ანიმენარუტო

ანიმე ნარუტო – ტობირამა სენჯუ

ტობირამა სენჯუ (千手扉間, სენჯუ ტობირამა) სახელგანთქმული სენჯუს კლანის წარმომადგენელი იყო, რომელმაც თავის უფროს ძმასთან და უჩიჰას კლანთან ერთად პირველი დამალული სოფელი − კონოჰაგაკურე დააარსა და მოგვიანებით მისი მეორე ჰოკაგე (二代目火影, ნიდაიმე ჰოკაგე) გახდა.

წარსული
ტობირამა მეომარ ქვეყანათა პერიოდში დაიბადა. იგი იყო მეორე შვილი ბუცუმა სენჯუს ოთხი ვაჟიდან. ტობირამა და მისი ძმები დიდი ომიანობის დროს, მოწინააღმდეგე კლანებთან (განსაკუთრებით, უჩიჰასთან) ბრძოლებში გაიზარდნენ. კაუარამასა და იტამას სიკვდილის შემდეგ, ტობირამამ და ჰაშირამამ გადაწყვიტეს ჩამოეყალიბებინათ ახალი სისტემა, რომელიც ბოლოს მოუღებდა გაუთავებელ სისხლისღვრას მოქიშპე კლანებს შორის და მშვიდობისათვის გააერთიანებდა მათ.

მთელი თავისი სიცოცხლის მანძილზე, ჰაშირამას მსგავსად, ტობირამაც თავდაუზოგავად ცდილობდა მიზანმიმართული პოლიტიკის გატარებით სხვა სოფლებთან კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარებასა და პოლიტიკური სტაბილურობის შენარჩუნებას. ამავე მიზნით იგი გეგმავდა ალიანსის შექმნას კონოჰასა და კუმოგაკურეს შორის, რისი განხორციელებაც ვერ მოხერხდა ოქროსა და ვერცხლის ძმების მიერ ფორმალური ცერემონიის ჩაშლის გამო.

ჰოკაგეს რანგში ტობირამას დამსახურებაა ცალკეული კლანებისა და სოფლების ერთმანეთთან დასაახლოებლად ისეთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტების შექმნა, როგორიცაა ნინძების აკადემია, ანბუ და ჩუნინის გამოცდები. მიუხედავად იმისა, რომ მისი რეფორმები დიდწილად წარმატებული აღმოჩნდა და სხვა სოფლებმაც მოახდინეს მათი ადაპტაცია, უჩიჰას კლანს მიაჩნდა, რომ აღნიშნულის შედეგად მან თავისი ავტონომია დაკარგა. მათ დასაშოშმინებლად ტობირამამ კონოჰას სამხედრო საპოლიციო ძალა დააფუძნა და მისი სადავეები უჩიჰას გადასცა.

გარეგნობა
ტობირამას ჰქონდა ნაცრისფერი თმა და მუქი ფერის თვალები (რომლებიც ანიმეში მოწითალოა). სახეზე ემჩნეოდა სამი წითელი ნიშანი (ორი თვალების ქვეშ და ერთი ნიკაპზე). მას ეცვა რკინის ფირფიტებისაგან შექმნილი ლურჯი ჯავშანი, გამორჩეული თეთრი ბეწვით საყელოთი, აგრეთვე უბრალო შავი შარვალი და ტრადიციული შუბლის დამცველი, რომელზეც თავიდან სენჯუს სიმბოლო იყო გამოსახული, მოგვიანებით კი − კონოჰასი.

შესაძლებლობები
ტობირამა ცნობილი იყო, როგორც ყველა დროის ერთ-ერთი უძლიერესი შინობი, რომელიც ქებას თავისი მტრებისგანაც კი იმსახურებდა. მან შეძლო მადარა უჩიჰას უმცროსი ძმის – იზუნა უჩიჰას მოკვლა, რომელიც შესაძლებლობებითა და ძლიერებით მადარას არ ჩამოუვარდებოდა. დანზო შიმურას განცხადებით, მისი მმართველობის პერიოდში ტობირამა სოფელში სწორუპოვარი იყო. იგი გადაურჩა ბრძოლას ოქროსა და ვერცხლის ძმებთან, რომლებიც ცხრაკუდიანის ჩაკრასა და ექვსი გზის განდეგილის იარაღებს ფლობდნენ.

ანიმეში ტობირამას შეეძლო გენძიუცუს გამოყენებით სამიზნე ობიექტის სამარადისო წყვდიადში მოქცევა, რომლის განეიტრალება ჰირუზენ სარუტობიმაც კი ვერ მოახერხა. ტობირამამ აგრეთვე აღნიშნა, რომ მას შეეძლო თავისი სული გაეგზავნა მომაკვდავი სასკეს დასახმარებლად, რასაც გააკეთებდა კიდეც რომ არა მადარას მიერ მისი იმობილიზება შავი მიმღებების მეშვეობით. ტობირამას ქმნილებაა სახელგანთქმული რეანიმირების ძიუცუ, რომლის წყალობითაც გარდაცვლილი ადამიანის სულის უკვდავ, რეგენირებად სხეულთან დაკავშირება და ამ გზით მიცვალებულთა გაცოცხლება არის შესაძლებელი.

წყარო
https://naruto.fandom.com

მსგავსი ჩანაწერები

კომენტარის დამატება

ასევე იხილეთ
Close
Back to top button