თამაშებიინტერნეტი / სოც მედია

Facebook-მა გამოუშვა საფირმო გეიმინგ აპლიკაციის ბეტა-ვერსია

ზაფხულის ბოლოს Facebook-მა აამოქმედა გეიმინგ ჰაბი Fb.gg, რომელიც ამავდროულად ახდენდა ფუნქციონალურობის რეალიზებას სტრიმერებისთვის, რაც მას აძლევდა საშუალებას – კონკურენცია გაეწია Twitch-ისთვის. და ახლა უკვე სერვისი გამოჩნდა ოპერაციულ სისტემა Android-ზე. 

ჯერჯერობით პროგრამა ბეტა-სტატუსში იმყოფება. მისი მეშვეობით შესაძლებელია თამაში, მწარმებლებთან კონტაქტი და ა.შ. ასევე, პირდაპირ ამ აპლიკაციიდან შესაძლებელია გაუშვათ საკუთარი ლაივები ან უყუროთ სხვისებს. აპლიკაციას აგრეთვე აქვს ტექსტური ჩატის მხარდაჭერა. 

ამგვარად, facebook-ი აქტიურად მიიწევს ბაზრისკენ, რომელიც უკვე დაკავებულია Amazon-ისა და Google-ის მიერ. სოციალურმა ქსელმა, ისევე როგორც აქვთ YouTube-სა და Twitch-ს, მომხმარებელს შესთავაზა გეიმინგ სტრიმების ყოველთვიური გამოწერა. ასე რომ, არ არის გამორიცხული, Facebook-ი ბაზარზე მალე მესამე მოთამაშის სახით წარდგეს. 

აღსანიშნავია, რომ აპლიკაცია გამოვიდა სულ ახლახანს, 9 ოქტომბერს, თუმცა უკვე მოაგროვა დაინსტალირების 10 000-იანი მაჩვენებელი. Facebook-ი ამ დრომდეც ახორციელებდა თამაშების კუთხით ექსპერიმენტებს. ბევრ თქვენგანს ემახსოვრება Angry Birds-ის მობილური ვერსია, რომელიც ხელმისაწვდომი იყო როგორც მობილურ აპლიკაციებში, ასევე ბრაუზერებშიც (უკანასკნელ შემთხვევაში კი საშინელი შეფერხებები ჰქონდა მძლავრ პერსონალურ კომპიუტერზეც კი). ამას გარდა იყო სხვა თამაშებიც. 

კომპანია აგრეთვე ახდენდა Facebook Messenger-ის გეიმინგ აპლიკაციების ტესტირებას Telegram-ის ანალოგიურად. თუმცა, როგორც ჩანს, სტრიმინგ გადაწყვეტილებები ბევრად პროგრესულ იდეას წარმოადგენს: სტრიმინგ ვიდეო/აუდიო და ახლა უკვე თამაშების ბაზარი IT-კომპანიების მიერ განიხილება, როგორ საუკეთესო საშუალება – მომხმარებლებს მიაწოდონ კონტენტი. 

როდის გამოვა Android-აპლიკაციის ფინალური ვერსია –  ჯერჯერობით უცნობია, არის ვარაუდი, რომ ეს მოხდება მომავალ წელს. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button