
პოეზია
ილია ჭავჭავაძე – დაე თუნდ მოვკვდე არ მეშინიან ..
დაე თუნდ მოვკვდე არ მეშინიან,
მაგრამ კი ისე, რომ ჩემი კვალი
ნახონ მათ, ვინცა ჩემს უკან ვლიან,
თქვან: აღასრულა მან თვისი ვალი;
რომ ჩემს საფლავზედ დაყუდებულმან
ქართველმა, ჩემგან შეყვარებულმან,
გულწრფელობითა და სიმართლითა,
მე ჩამომძახოს თუნდ ჩუმის ხმითა:
იყავ მშვიდობით შენს მყუდრო ძილში!
შენ გიცოცხლია, როგორც უნდოდა;
თქვას: შენი ქნარი შორს ჩვენგან — ჩრდილში
ამაოდ ჩვენთვის არ ხმაურობდა.