
როკ ლი (ロック・リー, როკკუ რი) კონოჰაგაკურელი შინობია ლის კლანიდან. იგი მაიტო გაის გუნდის წევრი იყო ტენტენთან და ნეჯი ჰიუგასთან ერთად. როკ ლი დახელოვნებულია ტაიძიუცუში და გამოირჩევა დიდი სისწრაფით. მას შეუძლია 6 კარიბჭის გახსნა და იყენებს ლოტუსის ტექნიკებს, მაგრამ ვერ ფლობს ნინძიუცუსა და გენძიუცუს.