ანიმენარუტო

ანიმე ნარუტო – საკურა ჰარუნო

საკურა ჰარუნო (春野 サクラ, ჰარუნო საკურა) კონოჰაგაკურელი ჩუნინის რანგის კუნოიჩი და სერიების ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟია. ნარუტო უზუმაკისა და სასკე უჩიჰასთან ერთად იგი კაკაში ჰატაკეს გუნდი 7-ის წევრია. მისი მასწავლებელი მეხუთე ჰოკაგე ცუნადე იყო. საკურა დახელოვნებული მკურნალი ნინძაა.

ბავშვობაში საკურა მეტისმეტად ფეთქებადი და უხეში იყო, რასაც იგი საყვარელი გოგონას ნიღბის ქვეშ მალავდა. ასაკის მატებასთან ერთად მან თავის გაკონტროლება ისწავლა და შედარებით ნაზი, ქალური გახდა, თუმცა გოგოსთვის არაბუნებრივად ფეთქებადი ხასიათი ბოლომდე შერჩა, რითაც იგი ცუნადეს ემსგავსება.

საკურა პატარაობიდანვე სასკეზეა შეყვარებული, ნარუტო კი, რომელიც მისი გულის მოგებას მთელი სერიების მანძილზე ცდილობს, მისი უახლოესი მეგობარია. ბავშვობაში საკურას ნარუტოს სულელური ქცევები ძლიერ აღიზიანებდა ხოლმე და მას ხშირად სცემდა კიდეც, რასაც ის, არც თუ იშვიათად, ქალიშვილობაშიც აკეთებს. თანდათანობით საკურა ნარუტოს ძლიერ დაუახლოვდება, თუმცა მის შეყვარებას ვერ შეძლებს სასკეს მიმართ ძლიერი გრძნობების ქონის გამო.

საკურა ჰარუნო სერიების უმთავრესი ქალი პერსონაჟია, თუმცა იგი თავიდანვე ასეთად არ იყო ჩაფიქრებული. მისი დახატვის თვალსაზრისით მასაში კიშიმოტოს სირთულეები შეექმნა, რის გამოც მან პერსონაჟის გარეგნობაში ზოგიერთი ელემენტი გამოკვეთა, მათ შორის, მისი შუბლი

წყარო
https://naruto.fandom.com

მსგავსი ჩანაწერები

ერთი კომენტარი

კომენტარის დამატება

ასევე იხილეთ
Close
Back to top button