძლიერები ყოფილიყვნენ. მათ ადრეულ ასაკშივე გაააქტიურეს შარინგანი, მოგვიანებით კი მანგეკიო შარინგანი. ამ უკანასკნელის წყალობით მათ უჩიჰას კლანის მართვა მოახერხეს, მადარა კი კლანის ლიდერად იქცა. მისი ხელმძღვანელობით უჩიჰას კლანმა უამრავი მოწინააღმდეგე კლანი დაიპყრო. მანგეკიოს ხშირი გამოყენების გამო მადარამ ახალგაზრდობაშივე სრულად დაკარგა მხედველობა. მხედველობის დაბრუნების მიზნით მან საკუთარი ძმის, იზუნას თვალები გადაინერგა. შედეგად მან მუდმივი მანგეკიო შარინგანი შეიძინა და მასთან ერთად ახალი ძალებიც. იტაჩის თქმით, მადარამ ეს თვალები იზუნას წაართვა, ტობის მტკიცებით კი მას თვალები იზუნამ საკუთარი სურვილით გადასცა. აქედან გამომდინარე, ჯერ-ჯერობით სიმართლე ცნობილი არაა.
კონოჰაგაკურეს შექმნა
ალიანსის შექმნა დიდი ხნის განმალობაში უჩიჰა არანაკლებ ძლიერ სენჯუს კლანს ებრძოდა, თავად მადარა კი მის ლიდერს, ჰაშირამა სენჯუს. ომისათვის ბოლოს მოღების მიზნით ჰაშირამამ მადარას ალიანსის შექმნა შესთავა. მიუხედავად იმისა, რომ ალიანსის შექმნა მადარას არ სურდა, იგი იძულებული შეიქმნა ასე მოქცეულიყო, რადგან უჩიჰას წარმომადგენლები ჰაშირამას ინიციატივას მხარს უჭერდნენ. მათ დაპყორობილ კლანებს თავი მოუყარეს და კონოჰას შენება დაიწყეს. ალიანსმა დიდხანს ვერ გასტანა. თანამშრომლობაზე მადარამ უარი განაცხადა და იუაგაკურეს წარმომადგენლები, მუ და ონოკი იმედგაცრუებულები გაუშვა. მოგვიანებით, კონოჰაგაკურეს მაცხოვრებლებმა ჰაშირამა პირველ ჰოკაგედ აირჩიეს. შედეგად, მადარას შიში იმისა, რომ უჩიჰას კლანს სენჯუ დაჩრდილავდა კიდევ უფრო გამძაფრდა. ჰაშირამას თანამდებობიდან ჩამოგდების მიზნით მან აჯანყების მოწყობა გადაწყვიტა, თუმცა უჩიას კლანმა მას მხარი არ დაუჭირა. მათი აზრით, მადარას მხოლოდ ომის გაჩაღება სურდა.
მადარა ჰაშირამა სენჯუს წინააღმდეგ
მადარა უჩიჰა და კურამა ჰაშირამა სენჯუს წინააღმდეგ კლანისგან უარყოფილმა მადარამ ყველაფერი მიატოვა და ცხრაკუდიანი ურჩხულის ძებნა დაიწყო. მოგვიანებით, მან ჰაშირამა ბრძოლაში გამოიწვია. ერთმანეთს ისინი დასასრულის სავანესთან შეერკინნენ, სადაც მადარა დამარცხდა და კურამაზე კონტროლი დაკარგა. გამარჯვებულმა ჰაშირამამ კურამა მიტოში ჩაბეჭდა. ბრძოლის შემდეგ მადარა დაღუპულად გამოცხადდა, სინამდვილეში იგი გადარჩა და მეტიც, ბრძოლისას მან ჰაშირამას დეენემის მიპოვება შეძლო, რის გამოც მას ხის ტექნიკების გამოყენება შეუძლია. მადარას თქმით, მან სიკვდილის წინ გააქტიურა რინნეგანი. ასევე ცნობილია, რომ იგი ონოკის შეებრძოლა, რომელიც დაამარცხა კიდეც.[საჭიროებს წყაროს მითითებას]კატეგორია:გასამართავი სტატიები მოგვიანებით, მადარას სახელით მოქმედებას ნიღბიანი კაცი, ტობი იწყებს, რომელმაც მადარას ისტორია კარგად იცის. იგი მეოთხე მიზუკაგესა და სამკუდიანი ურჩხულის მართვას შეძლებს[საჭიროებს წყაროს მითითებას]კატეგორია:გასამართავი სტატიები და გარკვეულ, დღემდე უცნობ როლს შეასრულებს უჩიჰას კლანის ამოხოცვაში. გარდა ამისა, კურამას მეშვეობით იგი თავს კონოჰას დაესხმება. მხოლოდ მას შემდეგ, რაც მეოთხე მსოფლიო ომში მადარას რეინკარნაციის ტექნიკით გააცოცხლებენ, გაირკვევა რომ ტობი სინამდვილეში მადარა არ ყოფილა და რომ გაცოცხლებას მადარა ნაგატოს რინნეგანის მეშვეობით აპირებდა, რომელიც მას თავადვე მისცა.
ხასიათი
მადარა თვითკმაყოფილი და ამაყი ადამიანი იყო, რაც ონოკის მოგონებებით დასტურდება. იგი მტრული, აგრესიული და ამბიციური ბუნების პატრონად მიიჩნევა. კაგეებთან ბრძოლის დროს მას მეი ტერუმისა და რაიკაგეს, ასევე ონოკისა და გაარას შეთანხმებული ბრძოლა გააკვირვებს. მას ასევე გააოცებს ონოკის მიერ მეტეორის ტექნიკის შეჩერების ფაქტი და კურამაზე ნარუტოს მიერ მოპოვებული კონტროლი, როცა ეს უკანასკნელი ცხრაკუდიანის დახმარებით მადარას მოკუტონს გაანეიტრალებს. განსაკუთრებით ცუდად იგი ცუნადეს, როგორც ჰაშირამა სენჯუს შთამომავლის, მიმართ განეწყობა. იგი განაცხადებს, რომ პირველს სწორედ ცუნადეს მოკლავს. გარდა ამისა, მას “სუსტ ქალს” უწოდებს და განუცხადებს, რომ ჰაშირამასთან შედარებით იგი არარაობაა, თუმცა მისი ძალის ხილვის შემდეგ აღიარებს, რომ ცუნადე სხვა კაგეებზე ნაკლები არაფრითაა. უფრო მეტიც, მადარას აზრით, თუმცა იგი სწრაფი არაა, ცუნადე რაიკაგეზე ძლიერია. მადარა კაგეებს განუცხადებს, რომ ისინი სულელურად მოიქცნენ, როდესაც ცუნადეს ბრძოლაში მონაწილეობის ნება დართეს, რადგან მისი სიკვდილის შემთხვევაში გამარჯვების შანსი შეუმცირდებათ.
აღსანიშნავია, რომ ძიუცუს მადარა “ცეკვას” ეძახის. ბრძოლის დროს იგი შავ იუმორს იყენებს. კაგეების ალყაში მოქცევის შემდეგ მადარა მათ განუცხადებს: “აქამდე შეკითხვებს თქვენ სვამდით, ახლა კი ჩემი დროა. რომელი აჯობებს, ჩემი ჩვეულებრივი კლონები გამოვიყენო თუ სუსანოსი?”. მადარას აზრით, მის ძალასთან შედარებით კაგეები არაფერს წარმოადგენენ. სენჯუს კლანის მიმართ იგი განსაკუთრებით დიდ სიძულვილს ფლობს და ფიქრობს, რომ სიძულვილი წყევლაა, რაც შინობს დაბადებიდანვე სდევს თან, რომ ამ წყევლამ ათქმევინა მას ალიანსზე უარი იმის შიშით, რომ სენჯუ უჩიჰას კლანს დაჩაგრავდა. პირველი ჰოკაგეს მიმართ სიძულვილი და მტრული დამოკიდებულება იმდენად ძლიერი იყო რომ მადარამ ონოკის ჰაშირამას სახელის ხსენებაც კი აუკრძალა. მიუხედავად ყველაფრისა, იგი აღიარებს ჰაშირამას საოცარ ძალას. როგორც ჩანს, მას მერე, რაც მადარამ იუაგაკურესთან ალიანსზე უარი განაცხადა, მან იზუნას თვალები გადაინერგა და ახალი ძალა მიიღო. მადარას ასევე უზომოდ უყვარს ბრძოლა.
მკერდთან არსებული ჰაშირამას სახის მტრისთვის ჩვენებით ჰაშირამამ კაგეებზე ფსიქოლოგიური ზემოქმედება მოახდინა, რაც შემდგომში თავადვე აღიარა. მისი აზრით, კარგი იქნება, თუ ადამიანები დაუსრულებელ ცუკუიომში დაიძინებენ. ტობის თქმით, მადარას უყვარდა თავისი კლანი. რაც შეეხება კუდიან ურჩხულებს, მადარას აზრით, ისინი ძლევამოსილი თვალების მფლობელთა მონებს წარმოადგენენ.
გარეგნობა
მადარა უჩიჰა მადარას ღია ფერის კანი და შავი თმა აქვს, რასაც მოცისფრო ფერი დაჰკრავს. ახალგაზრდობაში მას მოკლე თმა ჰქონდა და უჩიჰას სტანდარტული სამოსი ეცვა – მაღალი ყელითა და წელზე შემოკრული ქამრით, რომელზეც ჩანთა იყო ჩამოკიდებული. მის შიგნით მადარა ნინძას იარაღებს ინახავდა. უკანასკნელ წლებში მადარამ თმა ზურგამდე მოიზარდა. შეიცვალა ასევე ქამრის დიზაინიც. გარდა ამისა, მან წითელი ჯავშანი ჩაიცვა, რისი გატეხვა უბრალო დარტყმით შეუძლებელი იყო, გუნბაი და კამა კი მის განუყრელ იარაღებად იქცნენ. მკერდთან ახლოს მადარას ჰაშირამას ქსოვილი აქვს, რასაც ამ უკანასკნელის სახის ფორმა აქვს.
შესაძლებლობები
მადარა თავისი გუნბაით თავის დროზე, მადარა ერთ-ერთ უძლიერეს შინობად იყო მიჩნეული. იგი უჩიჰას კლანის უძლიერესი წევრი იყო. მადარა განსაკუთრებით ძლიერი და ბოროტი ბუნების ჩაკრით დაიბადა, რაც თვით კურამასაც კი აშინებს. მადარა უმაღლესი რანგის ძიუცუებს ფლობს. შარინგანის მეშვეობით მან ცხრაკუდიანის დამორჩილება და მართვა მოახერხა. როდესაც კურამა მიტოში ჩაბეჭდეს, მადარამ ვეღარ შეძლო ცხრაკუდიანის გამოძახება. მან ვერც მეოთხე მსოფლიო ომში მოიხმო ცხრაკუდიანი, ვინაიდან იგი ნარუტოში იყო ჩაბეჭდილი. გარდა ამისა, იგი გადაურჩა ჰაშირამა სენჯუსთან ორთაბრძოლას. მადარას ძალა და ავტორიტეტი იმდენად დიდი იყო, რომ მისი სახელის ხსენებაც კი შიშს იწვევდა, რაც, ცუნადეს თქმით, ტობიმ კარგად გამოიყენა. კაბუტო მას აკაცუკის უძლიერეს იარაღად მიიჩნევდა.კ აბუტოს თქმით, ჰაშირამასა და მადარას ძალების შეერთების შემდეგ ეს უკანასკნელი უძლიერეს შინობად იქცა[საჭიროებს წყაროს მითითებას]კატეგორია:გასამართავი სტატიები, ამიტომაც კაბუტომ იგი კოზირად შემოინახა. მეოთხე მსოფლიო ომის დროს მადარა ხუთივე კაგეს ერთდროულად შეებრძოლა და ყველა მათგანი დაამარცხა. რინნეგანის გამოყენების დროს მადარას სუსანოს გამოყენება შეუძლია. მეტეორის ტექნიკის წყალობით, მეოთხე მსოფლიო ომის დროს მან მეოთხე დივიზიის დიდი ნაწილი გაანადგურა.
ტაიძიუცუ და კენძიუცუ
thumb|მადარა მეოთხე დივიზიის წინააღმდეგ რეფლექსების სისწრაფისა და ძალის დემონსტრირება მადარამ არაერთხელ მოახდინა. მან ერთი დარტყმით შეძლო რამდენიმე შინობის გათიშვა, მან ასევე აიცდინა გაარას სწრაფად მოძრავი ქვიშა და მეი ტერუმის ლავის კეკე გენკაი, ასევე თავი დაიცვა ეს ელვის ჯავშნისგან. ტაიძიუცუსა და კენძიუცუს ტექნიკებს მადარა შესანიშნავად ფლობს. მან ერთ-ერთი შინობი განაიარაღა, შემდეგ კი დივიზიის მნიშვნელოვანი ნაწილი ისე სწრაფად გაანადგურა, რომ ვერც ერთმა შინობმა ვერ მოასწრო რეაგირება. მისი კენძიუცუ ცეკვას წააგავს. ორი ხმლის უკუღმა ჭერისა და შარინგანის კომბინაციით მტრისთვის იგი თითქმის ხელშეუხებელი ხდება
სტიქია
ცეცხლის გამოშვება: ცეცხლის დიდებული განადგურება მეოთხე ომის დროს, მეოთხე დივიზიას მადარამ ცეცხლის დიდებული ამოწყვეტით შეუტია. მან რამდენიმე ისეთი ტექნიკა გამოიყენა, რითაც მან თავისი პროფესიონალიზმის დემონსტრირება სცადა. მისი ცეცხლის დიდებული განადგურების ტექნიკა წყლის რამდენიმე კედლით ძლივძლიობით შეაჩერეს. ამავე ტექნიკით მან გადაწვა შხამიანი ტყის დიდი ნაწილი, რომელიც მოკუტონის მეშვეობით თავადვე შექმნა. ხის ტექნიკების გარდა, ჰაშირამა სენჯუს დეენემის წყალობით მადარამ მიწის გამოშვების უნარიც შეძინა[საჭიროებს წყაროს მითითებას]კატეგორია:გასამართავი სტატიები. იამატოს ტექნიკებთან შედარებით, მადარას ხის გამოშვება გაცილებით ძლიერია. მისი მეშვეობით მან აყვავებული ტყე შექმნა, რომლითაც მოწინააღმდეგეები მოწამლა და თითქმის გაანადგურა კიდეც. მადარას შეუძლია შეერწყას ხეს და მასში დაიმალოს იმ დროს, როცა მისი ხის კლონი მოწინააღმდეგეს ებრძვის. მადარას ასევე სუსანოს რამდენიმე კლონის შექმნა შეუძლია. გარდა ამისა, როგორც რინნეგანის მფლობელი, იგი ჩაკრას ბუნების ყველა ტრანსფორმაციის გამოყენების პოტენციალს ფლობს.
დოუძიუცუ
მანგეკიო შარინგანი
მადარას მუდმივი მანგეკიო შარინგანი მადარამ ადრეულ ასაკშივე გააღვიძა შარინგანი და გენძიუცუს გამოყენება ისწავლა. ერთი შეხედვით მას ადამიანისა და ბიჯუს ერთდროულად მართვა შეეძლო. იტაჩის მსგავსად, მადარასაც შეეძლო თავისი შარინგანი დიდი ხნით ჰქონოდა გააქტიურებული, ამასთან ერთად, მას ჩაკრაც ცოტა ეხარჯებოდა. მანგეკიო შარინგანი მადარამ და იზუნამ ერთად გააქტიურეს. მთელ კლანში მათ პირველებმა გააღვიძეს მანგეკიო შარინგანი. მას შემდეგ, რაც მადარამ დაბრმავება დაიწყო, მან იზუნას თვალები წაართვა და მუდმივი მანგეკიო შარინგანი შეიძინა, რომლის დახმარებით მან ცხრაკუდიანი ურჩხულის მართვა მოახერხა. აღსანიშნავია, რომ მადარას სუსანოს ორი სახე აქვს და იგი იასაკა ნო მაგატამას იყენებს.
რინნეგანი
მადარა რინნეგანით ჰაშირამასთან ბრძოლისას მადარამ მისი დეენემი ჩაიგდო ხელში. მადარას თქმით, რინნეგანი მან სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე გაააღვიძა. ბრძოლის დროს იგი რინნეგანისა და მანგეკიო შარინგანის სურვილისამებრ შენაცვლებას ახერხებს. რინნეგანის წყალობით, მადარა ექვსი გზის ტექნიკებს ფლობს. პრეტას გზის მეშვეობით მან ნარუტოს რასენშურიკენი და ონოკის კეკკეი ტოტა შთანთქა. მან ასევე ჩამოადგო ორი დიდი მეტეორი, რაც მხოლოდ ექვსი გზის განდეგილს შეეძლო, და მეოთხე დივიზიის დიდი ნაწილი გაანადგურა.