PDFლექციაპროფესიული ლიტერატურაწიგნები

რისმაგ გორდეზიანი – ნანა ტონია – ანტიკური ლიტერატურა

საუნივერსიტეტო კურსი რისმაგ გორდეზიანისა და ნანა ტონიას საერთო რედაქციით. ავტორთა კოლექტივის მიერ შექმნილი ეს წიგნი წარმოადგენს ანტიკური ლიტერატურის ისტორიის საუნივერსიტეტო კურსს. იგი განკუთვნილია ჰუმანიტარული ფაკულტეტის სტუდენტებისათვის, ასევე ბერძნული და რომაული მწერლობით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისათვის. წიგნის მიმოხილვითი ნაწილების ავტორია რისმაგ გორდეზიანი. ცალკეულ მწერლებზე ნარკვევები დაწერეს: იამზე გაგუამ (ციცერონი, სალუსტიუსი, ვერგილიუსი, ჰორაციუსი, ოვიდიუსი), ლევან გიგინეიშვილმა (არისტოტელე), ქეთევან გურჩიანმა (სოფოკლე, კვინტილიანუსი, ბოეთიუსი), ირინე დარჩიამ (ჰომეროსი, ჰესიოდე, პლატონი), მარიკა ერქომაიშვილმა (აპოლონიოს როდოსელი, ვალერიუს ფლაკუსი), ეკატერინე კობახიძემ (ლუკიანოსი, ალკიფრონი, ლონგოსი, აქილევს ტატიოსი, ქარიტონი, ჰელიოდოროსი, ქსენოფონ ეფესელი, აპულეიუსი), ქეთევან ნადარეიშვილმა (ესქილე, ევრიპიდე), ნესტან რატიანმა (ლივიუსი, ლუკანუსი, სენეკა, პეტრონიუსი), ნანა ტონიამ (არქილოქოსი, ალკეოსი, საპფო, ანაკრეონი, პინდაროსი, თეოკრიტოსი, პლუტარქოსი, ლუკრეციუსი, სვეტონიუსი, იულიუს კეისარი, მარკუს ავრელიუსი), მანანა ფხაკაძემ (მენანდროსი, პლავტუსი, ტერენციუსი, პლინიუსი), მანანა ღარიბაშვილმა (კატულუსი, პროპერციუსი, ტიბულუსი, იუვენალისი, მარციალისი), რუსუდან ცანავამ (ჰეროდოტოსი, თუკიდიდესი, ქსენოფონი, დემოსთენესი, კალიმაქოსი, ნონოსი, ტაციტუსი), თამარ ჯაფარიძემ (არისტოფანე). ბიბლიოგრაფია შეადგინა ეკატერინე გამყრელიძემ, უმნიშვნელოვანეს ტერმინთა განმარტებები – ნანა ტონიამ.

მსგავსი ჩანაწერები

კომენტარის დამატება

Back to top button