Hi-Techახალი ამბებირობოტები

Samsung-მა შექმნა რობოტი, რომელსაც შეუძლია ბოკალში დაასხას ღვინო და პატრონს მიუტანოს

Samsung-მა წარადგინა რობოტი, რომელსაც შეუძლია მფლობელს მოემსახუროს და სასმელი დაუსხას.

Samsung-მა გამოფენა CES 20210-ზე წარადგინა რობოტი, სახელად Handy, რომელსაც შეუძლია მაგიდიდან აალაგოს გამოყენებული ჭურჭელი და მიიტანოს ჭურჭლის სარეცხ მანქანამდე, აალაგოს ტანსაცმელი და, რაც მთავარია, ჭიქაში დაასხას ღვინო და პატრონს მიუტანოს. ამ რთულ მისიებში რობოტს ეხმარება ხელოვნური ინტელექტი და კამერები. მასალის შესაბამისად Handy-ს შეუძლია შეცვალოს მოჭიდების სიმძლავრე, რაც მას საშუალებას აძლევს გადააადგილოს როგორც მსუბუქი, ისე მძიმე ნივთები. 

აგრეთვე მოხდა რობოტ Care-ის წარდგენა, რომელსაც შეუძლია დაიმახსოვროს გარკვეული მოვლენები, დროულად შეახსენოს მათ შესახებ მფლობელს, აცნობოს როდის უნდა შეისვენოს კომპიუტერთან მუშაობისას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამაში არაფერია ინოვაციური, მსგავსი რამ ჩვეულებრივ მაღვიძარასაც შეუძლია. 

image.png

რობოტებზე საუბრისას ასევე აღსანიშნავია Sony-ს სიახლე: კომპანიამ დააპატენტა გეიმინგ კომპანიონი, რომელიც მფლობელთან ერთად დივანზე იჯდება და უგულშემატკივრებს მას თამაშის, ფილმების ყურების დროს. რობოტს შეუძლია გამოხატოს ემოციები, რაც დამოკიდებულია პატრონის რეაქციაზე, სიცილზე ან მოწყენილობაზე. თუკი რობოტს ზიანს მიაყენებენ, დაამცირებენ, იგი სიმპათიას კარგავს მფლობელის მამართ და წყვეტს დავალებების შესრულებას – მის ემოციურ მხარდაჭერას.  

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button