წარმოგიდგენთ მსოფლიოში ყველაზე საშიშ აკვაპარკს. არაბეთის წარმოუდგენელი ადგილები ზოგადად ზღაპარში გვაგრძნობინებს თავს. აი ეს კი ზღაპარს სულაც არ ჰგავს ის მდებარეობს არაბეთის პირველ ხელოვნურ კუნძულზე. აკვაპარკს ჰქვია “Aquaventura” ხოლო იმ არხს, რომელიც ასე საშიშია შეარქვეს “The leap of Faith” რწმენის ნახტომი.
აკვაპარკის ცენტრში მოთავსებულია საუცხოო პირამიდა, რომლის სიმაღლეა 27 მეტრი.
პირამიდიდან თქვენ გელით ვერტიკალური დაშვება. სანამ რიგში დადგებით შეგიძლიათ თვალია დევნოთ ზვიგენებს, რომლებითაც სავსეა აუზი. ხედი ბრწყინვალეა, შეგრძნება კი შეუდარებელი. უყურებთ აუზს, რომელიც სავსეა ზვიგენებით, რომლებიც მოუთმენლად ელიან ნადავლს.. წყალქვეშ მოთავსებულია მილი, რომელშიც თქვენ ჩაივლით როდესაც დაეშვებით.
წარმოიდგინეთ მომენტი, როდესაც რამოდენიმე წამით გრძნობთ თუ როგორ გათვალიერებთ ზვიგენი შიშის ჟრუანტელი ძვალსა და რბილში ატანს.
ადრენალინი პიკშია .. მილი იმდენად გამჭვირვალეა, რომ ასპროცენტიანი შეგრძნებაა თითქოს შესაძლებელია რომ შეგახრამუნონ.
აკვავენტურა უზარმაზარია და აქ არის უამრავი სხვა თავბრუდამხვევი გასართობი რამ. ულამაზესი აკვარიუმები ათასობით ჯიშის ოკეანის მცხოვრებლებით. შეგიძლიათ კანატით გადაუფრინოთ ყველაფერს. ბევრი რიმ არ ვისაუბრო გთავაზობთ ფოტოკრებულს და ვიდეორგოლებს