ანიმენარუტო

ანიმე ნარუტო – როში

როში (老紫) იუაგაკურელი შინობი და სონ გოკუს ჯინჩურიკი იყო. იგი იტაჩი უჩიჰამ და კისამე ჰოშიგაკიმ შეიპყრეს, რის შემდეგაც აკაცუკიმ მას კუდიანი ურჩხულის ჩაკრა ამოაცალა. მეოთხე მსოფლიო ომში უწმინდური მსოფლიო რეინკარნაცით გაცოცხლებულ როშიში სონ გოკუ ხელმეორედ ჩაბეჭდეს და იგი ტობის ექვსი გზის წევრად აქციეს.

წარსული
როში ჯინჩურიკი მეოთხე მსოფლიო ომის დაწყებამდე 40 წლით ადრე გახდა[1]. მან თავისი სოფელი მიატოვა და, კუდიანი ურჩხულის უკეთ დამორჩილების მიზნით, ვარჯიშს შეუდგა.

ხასიათი
სონ გოკუს აზრით, როში ძალიან ჯიუტი მოხუცია და იგი რაღაცით მესამე ცუჩიკაგე ონოკის წააგავს. ნარუტოსა და ტობის ბრძოლის შემყურე ოთხკუდიანის თქმით, ყველა ჯინჩურიკი შეძლებდა სწორი გზით სიარულს, ცოტათი მაინც რომ ჰგვანებოდნენ ნარუტოს. სონ გოკუსთან არსებული ხანგრძლივი კავშირის მიუხედავად, როში არასდროს მიმართავდა მას სახელით. მხოლოდ მას შემდეგ, რაც გიგანტური მაიმუნი გარეთა გზის დემონურ ქანდაკებაში ჩაბეჭდეს, როშიმ განაცხადა, რომ მას ახსოვს სახელი სონი და არასდროს დაავიწყდება იგი.

შესაძლებლობები
აკაცუკის ერთ-ერთმა ძლიერმა წევრმა, კისამე ჰოშიგაკიმ აღნიშნა, რომ როშისთან ბრძოლა მას ძალზედ გაუჭირდა. როში კარგად ფლობს კუნაის. იგი ოთხკუდიანი ურჩხულის ჯინჩურიკია და ლავის ელემენტს იყენებს.

Source
https://naruto.fandom.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button