![გალაკტიონ ტაბიძე ოდეს იყრების ომად ლაშქარი ..](http://i0.wp.com/scroll.ge/wp-content/uploads/2023/11/გალაკტიონ-ტაბიძე-ოდეს-იყრების-ომად-ლაშქარი-...jpg?fit=640%2C360&ssl=1)
პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე ოდეს იყრების ომად ლაშქარი ..
ოდეს იყრების ომად ლაშქარი,
არ რგებან გზანი,
ჩემო სიმღერავ, მაშინ ჩქარ-ჩქარი
ჰანგი დასძარი.
ოდეს სასმელად ლაშქარს არ ჰყოფნის
ზღვა ატლანტიის,
იწყე მოტივი – არა არყოფნის,
არამედ ტყვიის.
თუ რომ სადგომად არ ეყოფიან
სივრცე ხმელეთის,
ჩემო სიმღერავ, მაშინ სჯობიან
სიმღერა ჰკვეთის.
გადაერიე, ლაშქარო, გასწი,
გაფანტე მტერი,
წუნკლებს მიუზღავს თვისას ათასწილ
საბჭოთა ერი!