ლიტერატურამოთხრობანოველა

ვასილ ბარნოვი – ყვავილებში

სევდის ბარს შეველ შენაღონები, მოკრეფად მსურდა ვარდის კონები!

1 “ჩაყვითლებული კუზიანი კი იდგა დარჭმულ ისართან. ძარღვიანი თითები გადაეჭდო ერთმანეთზე და სევდიანის თვალით სეჰყურებდა ბატონიშვილს. სახტად დარჩა ოქროსქოჩრიანი ჭაბუკი, სიტყვა ვერა სთქვა, ხმა ვერარ ამოიღო. გადახდა ცხენიდან, ამოაზრო ისარი და ჩააგო კაპარჭშივე. მცირედ ხანს შეჰყურებდა იგი გონჯს დარდისაგან გამშრალი და მერე გაიღიმა მწარედ. “ – ჩემი ბედიც შენა ჰყოფილხარ, შე საწყალო! – უთხრა ვაჯმა შემოისვა ცხენზე და დაბრუნდა. “ ნელის ნაბიჯით მიდიოდა ჭაბუკი: უნდოდა გზაზე შეჰღამებოდა, რომ არავის დაენახნა მისი საცოლე. ღამე მივიდა სასახლეში მზეთუნახავისატვის გამზადებულ დარბაზში დააბინავე დუხჭირი. მსახურები გაოცდნენ როცა ნახეს გონჯი, მაგრამ კრინტს როგორ დასზრავდნენ: თუ ვინმე გაბედავდა აუგის თქმას, ენას მოჰკვეთდნენ. – საწყალი ჭაბუკი, ვინ იცის, როგორ იტანჯებოდა! “ დარდით მოკლულს ვაჟს ძილი არ მოეკიდა; იწვა უძრავად და გაჰყურებდა ქალის სადგომს. ღამე რომ გატყდა, ვნახოთ, ქალის ოთახი განათდა მკრთალი რამ სინათლით. ნათელი იძროდა, მიდ-მოდიოდა. შეანათა ღია კარებში და თავს დაადგა ვაჟკაცს. იგი წამოდგა განცვიფრბული: სეთი მზეთუნახავი ედგა წინ, ქვეყანაზე იმისი ბადალი არ მოიძებნებოდა. უნდოდა მოჰხვეოდა ტურფას, მაგრამ ქალმა შეაყენა ის: “ – ნუ მომეალერსები! შამუდამოდ გავუბეურდებით, თუ დრომდის შემეხე! “ ჭაბუკს ძალიან უნდოდა ხელი ეხლო ამ სხივოსან არსებისათვის, რომ გაეგო, მის წინ მართლა ხორცხმული ქმნილება იდგა, თუ მოჩვენება, მგრამ ქალის სევდიანმა ხმამ შეაყენა. იყივლა კიდეც მამალმა და ქალმ მსწრაფლ მიიღო წინანდელივე სახე. ჩრემლმა ნაკადად გადმოხეთქა მახინჯს თვალთაგან და გატრიალდა გულდალახვრული თავის ოთახისკენ…” – ნეტა რად დაესაჯა ღმერთს ის საწყალი? – რამე ცოდვა ექნებოდა და იმისთვის განუწესებდა სატანჯველს. – მოძღვარმა ეგრე გვითხრა იმ დღეს სკოლაში. ყველა უბედურება ცოდვისაგან წარმოსდგებაო, – სთქვა ავადმყოფნა და ამოიკვნესა. – რა არის, შვილო? – გულმტკივნეულად შეეკითხა გამდელი. – ძალიან მტკივა წელი, ვრ დავძრულვარ. უეცრად რომ მეც კუზი ამომივიდეს და იმ მახინჯს დავემსგავსო, რაღა მეშველება! – ღმერთმა დაგიფაროს! რა ცოდვა მიგიძღვის ანგელოზს?! რეებს არ იტყვი! ექიმმა აკი გითხრა, ერთ კვირაზე ფეხზე დაგაყენებო.

2 ეს იმედიანი სიტყვა ექომმა გასამხნევბლად უთხრა პატარას, თორემ დაზიანებულ ადგილის გასინჯვამ მძიმე სთაბეჭდილება მოახდინა მასზე: ხერხემალი ერთ ადგილას მეტად დაჟღლილი ჰქონდა და ეს ძალიან აფიქრებდა ექიმს. მაინც რა კითილი დაეყრებოდა ორ ადლიან კედლიდან ჩამოვარდნილ ბალღს, ქვებზ დაცემულს. ახლა თითონაც უკვე მოზრდი იყო ბაბუცა, გამთქვინებული. კედელ-კედელ დარბოდა, ფეხი აუცდა და ქვებში ჩაიჩეხა. გულშეღუნებული სეიყვანეს სახლში. მართალია ექიმის წამლობამ და კარგად მოვლამ მალე გამოაბრუნეს ბალღი, მაგრამ ყრუ რამ ტკივილი ჩარჩა ხერხემლში, თითქო უკვნესოდა ძვალი. ეს ბაბუცა იყო გამზრდელი რომ მისჯდომოდა და ზღაპარს ეუბნებოდა. თითქო გამარტლდა ექიმის სანუგეშო სიტყვა: ბავშვი ადგა. უშლიდნენ ადგომას, ეხვეწებოდნენ კიდევ ერთი კვირა წოლილიყო, მაგრამ ვერ დააყენეს ლოგინში და უნებლიედ დასტური დასცეს. გაიარა დრომ და თითქო მთლადაც გადიარა ავადმყოფობამ. ბავშვი ისევ გაიმრთა წელში და დაიწყო დაუდეგარმა წინანდებური ცხოვრება, როგორც რამ პეპელა უზრუნველმა. ოჯახში კიდეც მიავიწყდათ ეს სახიფათო შემთხვევა. მაგრამ სხულის საშიშმა საზიანებამ შემდეგში საზარლად იჩინა თავი: კუზი ააჩნდა ქალს და იწყო სიმახინჯემ ზრდა, შეუფერხებლივ, თუმცა ნელა, თითქმის შეუმჩნევლად. დატრიალდნენ მშობლები, ათასნაირად უწამლეს, ყველაფერი სცადეს, არაფერი არ დაზოგეს; თითქმის გადგნენ საცხოვრებლიდან ვაღარა უშველს რა: ავადმყოფობა არავითარ ყურადღებას არ აქცევდა არც მათ მეცადინეობას, არც მათ წუხილს, იგი შეუკავბლად იწევდა წინ და იზრდებოდა. აგერ, თექვსმეტის წლისა შეიქმნა, ათის წლისას კი ჰგვანდა ტანი. ხანს მაშინ შეამჩნევდი თუ მის შეუფერებლად დაგრძელებულ ხელ-ფეხს დააკვირდებოდი. შახეზედაც კი ეტყობოდა, რომ პატარა აღარ იყო: ბალღური იერი დაჰკარგოდა. ეს შეუფერებლობა ტანისა და სახის მეტყველებისა მძიმე შტაბეჭდილებას ახდენდა ადამიანზე და მით უფრო, რომ ქალს თვალებში ზავთი აჰბეჭდოდა უძირო, ბედისადმი მდურება შეუსაზღვრელი.

3 ამ საშინელმა სენმა პირველ ხანში დიდი მღელვარება გამოიწვია სახლში, ძლიერი დარდი და ბოროტი. ჩვეულებრივი რამ ავადმყოფობა რომ ყოფილიყო, თუნდაც სასტიკი და ულმობელი, უფრო მორჩილად დაჰხვდებოდნენ ჭირისუფალნი, როგრც საზოგდო მოვლენას, ხანმოკლეს: მცირე დროს განმავლობაში ან იძლევოდა იგი ავადმყოფობა, ან სძლევდა და გათავდებოდა ესე თუ ისე. ეს სენი კი თავისებური იყო: იგი სასიკვდინოდ არ გასწირევდა ავადმყოფს, არც მოსპობას უჭადდა მას, მაგრამ მორცენის პირიც არა ჰქონდა; ნელ-ნელა სწურავდა სხეულს ძლიერად ხრიდა მას, საზარულ დარს ასვამდა და მთლად გამოუსადეგარადა ჰხდიდა მას ადამიანურ არსებობისათვის. – არ მოგსპობ, სულს არ ამოგხდი, დღესაც კი არ შეგიმოკლებ, გარნა შაგისავებ სიცოცხლეს: დაგამახინჯებ, ისეთ საზარლად გარდაგქმნი, პირს გარიდებდნენ ყველანი; გაგრიყავ ცხოვრების სასიხარულო დენიდან და შენს უბედურებას შენისავე თვალით გაყურებინებ! – ეუბნებოდა სენი ტყვე ქმნილს და გესლიანის ღიმილით ჩაჰყურებდა თვალებში. ჰხედავდა სენმოდებული, რამდენად შეუმართებელი იყო იმ ავადობის ძალა, როგორ უძლეველი და შეუკავებელი იყო მისი ბოროტი მოსწრაფება და ჰღელვდა მარადჟამს. ღრმვდებოდა, უძირო ხდებოდა მისი სევდა. უაზროდღა მოსჩანდა მისი სიცოცხლე მიზანგაცუდებული. – რა დაგიშავე, ღმერთო, რა შეგცოდე ისეთი ჯერეთ უმანკომ?! ღახან მომისპე სიხარული არსებობისა, რად არ ჩამიქრე ცნობა, რომ არ მემზირნა უკვე ცხოვრებისათვის მკვდარ ჩემის თავისთვის? ჰყვედრიდა ბაბუცა შემომქმედს, გარნა გამჩენელს სრულებით არ ესმოდა მისი გულისტკივილი? მედიდურად მიასწრაფებდა სამყაროს სეუგნებელი. უბედურ ქმნილებათა ვაება სხლტებოდა მის სიფ გულზე და უკვალოდ იკარგებოდა გარეშე მოუწერელ სივრცეში. ცოცხლივ იყო ბაბუცა დამარხული და იცოდა, რომ წყვიად სამარიდან მისი ამომყვანი ძალა არ არსებობდა დუნიაზე: სამუდამოდ უნდა წამებულიყო. სულშეხუთული ბორგავდა ხნარცვში ჩათხეული, პირს ისოკდა, სიფს აწყდებოდა და თან დარწმუნებული იყო, რომ ამაო იყო მისი ბრძოლა, უაზრო, უშედეგო. დედ-მამა იტანჯებოდა, რომ ჰხედავდა შვილის წამებას. გული უკვდებოდათ მათ, აღარავითარ ცდას არ ზოგავდნენ, აღარავითარ ხარჯს არ ერიდებოდნენ გზააბნეულნი. ჟიბე სავსე მოჰქონდათ იქეთკენ, სადაც კი მცირე რამ ნუგეშის ხმას ვაიგონებდნენ ან იმედის შუქს შეამჩნევდნენ. მაინც კი დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ზრუნვა ამაო იყო, ხაჯი უაზრო. ღა უნდა ექნათ, როცა გული ვერ შეჰრიგებოდა უბედურებას?! ეგონათ სასწაული რამ იხსნიდა მათ შვილს, შემთხვევა რამ ბედნიერი ააცილებდა მათ ცოდვის მოხილვას: იგინის გაუვალ საკანში იყვნენ მომწყვდეულნი და კედლებს აწყდებოდნენ იმედმიხდილნი. – ბაბუცას რომ ესეც დამახინჯებულს ვუყურებ, სიცოცხლე მეწამლება! ღა უნდა ქნას საცოდავმა? აგერ ოცი წლის ქალია, თოჯას კი ჰგავს ტანი; მთლად დამახინჯდა, გასაცოდავდა. – სიმახინჯე ხომ სიმახინჯეა და დიდი უბედურება, მაგრამ იცის, კაცო, ამ ბოლოს დროს მღელვარება დაეშვა და ქალი სევდას რასმე მიეცა მძიმეს. მთლად ჩაეთხრო გული, თითქო ავ ფიქრსა ფიქრობს ბედშავი: მეშინიან, არა აუტეხოს რა თავის თავს. – რას ამბობ, ქალო?! მე კი მეგონა, ბოლოს და ბოლოს ბედს შეურიგდა მეთქი, ბეჩავი. – შენგან არ მიკვირს! ქალი ეხლაა ჰასაკში, ეხლა უნდა დაჰქროდეს მას ეშხის ნიავი და როგორ შეურიგდებოდა ტავის უიღბლობას?! ვაი, თუ მაგისი გარეგანი სიწყნარე შავი დღის მომასწავებელი იყოს ჩვენთვის! – სთქვა ბაბუცის დედამ და მიეცა საგონებელს ლოდივით მძიმეს.

4 მართლა და, ძლიერ შემძიმებოდა ბაბუცას ყოფა: სენი სულ იზრდებოდა, უფრო და უფრო ამახინჯებდა ქალს, ასახიჩრებდა; თანაც ბუნების ძალას არ უსპობდა, არც უხშობდა, სხეულის მოთხოვნილებას არ უნელებდა. ქალი მოიწიფა, სურვილებით აივსო, ეშხით აუფუვდა მკერდი, მისწრაფება გაუძლიერდა. ჩხოვრების თანამგზავრს ეძებდა ჰასაკში მოსული, ტოლი კი არსად სჩანდა, სურვილთა მოზიარე გამქრალიყო მისთვის: მოტრფიალედ გამოსადეგი ვაჟკაცები ზიზღით შეჰყურებდნენ მას, როგორ რამს მყვარს ლორწოიანს, ხოლო უკეთესნი სიბრალულს თუ დასძენდნენ მისდამი. – სად არის, ღმერთო, შენი სამართალი, რომ ამისთანა მახინჯს ატარებ ქვეყანაზე, ხოლო ბევრ მშვენიერს უსპობ სიცოცხლეს? მოჰკვეთე მისი არსება, რომ შეურაცყოფილ არ იყოს მასში სახება შენი. – რას ემართლები, კაცო?! იცხოვროს ქვეყანაზე მაგ საცოდავმაც, ისუნთქოს, მზის სხივზე გაიხაროს: ქვეყანა დიდია, ყველას დაიტევს, ცოტა უსახო ქვემძრომი თუ ნადირი დაიარება დედამიწის ზურგზე! დეე, ეგეც ხალხში იყოს, როგორც რამ ბნელი სინათლეში. ან რადა გგონია, სახება თვისა მხოლოდ სხეულის აღნაქვსში იყოს აღბეჭდილი? ღა იცი, რომ სული ღვთაებრივი არა აქვს მაგ ბეჩავს? – სული, სული! ხელმოუკიდებელია იგი, უხილავი, სანამ მას მიაგნებ, ხოლცი გიდგა თვალწინ, სხეული გხვდება ხელში ნივთიერს; ხატება ღვთისა ხორცშიც უნდა იყოს ჩასახული, ტანში ჩაქსოვილი! შემოქმედი ყოვლად სრულია ყოველმხრივ. მისი გარეგანი მხარეც უმწიკვლოა, სიმშვენიერით სრული. იგი მისი განუსაზღვრელი მშვენება უნდა გამოკრთებოდეს მის ხატებაში. თყუილად კი არ სცემდნენ თაყვანს ღმერთს სიმშვენიერისას! განა ეხლა კი ადამიანი მუხლს არ იდრეკს მშვენიერთა ხელმწიფის წინაშე, გუნდრუკს არ უკმევს მას, ოქროს არ სწირავს, რომ ღირს იქნას ეახლოს მას, ემთხვიოს მოწიწებით?! ან საიდან ექნება ამისთანა მახინჯს სული მშვენიერი, როდესაც იგი უთუოდ გამსჭვალული უნდა იყოს მოძმისადმი შურით, ხვედრისადმი უმადურობით, შემომქმედისადმი გნობით? – შენ გდომებია აღვადგინოთ თაყვანისცემა სილამაზისა, შევსწირავდეთ ღმერთს სიმშვენიერისა. – უნდა თაყვანსა ვსცემდეთ სიმშვენიერეს, ვუღაღადებდეთ მას და ვუმსხვერპლიდეთ! მშვენება იგი ნათელია შენივთებული, ხორცქმნილი და კაცთა სანუგეშოდ მოვლინებული ამ წყვდიად ქვეყანაში; იგი ნათელია თვით საუკუნო ნათელისაგან გამოსული და ჩვენდა სალხენად წარმოგზავნილი. სიმშვენიერის თაყვანისცემა და მისდამი მისწრაფება ერთი გზათაგანია კაცთა ნათესავის გაუმჯობესებისა და ბედნიერებისა: ამრავლე მშვენიერება და გაუმჯობესდება კაცთა მოდგმა, გაუნათდება არსებობის შარავანდედი, მიემატება სიამე; ამრავლე სიდუღჭირე და ჩამოეცლება მას იგი ნათელი, რომელიც გარს შემოარტყა მას გამცენელმა, ჩაბნლდება მისი ყოფა. სიმშვენიერესვე შეჰხარის და ერტფის ყოველივე სულდგმული, მისკენვე მიისწრაფვის მთელი არსი, რომ განსპეტაკდეს ემზგავსოს და უახლოვდეს და შეუერთდეს შემოქმედს, რომელიც არს თვით მშვენება სამარადისო. – მაინც ხომ ორგვარია მშვენიერება: სიმშვენიერე ნივთიერი და სულიერი. – და ყოველგან და ყოველთვის სათაყვანებელია, სადაც და როდესაც უნდა გამოკრთეს იგი. ეს კი, ერთი შეხედე, უარყოფაა ყოველისავე მშვენიერებისა, შეურაცმყოფაა მისი და მხოოდ დუხჭირთა მეჯლისში უნდა ჰქონდეს მას ადგილი. არა მჯერა, მაგის სულიც სპეტაკი იყოს და უმწიკვლო: ხორცის სიავეს, აკი გითხარი, უნდა აღეზარდა მაგაში და განევითარებინა სულის სიბნელე. – სასტიკ სიტყვას ამბობ! ხორცის სიმახინჯეს ყოველთვის არ მოსდევს სულის სიავე. – ხშირად სასტიკია ჭეშმარიტება და მკვეთრი, როგორც ხმალი ფხაასხმული.

5 ბაბოს ბევრჯელ მოუკრავს ყური ამგვარ ლპარაკისათვის და გული მოჰკვდომია. თვალთცრემლიანი დაბრუნებრუნბულა შინ; გამოსცლია ტოლ-სწორის გატაცებულ მხიარულებას. ახ, რა ბედნიერნი იყვნენ ის ბუნების საყვარელნი, მისგნ წყალობადადევნებული, სიცოცხლის ეშხით აღსავსენი, ცხოვრებისათვის შესაბამად ნაგებ-ნაკეთნი! ნეტარებდნენ ისინი მათდამი მინიჭებულ სიცოცხლით, სინათლეს შეჰხაროდნენ ბედნიერნი, დაჰფარფატებდნენ პეპელებივით, თავს ევლებოდნენ ერთმანეთს. იმ წუთის სიამოვნების გარეშე მათ აღარა ახსოვთ რა, არც რა საზრუნველი აქვთ უდარდელთ. ბაბუცას კი არ შეუძლიან მათთან სიამე თუ ნავარდი: მას წყევა სდევს თან განუყრელი. იგი წყევა ზედა აქვს მას შეხორცებული და საზარლად ჩაჯირჯვებული; იგი ნასახი უმსგავსი საბრალოდა ჰხდის ქალს, ყველას თვალში შესაზარად. ადამიანურ ცხოვრებისაგან გარიყული იყო ბაბუცა და უხერხულიც გამოდიოდა მისი ყოფა კაცთა შორის: მათ არ შეეძლოთ თვალი აეშორებინათ უსახოსათვის და არ დაემცირებინათ იგი საქმით თუ სიტყვით, არ დაეცაგრათ. მასთან, მართალია, თავდაჭერით იქცეოდნენ, ზრდილობა ყველას არ აძლევდა ნებას პირში დაეცინა ხინჯიიანისთვის, მაგრამ ქალი ძალიან მგრძნობიარე შეიქმნა თავის თავის შესახებ: ხმის უბრალო მიმოხვრაში თუ წამიერ სეხედვაშიც კი ამჩნევდა თავის დამცირებას და ისარნაკრავივით შეიკუმშებოდა, უკუდგებოდა. თანაც სულ უნდა ჰხსომებოდა თავისი სიმახინჯე, მუდამ ფრთხილად უნდა ყოფილიყო და მორიდებით, თორემ ადამიანის ბოროტ გულს მცირე მიზეზიც ეყოფოდა გაეგლიჯა ზრდილობის ბადე და რაიმე გესლიანი სიტყვით ან მოძრაობით ეგრძნობინებინა მისთვის მისი დამდამდაბლებული ყოფა და შესაფერი ადგილი. მარადი მოლოდინი დამცირებისა, ყოველჟამიერი დარდი თავის სახიჩრობაზე, ყოველწუთიერი სიფრთხილე, არავისთვის მიეცა რაიმე საბაბი დაცინვისა, იყო იმისი მიზეზი, რომ ქალი ბოლოს დროს მეტად დარდიანი მოსჩანდა და განაწამები. თავს იცალკევებდა მოღმამორეული, ყველას ერიდებოდა, თავის კაეშანს არავის უზიარებდა გულჩახშული. – უნდა გავშორდე ესეთ ცხოვრებას, უნდა გადავიკარგო საითმე! მაგრამ სად წავიდე ისეთს ადგილს, რომ თავი ცემი საზარელი არ გამომყვეს თან, იქაც საგმობი არ გამხადოს განრისხული?! … ახ, როგორ ეალერსებოდა ილიკო კეკოს! თავს ევლებოდა მშვენიერი ვაჟკაცი. ქალი კი გიჟმაჟად უარყოფდა მის ალერსს, უსხლტებოდა მას და აღელვებდა ხელქმნილს. მერე რა არის ჩემთან შედარებით კეკო? ერთი მსუბუქ რამ არსება! სახითიც ჩემზე ლამაზი არ არის; ტანი აქვს სწორე, უხინჯო და თვალს იტაცებს. მე კი ჩემის კუზით საცოდავად ვიდექ კედელთან, რომ როგორმე დამეფარა სიგონჯე. რად მინდა ეს ძვირფასი კაბა ან ეს მძიმე სამკაული? განა დაჰფარავს ჩემს სიმახინჯეს ფარჩის სილვო და პეწი ან თვალ-მარგალიტის პჭყვრიალ-ლამპაპი?! ძონძი ჩამაცვით, ნაფლეთებში გამხვიეთ, ხოლო დამიბრუნეთ უხინჯო ტანი ჩემი, მომაშორეთ ეს კუზი საზარელი, მომაშორეთ! – წამოიძახა გამწარებულმა ქალმა. – და ზიზღით დაანარცხა იატაკს კაბა თუ სამკაული. დედა შეჰყუებდა გაწამებულ ქალს და გულს სისხლი ენთხეოდა უგონო ქმნილს.

6 იტანჯებოდა ქალი და ვეღარ მოჰრეოდა თავის უბედურებას. გაწამებული იყო მისი შემხედვარე დედ-მამაც. ოჯახის თავმოყვრეობა ჩაქოლილი იყო, სიხარული ჩაშავბნელებული. იგი უბედურება აშთობდა ქალის სულიერ არსებას, გადუვალ საზღვარს უდევდა მის ხორციელ ლტოლვილებასაც. გულქვავად ავიწროებდა მთელ მის ბუნებას, როგორც რამ მუხრუჭი უტეხი, მძლავრის მარჯვენით მოჭერილი. – არა აქვს ჩემს ტანჯვას დასასრული და ბოლო ჩემს წამებას! მხოლოდ სიკვდილი მომხსნის მე ამ უგვან ტვირთს, რომლითაც დამამძიმე უსამართლო ბედისწერამ! – ღელავდა ქალი. გარედან კი ისე ცხადად არ მოსჩანდა ის ბოროტებით გაჟღენთილი ღრუბელი, რომელიც შავად ჩამოწოლილიყო ბბუცაანთ ოჯახში და სულს უხუთავდა ყველას. შიცოცხლე შეუფერხევლილ მიმდინარეობდა, ზღვა ცხოვრებისა ტალღას ტალღაზე მიაქანებდა, ხოლო მას მძლავრს და შეუყენებელ დენას ნებით თუ უნებლიეთ ასდევდა ბაბუცაანთ სახლიც, როგორც რომ ნაფოტი მსუბუქი, ტალღის ფარზე მოქანავე. აქაც ჩვეულებრივ მისდევდნენ ერთმანეთს დღე სადაგი თუ სასწაული, ლხინი თუ ჭირი, მეგობრობა და მტრობა, ურვა, ზრუნვა თუ სიხარული; ყოველგვარი სვლა თუ შეგუბება სიცოცხლისა. ბაბუცასაც მიაქანებდა ცხოვრების ტალღა გაკვალილის გზით, დარდი არა ჰქონდა გულცივს რა ხდებოდა მის გატანჯულ სულში: სრულდებოდა ქალი, მსხვილდებოდა, იძეკებოდა, მწიფდებოდა და ისევე ძლიერ ივსებოდა მისი ტანი ბუნებრივ ლტოლვილებით, როგორც უხინჯო. აქ ხშირად ავიწყდებოდა ქალს, რომ იგი კაცთ არამსგავსი იყო, ცხოვრებისაგან განრისხულ-უარყოფილი, დაჩაგრულ-დამცირებული და მხოლოდ მაშინ გამოფხიზლდებოდა, როცა გამანადგურებელის ხითხითი მიაგებებდნენ მას სარკეს, რომ დაენახნა შიგ თავისი უჟმური თავი. და ეს ხდებოდა სწორედ მაშინ, როდესაც ქალს ეგონა, ეს არის, მეც სხვებთან ერთდ დავეწაფე ცხოვრების სიტკბოებასაო. სახტად დამრცალი ქალი უმწეოდღა იხედებოდა ირგვლივ, მასღა ნატრობდა, გარღვეულიყო დედამიწა და თან ჩაეტანა იგი. ბრუნდებოდა ბაბუცა შინ დამცირებულ-დამდაბლებული, რომ აქ განმარტოებით მისცემოდა სასოწარკვეთილებას. გარნა ნორჩი ბუნება ისევ თავისას ითხოვდა მძლავრად, კვლავ გაიტაცებდა ქალს, ავიწყებდა, რომ მას არავითარი უფლაბა აღარა ჰქონდა ჯდომილიყო ცხოვრების ტაბლაზე სხვა რჩეულებთან ერთად, რომ მათთან თანასწორად მიეღო კეთილისაგან კეთილისაგან. – რადა, რად? ღა დამისავებია, ღმერთო, რომ სააქაოსვე მომაგე სატანჯველი დაუსრულებელი? ნუთუ მისთვის მომეცი სიცოცხლე ცნობიერი, რომ საზიზღრად შეგექმენ და პიფქვე დაგემხე?! ეს არის შენი სამართალი, შენი ყოვლად სახიერება? უწყალო ყოფილხარ, ბოროტის მომნიჭებელი! – ჰგმობდა ბაბუცა შემოქმედს. და ეს გნუწყვეტელი მისი წამება ხან ღვივდებოდა, ეგზნებოდა, უკიდურეს სიმწვავეს აღწევდა, ხან დაეშვებოდა, მიმქრალდებოდა, ჩანავლდებოდა. ხოლო ერთ დრეს ქალის ამ გაწამებამ ისეთს სისასტიკეს უწია, რომ თითქმის გადაფშვნიტა ღერო მისი სიცოცხლისა.

7 ზაფხული იყო. საპატიო სტუმარი ეწვია პატარა ქალაქს და იქაურმა ქართველობამ თავი გამოიჩინა. იცოდნენ სად გაემართათ მეჯლისი ამისთანა შემთხვევაში: აქ თვით განგებისაგან იყო ამორჩეული ამისთანა ადგილი. არ ვიცი, რად ეძახდნენ ამ ადგილს “სანებივროს” მხოლოდ განცხრომისათვის იმაზე უკეთეს კუთხის შეთვალიერება შეუძლებელი იყო იმ არეში. ქალაქგარეთ ძველ ციხის ნანგრევებს გულში თუ თხემზე ხეები ამოსვლოდა, მაყვლოვანი გადაჰბუროდა; ნაშთს გარშემო ფართო გალავანი ერტყა ნახევრად დანგრეული; ეზოში რამდენიმე ხნიერი ხე ჩაფიქრებული იდგა და მათ შორის დიდებული ჭანდარი, მშვენება იმ არემარესი, გვერძზე წყარო გამოდიოდა, რომელსაც გადმოხურული ჰქონდა ძველებური ქვიტკირი და დატანებული თლილი ქვა, ჟამთა ვითარებისაგან წაშლილის ზედ წარწერის; მხოლოდ სამი სიტყვის გარჩევაღა შეიძლებოდა: “ცრემლნი თვალთა ჩემთანი” … წყალი ცოტა გადმოწამწყარებდა, გარნა ანკარა, მკინვარი, რძესავით შემრგო. ცრემლის წყაროს ეძახდნენ. დიდებული სურათი იშლებოდა თვალწინ მდიდარისა და თვალწარმტაცი ბუნებისა. რა ჰაერი! რა მადა! ესშხში მოჰყავდა ადამიანი. აქ უღვინოდაც ითვრებოდა კაცი, ხოლო ღვინო ცათამდის ამაღლებდა მას და მიუთხრობდა მის ცოდვილ ყურს სიტყვას გამოუთქმელს, ჰანგს გარდუვალს. გახსნა თვითეულმა თვისი სალარო და გულუხვად გამოიტანა თავისი საუნჯე მეჯლისის სესამკობლად, ასაყვავებლად. ვინ ხოტბა შესძღვნა ძვირფას სტუმარს და თავის ინაწყლიანობით მოხიბლა თავისი თავი თუ მსმენელი, ვინ ლექსი სთქვა ხმატკბილად შეწყობილი, ვინ იმღერა; ამან საგულისხმო სადღეგრძელო წარმოსთქვა, იმან ფრთაასხმული სიტყვები ააფრიალა სუფრაზე; ზოგმა იცეკვა, ზოგმა სმით ისახელა თავი: არავის დაუზოგია თავისი ნიჭი თუ უნარი. გაიტაცა მათთმა გულუბრყვილო სიხარულმა მოსულიც, გაზაფხულის მერცხალივით ააჭიკჭიკა ენატკბილი. გათავდა მეჯლისი. აიშალა ხალხი და თავისუფლად განიბნა ვრცელ მინდორზე. დაწყვილდა ახალგაზრდობა. აღტაცებულ ქალ-ვაჟს ენა ასწროდათ და თავისუფლად უზიარებდნენ ერთმანეთს თავის ოცნებას თუ გულის ბგერას. გახარებული ბაბუცაც ჩაბმულიყო საერთო ფერხულში, აჰყოლოდა მწყობრ ფეხის ხმას: მასაც ეშოვნა რაინდი, განეცალკევებინა და გატაცებული ესაუბრებოდა. აჩქეფებულ სისხლს აევარდისფერა ქალწულის ლოყები, წამოკაკლული დიდრონი თვალები ანთებოდა სურვილის ალით და მისი ისეთ ფაქიზად მოხაზული სახე სანდომიანი შეიქმნა. ღვინით გაჟღენთილ ვაჟკაცს ზალას ატანდა სურვილთა ჩქროლვა და საუბრის დროს უნებლიედ ჰხრიდა ქალისაკენ. გასცდნენ გალავანს, გადაიარეს ვაკე, ბექობს რასმე ჩაეფარნენ. ქალის ხმას მეტი რთოლვა დაეტყო, მის აღვივებულ გულ-მკერდს მეტი მღელვარება; იგი უნებლიედ ახლო მიდგა ტოლთან, მიეკრა, შეეხო. ჩეცხლი დააფრქვიეს ჭაბუკის თვალებმა; მან მოჰხვია ქალს მკლავი თავისკენ მისაზიდად და … მსწრაფლ უკუდგა შემკრთალი: მისი მკლავი შეეხო ქალის კუზს და შეაკრთო ჭაბუკი, გამოაფხიზლა ანაზდად, შეაჟრჟოლა იგი, თითქოს ლეღვის კრეფაში ფოთოლზე მჯდარ ყვარს მოავლო ხელი. ქალმ ელდის სისწრაფით იგრძნო, რაც მოხდა ვაჟის გულში და გაფითრდა; ერთ წამს შესდგა უძრავად, მერე გატრიალდა და ტორტმანით გაემრთა სახლისკენ.

8 მოდიოდა ბაბუცა სამხუარულო არედან, როგორც სასიკვდილოდ დაკოდილი რამ ნადირი იმ ადგილიდან, სადაც შეემთხვა მას ხიფათი. აზრი ვეღარ გაერკვივნა უეცრად დადუნებულს, უნარმოკლებულ მის ტვინს. აკიდურესმა გათახსირებამ გრიგალივით გაურბინა მას სულში და ტან გაიტანა ყოველივე ფიქრი; საბოლოვო სეუარაცყოფა მისი ახალგაზრდობისა, მისი ქალობისა, მძიმე ტვირთად დასწოლიდა მას, მიწამდის დაეხარნა მისთვის თავი, წელში გაეღუნა, მუხლში მოესავნა და უბნევდა ფეხის დგმას, არყევდა წასაქცევად. შეიკეტა ქალი თავის ოთახში. ჭაეგდო პირქვე. ეხლა კი გამოხუთქა შეურაცყოფა შეუწყვეტელ ნაკადად ცრემლისა. ატირდა ქალი მწარედ, მოთქმით, გულსაკლავად. და ამ ცრემლთა ღვარმა წალექა ყველა მისი ოცნება, იმედი, სიხარული თუ სიყვარული. გამოიტირა ბაბუცამ თავისი ახალგაზრდობა და შავ მიწას მიაბარა იგი საუკუნოდ. გამოპიფითა მისი არსება და სესწყდა ცრემლთა დენაც. ადგა, მიავლ-მოავლო ტავის ოტახს თვალი. თითქო ვეღარ იცნო ის. სხვა სახე მიეღო ყველაფერს: გაცრიათებულიყო, აზრი დაჰკარგოდა, ეშხი ჩამოჰშორებოდა. აქამდის, რომ მოსწონდა აქ რომელიმე კუთხე თუ ნივთი და უალერსებდა მას, ეხლა ისინი აღარავითარ შთაბეჭდილობას არ ახდენდნენ მასზე, აღარ ეტყოდნენ არც მის გრძნობას, არც მის ფიქრს. გაიხედა სხვა ოთახებში, კარმიდამოზე – აქაც არარაფერს მიეკარა მისი გული, ყოველივე უცხო ეჩვენა მის გონებას და უცნობი: წამოცარიელებულიყო მისი არსება, ნაჭუჭს რასმე დაჰგვანებოდა, უგულოს, უხმარს გადასაგდებს. – გადასაგდებს? უკვე გადაგდებულს! მაშ რაღა ვარ აწ, თუ არ გადაგდებული, ღვთისაგანაც და კაცისაგანაც უარყოფილი, უსარგებლო, უხმარი, ცოცხლივ მკვდარი?! “მკვდარი!” ამ სიტყვამ მიიქცია თავისზე გაწამებული ქალის ყურადღება. იგი სიტყვა გაშუქებული ასოებით დაეხატა მის გონებას და უღიმოდა, თავისკენ იზიდავდა. – მკვდარი ვარ ცხოვრებისათვის, მაშ რა ვარ, როცა გოგიამაც უარმყო, სხვის ლუკმით გამოზრდილმა, სხვის ხელში შემყურებელმა გოგიამ! როგორ სწრაფლ გამოფხიზლდა და ელდანაკრავი გადგა გარე, როცა შეეხო ჩემს სიმახინჯეს! მერე რა არის გოგია? მხოლოდ ტანი უხინჯო და ზლიერი, სხვა არაფერი. იმ ვაჯკაცთა განაკიდმაც კი არ მიმიღო, და მისი სახით უარმყო საბოლოვოდ მთელმა ცხოვრებამ, განმაძო გარე. სიცოცხლისა და ცხოვრების გარე კი მხოლოდ სიკვდილია! – უჰ, როგრ მაწევს გულზე! ნეტა რა მიღრღნის შემძიმებულ გონებას ეს უწყალოდ, რა მიხვრელავს მას შეუდრკომლად? – სთქვა ქალმა. და მიმოავლო თვალი. კედელზე მისი მამის იარაღი ეკიდა. დამბაჩის ტარი პრიალებდა ცამავალი მზის სხივზე. ქალმა გაუშტერა მას თვალი და უეცრად მიხვდა, რა აზრი იყო ის, რომელიც ბურღისავით ჰხვრელავდა მის ტვინს და ისწრაფოდა გამოსულიყო ცნობიერების განათებულ არეზე. – ცხოვრებისაგან უარყოფილს, ბუნებისაგან დაჩაგრულს და განწირულს სიკვდილი მიგიღებს სიყვარულით, მიწა ჩაგიკრავს გულში, როგორც სატრფოს ნანატრს! – მკაფიოდ დაესახა ქალს. ამოიღო დამბაჩა, გულდასმით დაათვალიერა იგი: პატარა იყო, კოხთა, ექვსივე ტყვიით გატენილი. მძივებივით ესხა ერთი ბეწვო ტყვიები. ქალი მთლად მიიზიდეს იმ ძლიერებდა: თვითოეულს მათგანს შეეძლო გაეთავისუფლებინა ის აუტანელ ტვირთისაგან, რომელსაც სიცოცხლეს ეძახან. ისე ბუნებრივად ეცვენა ეს აზრი, რომ გაუკვირდა, რაღას ელოდდა ან აქამდის, რადღა ჰყოვნიდა? რა რჩებოდა სიცოცხლეში სანუკვარი, რომ დაჰნანებოდა იგი და ვერ გაებედნა შეეღო იმ ქვეყნად გამყვანებელი კარი? არაფერი, სრულებით არაფერი!

9 ახალგაზრდობა რომ მიდამოში გაიფანტა და თვრებოდა ეშხით, თუ ოცნებით, სხვები იქვე ჯგუფ-ჯგუფად მასლაათობდნენ: ზოგს კი სუფრა გაეახლებინა, ნადიმს განაგრძობდნენ. გახალისებული ხალხი დროის მიმდინარეობას ვერარ ამჩნევდა და მზის დამწვერვამღა მოაგონა, რომ დრო იყო შინ წასვლისა. ბაბუცას დედამ მოათვალიერა ქალი და ვერ იპოვა ტოლ-სწორში. იკითხა. როგორღაც უკუნებოდ გახდა წეღან და შინ წავიდაო, მოახსენა გოგიამ. – რატომ მაშინვე არ მითხარი, ყმაწვილო! – უსაყვედურა მანდილოსანმა. და გასწია შინისაკენ. ბაბუცას მამა კი მოლხინეთა შორის იყო. შინ წასვლაზე ჯერ სრულებითაც არ ფიქრობდა ღვინით გაჟღენთილი. – ეგ რა მოგსვლია, შვილო, ფერი აღარ გადევს?! ან რად გინდა დატენილი დამბაჩა რომ აგიღია და ხელში ათამაშებ? ხომ იცი, როგორ მეჯავრება! – შენიშნა აღშფოთებულმა დედამ. და ჩამოართვა იარაღი. ქალმა დაანება დედას იარაღი, ერთხან შეჰყურებდა მას აზრმიხდილის თვალებით და მერე გატრიალდა თავის ოთახისაკენ. დედამ ნეკზე იკბინა. ცუდი ეჭვი დაებადა მას და დაჯინებით ჩაეკითხა ქალს: – მითხარი, რა დაგემართა? რას გაჩუმებულხა? იქნება რამე უწესო ჩაიდინე, შენ გულმკვდრის შვილო! ვისთან იყავი? გოგიასთან? ქალი მიხვდა, რა ეჭვიც შეჰპარვოდა მის დედას და მწარედ გაიღიმა: – დამშვიდდი, დედი! ტყუილად მოგსვლია ეგეთი ფიქრები: შენს ქალს არც ერთი ვაჟი არ შეეხება, როგორც რამ ქვემძრომს საზიზღარს, – მიუგო ქალმა. და გაჩუმდა. ვეღარაფერი ათქმევინა დედამ ამის მეტი. ეხლა ქალს არარც კი ესმოდა რა ამ ქვეყნად. გაჰშორდა სასოწარკვეთილი დედა; შიშმა აიტანა ის: მისი გული ახლა სხვა უფრო ბნელმ ეჭვმა შეიპყრო და გველივით დაეხვია ზედ. მას მოსვენებას არარ აძლევდა ქალის სახის გამომეტყველება და სიჩუმე. ბაბუცას მამა კი არსად იყო. მხიარულთ სადილი ვახსმად გადაექმნათ და აღარ ეთმობოდათ არც ნასუფრალი. ღამე თითქმის გატეხილი იყო როცა სემოვიდა ვაჟკაცი. ხმაურობდა, მღეროდა, იძახოდა: თავის ისევ გაშლილ სუფრაზე ეგონა. დიასახლისს ჯერ არ უნდოდა ეთქვა ვაჟკაცისათვის, რაც მოხდა სახლში: შეზარხოშებული კაცი აბა როგორ დაუფიქრდებოდა საქმეს ან რა წამალს დაადებდა მას?! მაგრამ როცა მეტად გამხიარულებულმა და გახალისებულმა კაცმა ხელი ცაშჭიდა მეუღლეს ბლომად ჩაჯირჯვრებულ ლაყუჩში და მიიზიდა სამთხვევლად, გაფიცდა ქალი და მიახალა ქმარს: – კარგი, თუ ღმერთი გწამს! გალექდებით და აღარა გესმით რა! გირჩევნია დაწყნარდე და თავს ჩაუფიქრდე: ლამის, უბედურება დატრიალდეს ოჯახში. – უბედურება?! რას ამბობ, დედაკაცო, რა უბედურება? – შეეკითხა ელდანაკრავი ვაჟკაცი. – რა და ის, რომ ბაბუცისთვის რაღაცა ეწყენინებინათ. რომ მოველ, ნაცრისფერი ედვა ქალს და შენს დამბაჩას ათამაშებდა ხელში. – რაო დამბაჩას?! რას ამბობ, დედაკაცო? – იმას ვამბობ, რომ ქალი შეშლილივით არის. მეშინიან, რამე უბედურება არ აუტეხოს თავის თავს. ეხლა კი გამოფხიზლდა ვაჟკაცი. შიშის ზარმა აიტანა ცოლ-ქმარი. დაასკვნეს, როგორმე გამოეკითხვნათ ქალისათვის, რა შეემთხვა მას ან რასა ფიქრობდა, რომ მოეგვარებინათ საქმე. ამის შემდეგ იდუმალად თვალს ადევნებდნენ ბაბუცას, გარს უვლიდნენ, მაგრამ საიმისო რამ ვერა გაიგეს რა, ვერ შენიშნეს. ქალი გაჩუმებული იყო, ხშირად გაშტერებული შეჰყურებდა სივრცეს, ხოლო რა ხდებოდა მის გულში ან რა ფიქრს დაუძლივნა მისი თავი, გაუგებარი იყო, მიუწდომელი. ხედავდნენ კი, რომ სახიფათო რამ გზას დასდგომოდა მათი ბაბუცა.

10 ბაბუცა კი ბნელ ფიქრს მისცემოდა უსახოს; ცხოვრების ძნელი საიდუმლო აღმართოდა წინ მთელის თავის სიდიადე-სიმძიმით, ხოლო მის გამოუცდელ გონებას გასჭირებოდა გარკვევა ან განმარტება. გონება მისი შიშით და ძრწოლით შეჰყურებდა მას უღონოქმნილი. ვერც შეეძლო, გზა აექცია ამ საკითხისათვის ან რომელიმე ბილიკით გარს მოევლო მისთვის. – რა აზრი აქვს ჩემს სიცოცხლეს ან რაღას უნდა ვეძიებდე ცხოვრებაში? მინდა ადამიანური ცხოვრება, გულით მიყვარს იგი, მთელი ჩემი სურვილით მივისწრაფები მისკენ, ვერ კი შემიძლიან შევუერტდე ცხოვრების დენას: დაქოლვილი ვარ მისგან და წყევა ჩემი თითონ მე დამაქვს ზურგით. ყველა მერიდება, უარმყოფბს, ყველას ვეზიზღები; მეც უნდა უარვყო ცხოვრება, მოვერიდო მას, გავდგე მისგან და მხოლოდ შორიდან ვუმზირო, როგორ დანავარდობენ სიცოცხლის ყვავილოვან წალკოტში სხვები, გამჩენის საყვარელი შვილები. მე კი გერი ვარ ცხოვრებისა, მოძულებული; გაკიცხულ-დამცირებული. არ გაჩენილა ჩემთვის არც ჯადოქარი, რომ მომხსნას სახე საზარელი, არც ოქროსქოცრიანი ჭაბუკი სულგრძელი, რომ ბედს დამორჩილდეს და მომკიდოს ხელი. სასწაულიც, სულგრძელობაც მხოლოდ ოცნებაა, ზღაპარი. იგინი უკვალოდა ჰქრებიან ნამდვილ ცხოვრების წანაშე. – უნდა გავიდე ცხოვრებისაგან, სამუდამოდ გავშორდე მას. მაგრამ, ღმერთო, როგორ მიყვარს იგი, როგორ მწყურიან! ნეტა მართლა განმეორდებოდეს დალოცვილი, რომ ოდესმე მაინც სრული სახის მექონი შევსცურდე მის ტალღებში და დავეწაპო მის ნეკტარს. საიქიოსაო. არა, სააქაოს!.. – რად, რად გამაჩინე, დამბადებელო, თუ ესე ადრე მომიკლავდი გულს, თუ არ გაიმეტებდი ჩემთვის არც ნამს ცხოვრების სიტკბოებისას?! მომისპობდი მაინც სურვილს ცხოვრებისადმი. შეუმართებელი ძალა ყოფილხარ, ბოროტი, მანადგურებელი! – იქნება ცოდვა მიმიძღვის მძიმე და მომეგო მოსაგებული? არ მახსოვს, ცემს მეხსიერებაში წაშლილია მისი კვალი. ან როდის მოვიქმედებდი ესეთ ძლიერ ცოდვას და ვის წინააღმდეგ? არა!.. უნდა გავშორდე ცხოვრებას, მოსთვლა ჩემი სიცოცხლის ყვავილი, მოვსპო. მაშინ, იმ გამწვავებული ღელვის დროს, ეს დასკვნა უეცრად იგრძნო ბაბუცამ და ამ გრძნობამ პირდაპირ გაიწვია ის სამოქმედოდ. კიდეც აასრულებდა საწადელს, დაემორჩილებოდა გრძნობას, თუ ხელი არ შეეშალნათ მისთვის, თუ დედას არ წაერთმია ნივთი. იარაღსაც არ დაანებებდა დედას, მაგრამ მისმა შეძრწუნებამ ქალიც შეაკრთო, შეაშინა. ეხლა ცხად მსჯელობას მიჰყავდა ბაბუცა იმავე აუცილებელ დასკვმნამდის, მაგრამ იგი აწ სავსებით ვეღარ ემორჩილებოდა ცივ აზრს: სიცოცხლისადმი მისწრაფებას კვლავ გაღვიძნა მის ნორჩს არსებაში და ენანებოდა თავი სასიკვდილოდ. – მაგრამ მოსპობის გარეშე სხვა გზა რომ არა გაქვს! სად შეჰქმნი შენთვის ახალ ცხოვრებას ან როგორ? მხოლოდ ერთი ხარ, ყველასაგან მიტოვებული, განწირული და როგორ შეიძლება იცხოვრო ამ ქვეყნად მარტოდმარტო? ხომ აკვნესდა დაობლებული სული შენი, ხომ ჩაჭკნება და განილევა უტოლოდ დატოვებული ხორცი შენი; ჩაქრება, ჩაბნელდება არსება შენი განწირული! ქალმა სცადა მიემართნა ამ უკიდურეს მდგომარეობაში ყოვლად მოწყალე მამისათვის ზეციურისა, გარნა ლოცვას მხოლოდ პირი იტყოდა გული კი ცივი იყო, გაყინული უარყოფდა ვედრებას: მას აღარ სწამდა ყოვლად სახიერება გამჩენისა, რომელმაც ისე სასტიკად დასაჯა თვისი ქმნილება და ააკვნესა. ეხლა ცხადად ხედავდა ქალი, რომ ბოლოს მაინც გადასდგავდა გაბედულ ნაბიჯს, გონებისაგან შეუბრალებლად ნაკარნახევს; მაშინ ვეღარ შეაკავებდა მას ვერც დედის ელდა, ვერც უსაზღვრო სევდა მამისა, ვერც თუ მძლავრი ლტოლვილება არსებობისადმი. ჯერ კი მაინც უნანებოდა თავი, სიცოცხლით გაუმაძღარი თავისი თავი. ამ სასტიკმა სულიერმა ბრძოლამ ნელ-ნელა გამოჟონა, თავი იჩინა, დაღი დაასვა ქალის სახეს: თვალები ჩაუღრმავდა და ბნელმა დაიწყო მათში კრთოლვა, სევდა ნაოჭად აჰყვა შუბლს, ბაგემ მთლად დაჰკარგა ღიმილი სიხარულისა. მოსპო ქალმა ყოველივე გარეშე კავშირი და ურთიერთობა: სავსებით სავსე იყო მისი სული ტავისივე უბედურობით. იგი დაუცხრომლად ებრძოდა თავსავე ბნელ აზრს თუ გრძნობას და სრულებით არარ ეცალა სხვისთვის, მის გარეშე არსებულ ქვეყნიერებისათვის. მშობლები სცდილობდნენ სხვა რაზედმე მიექციათ ქალის ყურადღება, რამე უცხო საგანზე შეეჩერებინათ მისი გულისყური, რომ ახალი გზა მიეცათ მის სულისკვეთებისათვის, მაგრამ ყოველივე ცდა ამაოდ დაურჩათ: აღარაფერი ასიამოვნებდა ქალს, არც აღარაფერი იპყრობდა მის ყურადღებას. ზურგი შეექცია მას ცხოვრებისათვის და სოფლით გაღმად გასაბიჯებლად წარემართა სვლა თვისი. ამ დროს იყო, რომ ერთმა უბრალო შემთხვევამ მოულოდნელად შესცვალა ბაბუცას ცხოვრება და გადაარჩინა მისი დედ-მამა საცოდაობის ხილვას.

11 გაზაფხულის დამლევს ბაბუცაანთ ეწვია მათი ნათესავი ქალი თავის შვილებით. მისი ქმარი შორს მსახურებდა და კარგი ადგილი ეჭირა, მაგრამ სიკვდილის შემდეგ თითმის ულუკმაპუროდ დასთოვა თავისი ცოლ-შვილი. გაჭირებაში ჩავარდნილ ქალს ხელოვნური ყვავილების კეთება შეესწავლნა და იმითი ირჩენდა თავს. ეხლა რამდენიმე თვით შეაფარა თავი ნათესავებს, თუმცა გულს ვერ ავალებდა მათ, რადგან ბედში მყოფს არ ახსოვდა ისინი. ოჯახი, მართალია, ისეთ გარემოებაში იყო ეხლა, რომ უცხოს მათ სახლში ადგილი არა ჰქონდა, მაგრამ რას იზამდა ქართველი კაცი? ხომ ვერ განდევნიდა სტუმრად მოსულ ხალხს! კიდევ კარგი, სტუმარი გამრჯელი გამოდგა და ხელი წაახმარა სახლს. მას თან მოეტანა ხელობისთვის საჭირო მასალა და მოცლილ დროს ყვავილებს ამზადებდა. ყუთები დაამსო ამგვარ ყვავილთა ყონებით. იქაც აუჩნდა მუშტარი მის ნაწარმოებს. ნამდვილ ყვავილების მოვლა და მოგვარებაც ჰყვარებოდა: ბაღჩა ყვავილებით გაავსო იმ ზაფხულს. ბაბუცა ჯერ ცივად შეხვდა მოხულებს, რადგან მათ შეუშალეს მას ცხოვრების ნირი, ხმაურობა შეიტანეს ოჯახში და დაურღვიეს განმარტოება; შემდეგში კი შეეჩვია სტუმარს. ბაბუცას მოეწონა მანდილოსნის სუფთა ხელობა, ნელ-ნელა ხელი შეაჩვია მას, შეისწავლა და ბოლოს კიდე შველოდა როგორც ყვავილთა კეთება-მოგვარებაში, ისე ნაირის შერჩევა-მოგონებაში. ხელსაქმემ შეუმცნევლად გაართო ქალი, ჩაიტრია, თავი შეაყვარა. ნიჭიც შეაჩნდა ამ ხელობაში. შემოდგომაზე სტუმარი რომ წავიდა, ბაბუცას მისი ხელოვნაბა ხელში შერჩა და ახლა თითონ განაგრძო ის: სევდიან გულს აყოლებდა ამ საქმეს, თავს ირთობდა განმარტოებული. გავიდა ხანი და შემთხვევით დაწყებული საქმე ქალის ხელობად გადაიქცა, რომელიც არამც თუ მხოლოდ ართობდა მას, დროთა მსვლელობას არ აგრძნობინებდა ხეირსაც აძლევდა. მამისაგან მის სახელზე დატოვენული მცირე რამ მამული და ეს ხელოვნება შემდეგში საკმარისი შეიქმნა, თავისით ეცხოვრნა მას, სხვის ხელში შემაცქერალი არ გამხდარიყო. ქალს ეხლა შეგირდებიცა ჰყვანდა და ფართოდ აწარმოებდა საქმეს. გააუმჯობესა კიდეც ეს ხელობა: იწერდა მის შესახებ დარიგებებს თუ ნახატებს, უკეთს იარაღს. თითონაც ამშვენიერებდა ნაწარმოებს, მონურად არ ემორჩილებოდა ნიმუშებს თუ რჩევას. ხოლო უმთავრესი წყარო ამ გაუმჯობესებისა იყო ბუნებრივი ყვვილების შესწავლა, რომელთაც ბაბუცა სურვილით უვლიდა ეხლა და ამრავლებდა ბაღჩაშიც, ოთახშიც. ბაბუცა ეხლა აღარა ფიქრობდა სიკვდილზე, აღარც ისე ემწვავებოდა თავისი სიმახინჯე და ცხოვრებიდან განდევდა. მის ცასანთქმელად აღელვებულ ზღვაში ცხოვრებისა მან ჰპოვა კუნძული რამ პაწაწინა და დაემკვიდრა მუნ; მისმა გზადახშულმა და აღშფოთებულმა სულმა ჰპოვა სავალი საკუთარი, ხოლო ხორცი წელთა განმავლობაში დაყუჩდა, დადონდგილდა, დაეშვა და დაჰმორჩილდა თავის ბედს. გარეშენიც შეურიგდნენ მის სიმახინჯეს, შეეთვისნენ მის ყოფას: ბაბუცა ეხლა თავის ფარგალში იყო მოთავსებული, თავის ქარგაში ჩაქსოვილი, ეხლა ის ყვავილების მკეთებელი ბაბალე იყო და იქ კი სულ ერთი იყო, რა სახე ჰქონდა მას, ან რა ტანი. შულ სხვა საქმე იყო, როდესაც ის ცდილობდა ჩაბმულიყო ცხოვრების ტკბილ სიმღერაში, მწყობრ რხევა-ცეკვაში კეთილქმნილებთან ერთად და თანასწორ, როდესაც ცდილობდა არ ჩამორჩენოდა მათ და წყრებოდა, რაკი მათთან ერთად ვერ ასდევდა სიცოცხლის სამხიარულო დენას. ეხლა სხვა იყო: იგი დამორჩილდა სასტიკ ბედს, ჩამოდგა სამხიარულოდ მორთულ გზიდან და დაულოცა იგი ცხოვრების ბედნიერ შვილთ. მართალის, ადამიანური მისწრაფებაარ ჩახშობია მას, არც ჩაჰქრობია ლტოლვილება ბუნებრივი, გარნა სხვა მხარეს შეუხვია მან, სხვა გზას დაადგა.

12 მიხვდა ბაბუცა, რომ ცხოვრებაში იგი ვერ ივლიდა ჩვეულებრივი გზით, აქ ის ყოველთვის უნდა ჩამორჩენოდა სხვებს, დაჩაგრული ყოფილიყო, უარყოფილი, განდევნილი. ეს შარა ბუნების საყვარელ ნაშენთათვის იყო გაჭრილ-გატკეცილი, სრული სახით ქმნილ შვილთათვის. იმისთანა იღბლიანნი სიცილთ-ქართქარით მიემართებოდნენ იმ გზით და თუ ყოველთვის ბედნიერნი არ იყვნენ, მაინც ჰხვდებოდა თვითეულ მათგანს წუთი სიტკბოებისა. და ესეც ხომ ძვირფასია მუხტალ საწუთროს შვილთათვის და დაუვიწყარი. ბაბუცა კი გერი იყო ბუნებისა, მანკიერ სხეულს შესხმული და არავითარი უფლება არა ჰქონდა ეცხოვრნა ბუნებრივად. ქალს წინათ ვერ გაეთვალისწინებინა ეს და ძლიერი მისწრაფებით გატაცებული ეტანებოდა რჩეულთათვის შემზადებულ ტაბლას, რომელზედაც კერძი არ ედგა მას. აკი სასაცილო ხდებოდა და საზიზღარი! ბევრი სიმწარე განიცადა, კინაღამ მოისპო კიდევ არსებობა, თითქო სიცოცხლე და ცნობიერება შეუდარებელი ნიჭი არ ყოფილიყოს დამბადებლისაგან ბოძებული! თითქო სანამ თვითცნობა არ ჩაჰქრობია ქმნილებას, ღვთის სახის მატარებელი არ იყოს იგი და თვით ღმერთი სათაყვანებელი, თუნდაც შეუგნებელ ძახლთაგან დათრგუნვილი! ეხლა ბაბუცამ ჰპოვა საკუთარი ბილიკი ცხოვრების სივრცეში, მიაგნო თავის სავანეს ქვეყანაზე. საკვირველიც იქნებოდა, რომ ამ უზარმაზარ დუნიაზე, ცხოვრების გარშემოუწერელ ოკეანეში რომელსამე ქმნილებას, თუნდაც მახინჯს და უსახოს, არა ჰქონოდა თავისი შესაბამი ადგილი თუ საქანი; ოღონდ კი სასოწარკვეთილებას არ მისცემოდა იგი და არ დაჰკარგოდა ძებნის უნარი. განა მართლა ისეთი უსამართლოა დამბადებელი, რომ თავის გაჩენილისთვის წყალობა რამ არ მიეპყრო სიუხვისაგან თვისისა ან თვისი ყოველ კეთილით სავსე კალთა ისე დაებერტყნა ქვეყანაზე, რომ ვინმე გადარჩენილიყო უმოწყალოდ, მთლად უნამცეცოდ! ბაბუცამ ისიც შეიგნო, რომ ეს ახალი მისი სავანე მხოლოდ თავისთვის შეჰქმნა მან და განკერძოვებით წარმართა თავისი ცხოვრება, საზოგადო სიხარულს თუ სიმძიმლის გადაღმა. შეიკრიფა იგი თავის ქერქში და იქ მოაწყო ახალი რამ ყუდე თავისებური, თავის ხორცისა და სულის შესაბამ-შესაფერი. და თანდათან მოსწყდა ქალი ნათესავებს, ნაცნობებს, მთელ ხალხს. ეხლა ის თითომ ერიდებოდა ადამიანიშვილს ცდილობდა არავითარი კავშირი რა დაეჭირნა არავისთან. ისე გადაეჩვია ხალხში ყოფნას, რომ თუ უნებლიედ მოჰყვებოდა საზოგადოებაში, კრთებოდა, განზე იწევდა; გული უფრთხიალებდა. როგორც რამ ფრინველს შეპყრობილს. შეხე, როგორ შემკრთალი გამოიყურება კუზიანი, არავის ეკარება! – ლაპარაკიც კი აღარ ეხერხება: ან ხმაამოუღებელი ზის და თვალებს აფეთებს, ან ხორხოშელასავით აყრის სიტყვას და სწყვეტავს უეცრად: დაირბაისლურ მუსაიფს მთლად გადაჩვეულა. – რა ედარბაისლება! აგონებდნენ უზრდელნი მწარე თქმას, დამცინავის რიმილით შეჰყურებდნენ, ზიზღით უქცევდნენ, მედიდურნი სულაც ვერ ამჩნევდნენ. და განშორდა კაცთა ნათესავს ეს შუა ქალაქში მცხოვრები ადამიანი. მიმოსვლისათვისაც კი მიყრუებულ ქუჩებს ირჩევდა, მივარდნილ ბილიკებს ეტანებოდა. – სწორად უკაცურად უნდა იყოს შექმნილი ადამიანი, რომ შესზლოს ესეტი განმარტოება. – ეგეთ ცხოვრებას ის ურჩევნია თავი მოიკლას! რა იცოდნენ, რომ ბაბუცას შემოქმედ სულს შეეთხზა აწ სიცოცხლე საოცნებო, სავსე საკუთარის მისწრაფებით თუ სურვილით, სიხარულით თუ სიმძიმლით, და ცოდვა იყო მისი სიკვდილი.

13 – შენ, ჩემო სატრფოვ, მეტად ნაზი ფერი დაგცემს, ცოტა რომ მუქი იყო, ყინჩი, უფრო დამშვენდები! აბა რასა ჰგევხარ გაცრეცილი?! ეგონებათ, გენაცვალე კარგად არა ხარ მოვლილი; ეგონებათ შენი ხელი არ იცის სენმა ბაბიკომ! – ეუნებოდა ქალი ყვავილს. და ცოტა მეტი საღებავი მისცა ქსოვილისაგან დამზადებულ იის ფურცლებს, შეყარა შემზადებული ფოთლები ერთად, რეროდ შეღებილ მავთულზე აასხა იგინი; ჩაუსვა შუაზე კუჭი, სანაყოფო თუ ზროები; მორცხვად თავი დაუხარა ყვავილლ და განზე გასწია ხელი, რომ უფრო კარგად დაეთვალიერებინა დამზადებული. – არა, საყვარელო, არც ეგრე მორცხვად უნდა თავის დახრა, ცოტა უფრო მაღლა უნდა აიღე სახე და ისე გამოიხედე მაცდურად; უფრო მეტად დაგშვენდება მაშინ კვდემამოსილება. ქალმა ცოტად აუწია თავი და იგიც მიუმატა იების ჯგუფს, რომლებიც ქაღალდის ყუთში იყვნენ დარგულნი წითელ იების მახლობლად. მარდად მუშაობდა ქალი; მის ჯადოსან თითებში წუთზედ ისახებოდა, ღვივდებოდა, კოკრდებოდა და იფურცქნებოდა გაზაფხულის სამკაული. გაივსო ყუთი. ბაბუცამ დაუცწო მზერა თავის ნამოქმედარს, უღიმოდა. – იცით, სატრფიალნო, ცოცხლებსა ჰგევხართ, ნიადაგიდან აღმოცენებულთ! სუნი რომ არა გაქვთ, თქვე საწყლებო, გულს ნუ შეგაკლდებათ, ცოტა მოითმინეთ! ქალი მიბრუბდა, მოიღო ნელსაცხებელი და აპკურა ყვვილებს. ნაზი რამ სუნი გავრცელდა ოთახში, მოჰბერა ბუჩქთა და იათა სუნნელებამ. – არა, ენძელაჯან, ძალიან მაღლაც ნუ აგიღია ლამაზი თავი: მაინც და მაინც ისეთი არაფერი ხარ, იების წინ ამაყობდე, თუნდაც ცითელი იის წინ! უნდა გახსოვდეს, ჩემო კარგო, იმისთვის გვიყვარხარ, რომ პირველი ყვავილი ხარ გნხლებული სიცოცხლისა, მხარობელი მოახლოებულის, უკვე მოსილის გაზაფხულისა. ახლა რა ვუყოთ, რომ იაც კი დაგნტრის: ნეტავი შენ ენძელაო,: წელიწადში სამჯერაო! – ერთხელ მოვალ, მოვშავდები, და ქალის ხელში ჩავშავდები! ეუბნებოდა ქალი ენძელებს, რომლებიც იქვე ახლო ჩამწკრივებულიყვნენ ჯგუფ-ჯგუფად და მარტლა ერთობ მიეღერებინათ ყელი. მივიდა, დაასწორა, უფრო ბუნებრივად დააჭერინა ღერო თუ ფურცლები. – შენ, ეი, შროშანავ, რა ძალიან თავი მოგწონს შენი სისპეტაკით! ვიცით, ვიცით, რომ უბიწო ხარ და მისთვის გადაპეტინხალ თეთრად! მაინც საჭირო არ არის ეგეთი ყოყოჩობა. გახსოვდეს, რომ ქალწულებრივი სიწრფელე, რაც უფრო წყნარია და ნაზი, იმდენი უფრო მომზიდველია და სუნნელოვანი. – შე საბრალო, ვარდო ყვითელო! რამ დაგაღონა, რა მწარედ ჩაგიკიდნია თავი? ხომ არა გწყინს, რომ ცრიატი ფერი მოგეცი? კვიციანს ხომ არ გეძახიან შენი დობილები? იქნება გშურს რომ აიმ ვარდთა ბუცქებივით წითელი არა ხარ და ღაღანა? გულს ნუ დაგაკლდება, გენაცვალე, ნურც გეფიქრება: იქნება შენ უფრო ადრე გიპოვოს შენმა ყისმათმა და წაგიყვანოს, რომ შენის წყნარით სილამაზით დაუმშვენო მის ყოფა. გახსოვდეს, ბევრს ფერმიღებული კეკლუცი უფრო მოსწონს, მინაზებულ-მიმქრალებული, სანამ გამოწითლებული, ურცხვად გამოჟინჟღილებული, მაშ! – როგორ მალე გეწყინა ჩემი სიტყვა, ვარდო წითელო, და შენც, ღაჟღაჟო! უფრო გაწითლდით. ნუ, ნუ გშურთ საწყალი ჩაყვითლებული ვარდისადმი ტკბილი სიტყვა ჩემი! გულს ვუკეთებ საბრალოს, რომ მთლა არ დაიჩაგროს, თორემ აბა ვინ შეგედრებათ თქვენ?! თქვენი ღაღანა სიწითლე, ტქვენი თვალწარმტაცი სიყირმიზე თვით სისხლია აჩქეფებული, ხოლო სურვილთა უზლეველის ძალით აჩუხჩუხებული სისხლი თვით სოციცხლეა ტკბილი, ნეტარი! ესაუბრებოდა ბაბიკო თავის ყვავილებს, ეუალერსებოდა, ესაყვარლებოდა. ყველას გამოეხმაურა იგი: მიხაკსაც, ნარგიზსაც, იასამანსაც, ტუხტსაც კი, ყვითელს თუ წეთელს. არავის გულს არ შეაკლო. ყველას მიჰფენდა იგი ტავის ზრუნვას, ხელს ახმარებდა, ასწორებდა, აფაქიზებდა. მარდად აშენებდა ქალი ახალ-ახალ ყვავილებს. ამ გრძნეულის ხელიდან ულეველად დიოდა ყვავილთა ნაკადი. მხოლოდ ათასში ერთხელ შეაყენებდა ბაბუცა ხელს, მოტეხილ ფრთებსავით ჩამოჰყრიდა მკლავებს და ღრმა რამ ფიქრი თუ ზრუნვა აღებეჭდებოდა სახეზე. ახ, აი მაგონდება, მაგრამ ვერ მომიგონია! ვიცი, ეხლა ზალიან კარგად ვიცი, რომ სამართლიანად მომაგო მოსაგებელი მართლმსაჯულმა შემოქმედმა, მაგრამ მაინც რომ ვერ გამხსენებია! – იტყოდა ქალი ჯმუნვით. და ისევ მოეგებოდა თავს, შეუდგებოდა ნარჩევ საქმეს. ოთახის შუა დიდი მაგიდა იდგა; ზედ ეყარა სხვადასხვა ჯურის მავთულები, შეღებილი ან ფერად ქსოვილმოხვეული; ათასფერი ქსოვილი, საღღებავები, ყალმები, ნაირ-ნაირი მაკრატლები, დანები, მაყაშები და ათასი სხვა ყვავილთა საკეთები იარაღი. ამ მაგიდაზე მუშაობდა ქალი ეს იყო მისი დაზგა, მისი შემოქმედების ფარგალი. მთელი ეს ოთახი საყვავილედ იყო ქცეული, ერთი მთლიანი თაიგული იყო ყოველგვარ ყვავილთაგან შეთხზილი. ყვავილთაგან მოსჩანდა ხან აქ, ხან იქ მათი შემოქმედი ბაბუცა. მისი აწ უკვე ჩაფიქრებული თვალები, მისუსტებული ფერმკთალი სახე, მაღალი შუბლი, რომლისათვის მჭვუნვარე აზრს გადაესვა თავისი ფრთა და რომელსაც შარავანდედად შემოჰხვევიყო თავისუფლად აკრული უკვე შერთვილული ხშირი თმა, თავისებურ მიმზიდველობასა სძენდნენ ბეჩავს. უღონო შურისა და ბოროტების ნაცვლად მის სახეს საკუთარი ძალისა და შემოქმედების ნასახი აღბეჭდოდა და პატივცემას იწვევდა მისდამი.

14 მეორე ოთახში არ იყო იმდენი ყვავილი, არც იარაღი და მასალა. ერთ ფანჯარაში ვარდის ბუჩქი იდგა, დაბალი, წვრილფოთლებიანი, მომცრო ყვავილებით დატვირთული. ხელოვნური მეგონა, ბუნებრივი ყოფილიყო, ცოცხალი. Fანჯარა მორთული იყო ყვავილთა გრეხილით, გარნა ეს ყვავილები უცნაურნი იყვნენ, უცხოდ შეთხზილ შეხამებულნი, აღზნებულ გონების თვალებით ნანახნი, ზღაპრულ რამ მხარეს აღმოცენებულნი. ამგვარისავე ყვავილების თაიგული იდგა მაგიდაზე, ქალის სარეცელთან. ეს იყო ის საკვირველი ყვავილები, რომლებიც გამოჰქონდათ ბაბუცის სახელოსნოდან ათასში ერთხელ და რომლებიც ძალიან მოსწონდა ზოგიერთს. თუმცა სხვანი ეჭვის თავლით უყურებდნენ მათ მშვენებას. ნიშს მოგაგონებდათ ეს ვარდის ბუჩქიანი ფანჯარა, ადგილს წმინდას, საიდუმლო რამ ძალის სავანეს, ისე ფაქიზად იყო შენახული. ბაბუცა დასტრიალებდა ვარდის ბუჩქს, ჩამჭკნარ ფოთლებს აშორებდა, ყვავილებს უსუფთავებდა. არ ეძინებოდა ქალს, თუმცა ღამე გათეხილი იყო და წყვდიად მდუმარებას მოეცვა ყოველივე: მიუჯდა ქალი მაგიდას და დააყრდნო ხელს. მღელვარება აღებეჭდა სახეზე, ტანჯვა ჩაესახა თვალებში: რაღაცას იგონებდა, ვერ კი მოეგონნა; მეხსირების ნათელ ფარგლისაკენ მიისწრაფოდა სურათი რამ თუ აზრი, აგერ უნდა გამოფენილიყო გაშუქებულ არეზე, გარნა ვერ გამოეღწია, ვერ წარმოშობილიყო. ეს აწამებდა ქალს. ჩხადად კი გრძნობდა, საშინელი მნიშვნელობა ჰქონდა მისთვის იმ სურათს თუ ამბავს, ნამდვილ იცოდა ეს და მთელი არსებით ისწრაფოდა შეეგნო, განეჭვრიტა იგი. ამაოდ: სურათი უსხლტებოდა მის გაწამებულ მეხსიერებას, კვამლივით იფანტებოდა მის გონების თვალწინ, უჩინარდებოდა. ახ, ნეტა სად მინახავს ეს მშვენიერი ყვავილები ან როდის? მაგრამ ამ ქვეყნიური სახისა და ფერისა რომ არ არიან! ვერსადა ვნახავდი მათ ჩემს სიცოცხლეში, თუმცა კი მინახვანან იგინი, აღბეჭდილი მაქვს გონებაში მათი სახე, როგორ არა! ეხლა თვალწინ მიდგანან: აგერ, ვარდის გარშემო ტრიალებენ, თვალწინ მიმოიძვრიან, ნაკადივით მიმდინარეობენ განუწყვეტლად. ნეტა შემეძლოს მათ სავსებით დახატვა! მაგრამ სად ვიპოვნი იმათ შესაფერ საღებავს ან როგორ შევაზავებ ესე ჰაეროვნად და შეჰამებით! სუნიც კი მესმის ამ ტურფებისა. – როგორ უკვირთ, როცა უცნაურ ყვავილებს შევთხზავ! ზოგს ძალიან მოსწონს. რომ ვუთხრა, ოდესმე ნამდვილ მინახავს სხვა ბუნების წიაღზე და ეხლაც ვხედავ–მეთქი გონების თვალით გაუკვირდებათ, არ დაიჯერებენ. მინახავს კი სწორედ! და ის ჩემი საგონებელი ამბავიც ნამდვილ იქაურია, იმ დროის შემთხვევაა, როდესაც ჩემს გარშემო იზრდებოდნენ ეს ყვავილები. სწორედ მაშინ და იქ მოვიქმედე ის შეუნდობელი ცოდვა, რომლისათვისაც დამსაჯა ამ ქვეყნად შემომქმედმა. – ყოვლად სახიერო მამაო ზეცათაო! მრწამს, რომ შენმა მართლმსაჯულებამ მომიზღო საზრაური მართალი აწინდელ ცხოვრებაში და ვმორჩილებ მხევალი შენი მიუწდომელ განგებას! შემიწყალე, ყოვლად მოწყალეო, მაკმარე ტანჯვა; მომაგონე შეცოდება ჩემი და დამიწყნარე გონება გაწამებული! უსმინა ბაბუცას ყოვლად მოწყალემ: აგერ აგონდება ის უცნაური ქვეყანა სადაც უნახავს მას ეს გამოუთქმელი მშვენების ყვავილები, ის უცხო ბუნება, სადაც ჰხარობდნენ ეს საკვირველნი, ის გარემოებაც, როცა გულამაყმა მოიმოქმედა იგი უდიერება, რომლისთვისაც დაისაჯა ამ ცხოვრებაში. ქანდაკებას დამსგავსებოდა ქალი უსისხლოს, თვალნი დაელულნა გარინდებულს, თითქო ძილს მოეცვა იგი. არ კი ეძინა, კარგად და ხედავდა ყველაფერს. აგერ ნელ-ნელა გაფართოვდა ვარედი ბუჩქიანი ფანჯარა, გაღრმავდა იგი, გაშუქდა მოციმციმე ნათელით და ქალს თვალწინ გადაეშალა უცხო რამ წალკოტი თვალწარმტაცი, საკვირველ მცენარეებით სავსე, იმ უცნაურ ყვავილებით აფერადებული. ამ ედემში ერთ ბუცქს გადაჰფენოდა ნატელი შენივთებული, თვალთაგან განუჭვრეტი. იგრძნო ბაბუცამ რომ სწორედ აქ იყო მისი მტანჯველი საგონებელი და ეს ნათელთა გუნდი ჰფარავდა იმ აწ მოვიწყებულ სურათს. გული საშინლად აუძგერდა ქალს და დაჟინებით დააკვირდა იმ ადგილს. შეირხა ნათელი შენივთებული ნელ-ნელა გაიფანტა, გამჭირვალე შეიქმნა და ქალს წარმოუდგა თვალწინ წითლად გადაპენტილ ვარდის ბუჩქთან ჭაბუკი შეუდარი, ბუმბერაზი საოცნებო, გარნა მკერდსისხლცხებული, თვალებ დახუჭული, უძრავი. ეხლა კი გაახსენდა ბაბუცას ყოველივე და ათრთოლდა შეძრწუნებული. თვალებზე ხელი მოისვა ქალმა, რომ კარგად გაესინჯა ყოველივე, მაგრამ განქრა, მიეფარა მის თვალთაგან იგი ჩვენება. – სიზმარი იყო ეს, თუ ცხადად ვნახე? არა ცხადადა ვნახე და ვიცანი! გამახსენდა აწ ყოველივე, აკი ვგრძნობდი, რომ თვითონ მევე ვიყავ განგების წინაშე შევცოდე და მისთვის მომეგო ღირსეული მისაგებელი ამ ცხოვრებაში! – სთქვა ქალმა. და ნელ-ნელა დაუმშვიდდა ბაბიკოს აზრი, თუმცა გულის თრთოლა დიდხანს კი ვეღარ დაიყენა: შევ ბედთან ბრძოლას იმთავითვე დაიჭყლა მისთვის გული და დიდ ღელვას ვეღარ იტანდა.

15 განა არა, გრძნობდა ბაბუცა, რომ უტუოდ გაახსენდებოდა მას თავისი შაგონებელი და იგი ვარდის ბუჩქი დაეხმარებოდა ამ მოგონებაში. წინათაც რამდენჯერმე ეგრძნო მას უცნაური ციაგი ბუჩქის გარშემო, თვალიც მოეკრა სხივთაგან შეთხზულ სპეტაკ რამ ქალისათვის, რომელიც მიმოეძროდა იქ. აი რაღა ჰქონდა ქალისათვის, იმ ადგილს საიდუმლო მნისვნელობა და რად უვლიდა მას,როგორც რამ ნიშს წმიდას. ეხლა კი ცხადათ გაარჩია მან ყოველივე და მკაფიოდ თვისი სანეტარო წარსული. მოაგონდა, რომ ნორჩი იყო ის, ალვის ხესავით ლაღად ასული, მაისის ვარდივით გადაფურჩქვნილი, ფიფქივით სპეტაკი, გარნა მისებრ გულცივი; მსუბუქი რამ ტანისამოსი ეცვა გამჭირვალ-მოელვარე; ტოლ-სცორდა კრებული ეხვია მას; აღმზრდელთა თუ მხევალთა დასი მიმოვიდოდა მის შორიახლო. შაოცნებო წალკოტი იყო მის წინ გადაშლილი. წყნარი ნიავი მოჰფენდა სურნელებას, რომელს არაკმევდნენ ის საკვირველი ყვავილები, აწ რომ ეჩვენებიან მას ოცნებაში.სასახლიდან მოისმოდა ტკბილი ხმა საკრავებისა თუ გალიბისა და ჟიჟინი: მის დიდებულ მამას მეჯლისი ჰქონდა გამართული და იხარებდა. წარსდგა ქალწულის წინ წაბუკი ახოვანი და მორჩილად დახარა მის ცინ ბუმბერაზი თავი თვისი: იგი ვაჟი გამსჭვალული იყო მისი ტრფობით და უსიტყვოდ ემუდარებოდა მას, მიეფინა მისთვის სხივი სიხარულისა. აგერ, განიცალკევა მან ქალი და შეევედრა მუხლმოდრეკით. ამაყვა არ უსმინა ვაჟკაცს, უარჰყო სიყვარული წრფელი და ნათელი. გული ეხვეწებოდა მზეთუნახავს შეეცვალნა სისასტიკე ლმობიერებად, მაგრამ არ შეისმინა ზვიადმა იდუმალი ხმა გულისა, განრისხა თვისაგან რაინდი უებრო და გაეშორა: დიდებით ვერ შეედრებოდა ჭაბუკი ქალს და უმსხვერპლა გოროზმა გული თვის თავმოყვარეობას. ვაჟს აღებეჭდა სახეზე სასტიკი რამ ტანჯვა, გამოუთქმელი,გაიკრა მახვილს ხელი და დაისვა გულს. – ა, ის ჭაბუკი მშვენიერი, ის შეუნდობელი ცოდვა ჩემის ამაყისულისა,ა ის სასჯელიც ჩემი სესაბამი! უარვყავ იმ ცხოვრებაში ტრფიალი იგი უმწიკლო, ჩავუშავე დიდებით და სიტურფით გატაცებულმა ყვავილი სიყვარულისა, ვეურჩე განგებას და აწ წარმტაცა მართლმსაჯულმა დიდება იგი და სიტურფე, შემმოსა სახე უსახო და დამამდაბლა ფრიად; მაშინ უარვყავ სიყვარული ზეციური, გავუგმირე გული ბუმბერაზს შეუდარებელს და მომეგოცა აწ მოსაგებელი: თვით მე უარმყო ცხოვრებამ და დამილახვრა გული უწყალომ!- წარმოსთქვა ქალმა. და იგრძნო სასოწარკვეთილმა უზომო ტკივილი გულისა; წამს კვლავ განუახლდა მას სატანჯველი იგი სასტიკი,რომელიც წილად ჰხვდა მას ამ სოფლად. ამის შემდეგ ის ჩვენება შიგადაშიგ ეცხადებოდა ქალს და იმავე ადგილას, სადაც ვარდის ბუჩქი იდგა ოთახში. ამ ხანში იყო, ქალმა რომ შეიკერა ის მშვენიერი სადედოფლო კაბა და შეითხზა იმ საკვირველ ყვვილების გვირგვინი, ოცნება რომ უხატავდა მის გაწამებულს სულს. კაბა იმ ტანზე იყო შეკერილი, რა აგებულებაც უწინ ჰქონდა ბაბუცას, რა ნაქვთისაც დაესახა მას თავისი თავი ცვენებაში. ქალი ეხლა მთალდ დარწმუნდა, რომ მისი აწინდელი სახე მხოლოდ დროებითი იყო, ეხლანდელი მისი უმსგავსო აგებულება მხოლოდ ქერქი იყო ჟამიერი, რომლით შეემოსა ის მიუწვდომელ განგეას მის დასასჯელად; რომ მისი ცეცხლებრივ მწავავი ტანჯვა მხოოდ ბრძმედი იყო, რომელიც გამოახურებს მის სულს, განსწმენდს მის გულს და სული წმიდას დაჰბადებს მასში. – მაშინ მოვიხსნი ამ ტანჯვის სახეს, განვიძარცვავ ხორცს უხამს და ღირს ვიქმნები შევიმოსო სახე პირველი, მშვენიერი, და სავსებით დავეწაფო კვლავ ამავე ქვეყნად ყოვლადკეთილის შემოქმედისაგან ჩვენდანი მონიჭებილს სიტკბოებას. მაშინ კვლავ ვიპოვი ჩემგან ოდესმე გაწამებულს, უდროვოდ მოსთვლილს ჭაბუკს შეუდარს; ჰპოვებთ ორნივე სამოთხეს, ჩემგან ოდესმე უარყოფილს და დაკარგულს; შევიქმნებით ნეტარნი, ვითარცა ღმერთაგანნი. თანდათან რწმუნდებოდა ჩვენებაც, რომ ბაბიკო გამოიხყიდდა თავისი ტანჯვით თვის ცოდვას, განსპეტაკდებოდა, შეიქმნებოდა ღირსი უებრო სიყვარულისა და ყოვლად მოწყალე შემოქმედიც კვლავ განახორციელებდა მათ ერთმანეთისათვის. ამიტომ იყო, რომ ჭაბუკი ისეთი სევდიანი სახით აღარ ეჩვენებოდა და მისი ჭრილობაც თანდათან მთელდებოდა, ქრებოდა. ბაბიკო გრძნობდა ამას და ივსებოდა მისი გული შემოქმედისადმი მადლობით. იმ დროს გავიცან ბაბუცა ახლოს, როდესაც მას უკვე დაეძლივნა თავისი სასტიკი სასოწარკვეთილება, არ დაჰმონებოდა მისდამი მიწეულ უბედურებას, გაეკვეთნა საკუთარეი გზა ცხოვრებისა, თვისი სულის ძლიერებით შეექმნა განკერძოებული სამყარო ოცნებისა და თავისუფლად ცხოვრობდა შიგ ცხოვრებისაგან უარყოფილი. ეს იყო მიზეზი, რომ თანავუგრძნობდი მას და მიყვარდა ამ განდეგილ ადამიანის სავანეში რამდენისამე წუთის გატარება. ისიც მომენდო: გულწრფელად გადამიშლიდა ხოლმე თვის ფერად-ფერად ოცნებებს. ბაბუცა მკვდარი ენახათ იმ ვარდის ბუჩქთან. ის საქორწინო კაბა სცმოდა, იმ ყვავილთა გვირგვინითა ჰქონდა თავი შემკული.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button