ანიმენარუტო

ანიმე ნარუტო – მიწის გამოშვება

მიწის გამოშვება (土遁, დოტონ) ბუნების გარდაქმნის ხუთი ძირითადი ტექნიკიდან ერთ-ერთია, რაც შინობს შეტევითი და თავდაცვითი მიზნებისათვის გარშემომყოფი მიწის მართვისა და საკუთარი ჩაკრასგან მიწის წარმოქმნის უნარს ანიჭებს. მიწის გამოშვების ტექნიკებს მიწის სიმტკიცის, შემადგენლობისა და, შესაბამისად, მასის შეცვლა შეუძლიათ, რის გამოც იგი ხან მეტალივით მტკიცე, ხან წებოსავით რბილი, ხან მსუბუქი, ხან კი მძიმეა. ყოველივე ეს ტექნიკის გამომყენებელს მიწაში დამალვისა და მასში გადაადგილების უნარს ანიჭებს, რაც როგორც ტრანსპორტირების, ისევე შეტევისა და თავდაცვის მიზნით გამოიყენება. ამის გამო მიწის გამოშვება ერთ-ერთი ყველაზე მოქნილი ელემენტია. მიწის გამოშვება განსაკუთრებით იუაგაკურეს შინობისთვისაა დამახასიათებელი და იგი ძირითადად გველის ნიშნის გამოყენებით ან/და ხელის გულის მიწაზე დაბჯენით სრულდება.

ურთიერთობა სხვა ელემენტებთან
მიწა წყალზე ძლიერია, რადგან მას მისი შეწოვა შეუძლია, თუმცა ელვაზე სუსტია, რადგან იგი მის კარგ გამტარს წარმოადგენს. ანიმეს ერთ-ერთ სერიაში მიწის გამოშვება ცეცხლის გამოშვებასთან ერთად გამოიყენეს. მიწის გამოშვება ლავისა და ხის გამოშვების კეკკეი გენკაის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს. იგი კეკკეი ტოტა მტვრის გამოშვების ერთ-ერთი კომპონენტიცაა. იუაგაკურეს კინძიუცუს გამოყენებით აფეთქების გამოშვებისა და მიწის გამოშვების შერწყმის შედეგად წარმოიქმნება ფეთქებადი წებო, რომელსაც ელვის გამოშვება ჯაბნის.

Source
https://naruto.fandom.com

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button