კულტურამსოფლიო

სალვადორ დალის მუზეუმის სტუმრები შეხვდებიან ესპანელი მხატვრის ციფრულ კლონს

მიმდინარე წლის გაზაფხულიდან ფლორიდას შტატში არსებულ სალვადორ დალის მუზეუმის დამთვალიერებლებს უნიკალური მასპინძელი დაელოდება. გამოფენა „Dalí Lives“-ის ფარგლებში, რომელიც აპრილში გაიხსნება, მუზეუმის ყველა სტუმარს დახვდება დიდი ესპანელი მხატვარ-სურეალისტის ინტერაქციული ასლი. მუზეუმში განთავსდება დიდი ზომის ციფრული ეკრანები, რომლებზეც ღილაკის დაჭერით მატერიალიზდება მხატვრის ციფრული ასლი სრული ზომით და სტუმრებს გამოფენაზე წარმოდგენილი ხელოვნების ნიმუშების შესახებ მოუყვება.

ამ პროექტის იდეა წარმოშვა  მუზეუმებისადმი გაზრდილმა გლობალურმა ინტერესმა თანამედროვე ტექნოლოგიების ტენდენციებში, რისი დახმარებითაც გამოფენების ორგანიზატორები ცდილობენ ახალი სტუმრები მიიზიდონ. 

მუზეუმმა მოიწვია პროფესიონალთა გუნდი Goodby Silverstein & Partners-იდან, რომელთაც გამოიყენეს დალის ვიდეოჩანაწერები: ამის საშუალებით ხელოვნურ ინტელექტს ასწავლეს მოეხდინა მხატვრის მიმიკების იმიტირება. შემდეგ კი ეს ეფექტი დაადეს  სხეულის იმავე აღნაგობის მქონე მსახიობს. ვირტუალური მხატვარი ისაუბრებს არა მარტო საკუთარ შემოქმედებაზე, არამედ იმ მოვლენებზეც, რომლებიც მისი გარდაცვალების შემდეგ მოხდა. სალვადორ დალის ციფრულ კლონს საგანმანათლებლო-შემეცნებითი მისია ეკისრება, ამავე დროს იგი ისეთივე სიურეალისტური უნდა იყოს, როგორც მისივე შემოქმედება.  

შედეგი ცალსახა არ არის, წერს Engadget. ხმა, როგოც მოსალოდნელი იყო, ორიგინალისგან განსხვავებულია, თუმცა გარეგნობის მხრივ ყველაფერი რიგზეა. უნდა აღინიშნოს, რომ მხატვრის ციფრული ვერსიის ხმა გამოიცემა სასაუბრო პლატფორმა VoCo-ს მეშვეობით, რომელიც კომპანია Adobe-იმ წარადგინა. 

image.jpeg

დიდებული სურეალისტის შემოქმედების ზოგიერთ თაყვანისმცემელს შესაძლოა არ მოეწონოს მუზეუმის იდეა, ისევე როგორც მელომანები არიან ხშირად წინააღმდეგნი – ლეგენდარული მომღერლები აღადგინონ ჰოლოგრამების სახით. თავად მუზეუმის თანამშრომლები ამტკიცებენ, რომ ხელოვნური ინტელექტისგან შექმნილი ციფრული ასლი შეესაბამება დალის პიროვნებას, რადგან თავად დალი დაინტერესებული იყო მედიითა და ჰქონდა „საკუთარი მარადიული არსებობის“ შეგრძნება.ბოლოს და ბოლოს, ამ ადამიანმა დაწერა „მეხსიერების (ხსოვნის) მარადიულობა“. იგი ნამდვილად მიიღებდა სიამოვნებას, საკუთარი თავი რომ ციფრულ ასლად ეხილა. 

წყარო
www.overclockers.ge
ჭდეები

მსგავსი ჩანაწერები

Leave a Reply

Back to top button
Close
Close