შინრა თენსეი დევას გზის უნიკალურ ტექნიკას წარმოადგენს, რაც ობიექტს უკიდურესად დიდი ძალით ეჯახება და ანადგურებს. მისი მეშვეობით მთელი სოფლის მიწის პირისგან აღგვაა შესაძლებელი. ანიმეში შინრა თენსეი დამცავი ველის სახითაც არის წარმოჩენილი, რაც გამომყენებელს სფერულად აკრავს გარსს და მტრის იერიშისგან იცავს. შინრა თენსეის მოწინააღმდეგის ნინძიუცუს განეიტრალება შეუძლია. ამატერასუს ალში გახვეულმა ნაგატომ თავი მისი წყალობით გადაირჩინა ტექნიკის ნაკლი ისაა, რომ მისი გამოყენებიდან გამოყენებამდე მინიმუმ 5 წამის გასვლაა საჭირო.დროის ხანგრძლივობა ტექნიკის შესრულების შედეგად დახარჯული ჩაკრას რაოდენობაზეა დამოკიდებული და მის შესაბამისად იზრდება. ფართომასშტაბიანი შინრა თენსეის შესრულების წინ, რაც, კონანის თქმით, ნაგატოს სიცოცხლის ხანგრძლივობას ამცირებდა, ნაგატო პეინის სხვა გზებთან წყვეტდა კავშირს, ტექნიკის ხელახლა გამოყენება კი მას რამდენიმე წუთის შემდეგ შეეძლო.
ვიდეო თამაშებში
შინრა თენსეი შემდეგ ვიდეო თამაშებში გამოჩნდა:
თამაში იაპ. გამოშვების თარიღი ინგლ. გამოშვების თარიღი
Naruto Shippūden: Shinobi Rumble 2010 წლის 22 აპრილი 2011 წლის 8 თებერვალი
Naruto Shippūden: Ultimate Ninja Impact 2011 წლის 20 ოქტომბერი 2011 წლის 18 ოქტომბერი
Naruto Shippūden: Ultimate Ninja Storm 2 2010 წლის 21 ოქტომბერი 2010 წლის 19 ოქტომბერი
Naruto Shippūden: Ultimate Ninja Storm 3 2013 წლის 18 აპრილი 2013 წლის 5 მარტი
Naruto Shippūden: Ultimate Ninja Storm Generations 2012 წლის 23 თებერვალი 2012 წლის 13 მარტი
შინრა თენსეი ვიდეო თამაშიდან Naruto Shippūden: Ultimate Ninja Storm 3 ყველა თამაშში იგი დევას გზის ტექნიკას წარმოადგენს, Naruto Shippūden: Ultimate Ninja Storm 3-ში კი მას ნაგატოც ფლობს. Ultimate Ninja Storm-ის სერიებში ამ ტექნიკას გამჭვირვალე სფეროს გარეგნობა აქვს, Naruto Shippūden: Shinobi Rumble-სა და Naruto Shippūden: Ultimate Ninja Impact-ში კი იგი ნახევარსფეროს ჰგავს. თამაშებში შინრა თენსეი პეინის ერთ-ერთი უძლიერესი და უმთავრესი ტექნიკაა.