ახალი ამბებითამაშებიყველაზე

2020 წლის ყველაზე პოპულარული თამაშები და ვიდეო დაფები Steam-ის მიხედვით

Steam-მა შეაჯამა 2020 წლის შედეგები და გამოაცხადა თავისი საიტის პოპულარული თამაშები, ასევე გამოაქვეყნა სტატისტიკა აქტუალური ვიდეო დაფების შესახებ, AMD-ის GPU-ები მათ შორის არ მოხვდა.

„გაყიდვების ლიდერების“ (ასევე გათვალისწინებულია მიკროტრანზაქციების შემოსავლიანობა) ჩამონათვალში მოხვდნენ:  

  • Doom Eternal; 
  • Cyberpunk 2077; 
  • Dota 2; 

„პოპულარული თამაშების“ კატეგორიაში მოხვდნენ: 

  • Mount & Blade II: Bannelord; 
  • Cyberpunk 2077; 
  • Life is Strange 2; 
  • PUBG; 
  • Monster Hunter: World; 
  • CS:GO; 
  • GTA V; 
  • Terraria; 
  • Destiny 2; 
  • Dota 2; 
  • Among Us; 

ასევე შეჯამდა Steam-ის გეიმერების მიერ გამოყენებული კომპონენტების სტატისტიკა, Full HD რეზოლუციის მქონე მონიტორების მფლობელების რაოდენობა იზრდება, აშკარაა ყველა არ არის მზად გადავიდეს ახალ 4K-ზე, მაგრამ GTX 1060-ის მხრივ, რომელიც უკვე სამი წელიწადია Steam-ზე ყველაზე აქტუალური ვიდეო დაფაა, ვითარება იცვლება: გეიმერები მას ანაცვლებენ უფრო ახალი GPU-ებით, მაგალითად GTX 1650-ით, GTX 1070 ან RTX 2070 დაფებით. 

image.png

AMD-ის ვიდეო დაფებზე გეიმერების აშკარად გადასვლა არ შეიმჩნევა: მე-10 ადგილი დაიკავა RX580 დაფამ, მას იყენებს მხოლოდ 2%, ხოლო გეიმერების 0.08%-მა უარი თქვა წელს მასზე და ჩაანაცვლეს უფრო ახალი ვიდეო დაფით. 

image.png

პლატფორმის აუდიტორიის 40% შედგება ინგლისურენოვანი გეიმერებისგან, 20% – ჩინურენოვანისგან, 12% რუსულენოვანია. 

ასევე საინტერესოა, რომ Windows 10-სა და Windows 8-ის მომხმარებელთა რიცხვი მცირდება, Windows 7 OS-მა ზრდის 1% მოიპოვა, თუმცა მოთამაშეთა 88%-ს ურჩევნია ჰქონდეს Windows-ის უახლესი ვერსია. 

წყარო
overclockers.ge

მსგავსი ჩანაწერები

კომენტარის დამატება

Back to top button