ახალი ამბებიბიზნესიინტერნეტი / სოც მედია

Instagram-ის თანადამფუძნებლებმა დატოვეს Facebook-ი

Instagram-ის შემქმნელებმა Kevin Systrom-მა და Mike Krieger-მა მიიღეს გადაწყვეტილება დატოვონ კომპანია, რომელიც მსოფლიო ფენომენად იქცა. პირველად ამის შესახებ The New York Times-მა განაცხადა, შემდეგ კი Kevin Systrom-მაა დაადასტურა ინფორმაცია თავის ბლოგზე. „ჩვენ ვაპირებთ ავიღოთ დროებითი შესვენება, რათა შემდგომში ხელახლა დავკავდეთ კვლევებისა და კრეატივის საკითხებით, რომლებიც ჩვენთვის საინტერესოა, – განაცხადა მან. – სიახლეების შექმნისთვის აუცილებელია, რომ დროებით ჩამოვშორდეთ საქმეს და გავერკვეთ რა შთაგვაგონებს და რა სჭირდება მსოფლიოს, – სწორედ ამას ვაპირებთ ჩვენ“. 

image.jpeg

Facebook-ის მიერ 1 მილიარდ დოლარად შეძენილი კომპანია ახლა უკვე 1 მილიარდზე მეტ მომხარებელს აერთიანებს მსოფლიოს მასშტაბით. ჯამში, Instagram-ი ითვლება Facebook-ის ყველაზე წარმატებულ და მომგებიან შენაძენად. 2012 წლიდან კომპანიის ზრდა და განვითარება კევინ სისტრომისა და მაიკ კრიგერის საქმიანობის დამსახურებაა, კერძოდ, მათ მიერ Facebook-ის რესურსების სტრატეგიულად გამოყენება და Snapchat-თან აგრესიული კონკორენციის მზაობა. „მე და მაიკი მადლობელი ვართ უკანსაკნელი რვა წლისთვის Instagram-ისა და 6 წელი Facebook-ის გუნდთან თანამშრომლობის, – წერს სისტრომი. – კომპანიის 13 თანამშრომლიდან ჩვენ გავიზარდეთ და უკვე ათასობით ოფისი გვაქვს მთელ მსოფლიოში, შევქმენით პროდუქტები, რომელსაც იყენებს 1 მილიარდზე მეტი ადამიანი“. 

image.png

„კევინი და მაიკი გამოჩენილი ლიდერები არიან და მათი ერთობლივი შემოქმედებითი ნიჭი აისახება Instagram-ის შედეგებზე, –  აღნიშნა Facebook-ის აღმასრულებელმა დირექტორმა Mark Zuckerberg-მა თავის განცხადებაში. – მე ბევრი რამ ვისწავლე მათთან ერთად ბოლო ექვსი წლის მუშაობის პერიოდში. წარმატებებსა და ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ მათ და მოუთმენლად ველოდები, რას შექმნიან სამომავლოდ“. 

image.jpeg

კევინისა და მაიკის კომპანიიდან წასვლამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს სოციალური ქსელის პრობლემების გადაჭრის შესაძლებლობებზე. პრობლემებში იგულისხმება კომპანიისადმი არჩევნებში ჩარევის ბრალდება, გაყალბებული სიახლეები და მზარდი სახალხო წარმოდგენა იმაზე, რომ Facebook-ი არც ისე დემოკრატიულია. Instagram-ი პოზიცირებს როგორც სწრაფად მზარდი და Facebook-ის წარმატებული ალტერნატივა განსაკუთრებით მოზარდი ასაკის მომხმარებლებში, რომლესაც იმედი გაუცრუვდათ Facebook-ის კონფიდენციალურობაში. დამფუძნებლების გარეშე პლატფორმის წარმატების ზრდის ტემპი შესაძლოა შენელდეს. 

სისტრომისა და კრიგერის მიერ კომპანიის დატოვება არ წარმოედგენს პირველ შემთხვევას Facebook-ისთვის, როდესაც წარმატებული დამფუძნებლები ყიდიან თავიან მსხვილ სოციალურ ქსელს, შემდეგ კი საერთოდ ტოვებენ მას. ამ შემთხვევამდე ერთი წლით ადრე WhatsApp-ის თანადამფუძნებელმა Jan Koum-მა განაცხადა, რომ ტოვებს Facebook-ს კონფიდენციალურობასა და მონაცემთა გაცვლასთან დაკავშირებული უთანხმოების მიზეზით. ასევე, WhatsApp-ის მეორე თანადამფუძნებელმა Brian Acton-მა გააკრიტიკა თავისი ყოფილი დამსაქმებელი და დატოვა Facebook-ი 2017 წლის სექტემბერში. 

Instagram-ის დამფუძნებლები თავის მხრივ კრიტიკას არ გამოთქვამენ, თუმცა როგორც ანონიმური წყაროები ამბობენ, მათ კომპანიიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღეს Facebook-თან მუშაობით იმედგაცრუებისა და Mark Zuckerberg-ის სწრაფვის გამო – გაეძლიერებინა ჩარევა და კონტროლი Instagram-ზე. 

წყარო
overclockers.ge

მსგავსი ჩანაწერები

კომენტარის დამატება

Back to top button