ახალი ამბებიბიზნესიბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები

Guggenheim Partners-ი პროგნოზირებს Bitcoin-ის ზრდას 400 ათას აშშ დოლარამდე

Bitcoin-ის ფასი 400 000 აშშ დოლარამდე უნდა გაიზარდოს, განაცხადა Guggenheim Partners-ის ინვესტიციების დირექტორმა სკოტ მაინერდმა Bloomberg TV-ს ეთერში. 

image.png

მისივე თქმით, Guggenheim Partners-ის ანალიტიკოსები ამ დასკვნამდე ორი ფაქტორის საფუძველზე მივიდნენ: პირველი – კრიპტოვალუტის შეზღუდული ემისია და მისი ღირებულება ოქროსთან მიმართებაში. 

”Bitcoin-ი ფლობს ოქროს მრავალ ატრიბუტს და ამავდროულად არაჩვეულებრივი ფასეულობა გააჩნია ტრანზაქციების თვალსაზრისით,” – აღნიშნა კომპანიის წარმომადგენელმა. 

მან დაამატა, რომ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ციფრული აქტივის სწრაფმა ზრდამ მოკლე დროში. თუმცა მის შესყიდვას 20 ათას აშშ დოლარს ზემოთ ფასის პირობებში მაინერდმა „ცოტა პრობლემატური“ უწოდა. 

Guggenheim Partners განაგებს 270 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების აქტივებს. ნოემბერში კომპანიამ გამოაცხადა, რომ აპირებს პორტფელის ნაწილი მიმართოს Bitcoin-ტრასტ Grayscale-ისკენ. 

შეგახსენებთ, რომ 17 დეკემბრის ღამეს პირველი კრიპტოვალუტის ფასმა განაახლა ისტორიული მაქსიმუმი 22000 აშშ დოლარს ზემოთ დონეზე. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button