განხილვამუსიკა

Competitive Inhibitor – Immanent Dreams Shadowing Human Injustice (2007)

progressive electronic, experimental

ტრეკლისტი:

  1. Meditation (3:42)
  2. Haven’t You Heard It Somewhere, Priscilla? (5:20)
  3. Candida Albicans’ Worst Enemy Plays Its Kind Of Rock’N’Roll (3:56)
  4. Withering Spoon (5:27)
  5. Diamond Snake (2:27)
  6. Dreadful Nation (3:56)
  7. Meditation: Transition To Amorphism (6:32)
  8. In Atmospheric Light (4:02)

შემადგენლობა:

  • სანდრო ცქიტიშვილი – ელექტრონული ინსტრუმენტები

გარკვეული დროის განმავლობაში სხვა საქმეებით ვიყავი დაკავებული, ამიტომაც ბლოგისთვის თითქმის არ მეცალა. ვინაიდან ახლა ბლოგზე 2000-ების დეკადის „ჯერია“, შესაბამისი განხილვები კი ჯერ კიდევ გასაშალაშინებელია, გადავწყვიტე შემოგთავაზოთ საკუთარი ალბომი, რომელიც 5 წლის წინ, 2007-ში ჩავწერე და შემდეგ კარგახნის განმავლობაში დაკარგული მეგონა.

გუშინ ძველი დისკების ქექვისას ის შემთხვევით აღმოვაჩინე და ღამით მუსიკალურ ცენტრში ჩავრთე. დიდი ხნის პაუზის შემდეგ, მუსიკა საინტერესოდ მომეჩვენა და ამიტომაც, გადავწყვიტე ალბომი თქვენთვისაც გამეზიარებინა.

ალბომი სტილისტურად მკვეთრად განსხვავდება იმ მუსიკისგან, რასაც საერთოდ ვქმნი (პროექტ LaoZi-ს ფარგლებში). ეს მუსიკა ძირითადად ექპერიმენტული ელექტრონული მუსიკის მოყვარულთ დააინტერესებთ. ალბომი უმეტესად იმპროვიზებულია, შესწორებების მინიმალური რაოდენობით. აქ ავტორი ეცადა მუსიკალური აღმაფრენის ძირითადად სპონტანური გზები გამოეკვლია.

ალბომი სუბიექტური ზოგადი კონცეფციითაცაა გაერთიანებული: ის ეხება ოცნებას და აბსტრაქტულ აზროვნებას, როგორც რეაქციას გარე მოვლენებზე; ასევე ოცნებათა და იდეალთა უნარს შენიღბონ ადამიანის არცთუისე კარგი თვისებები.

მოკლედ, აი ალბომი, შეფასება კი ამჯერად თქვენთვის მომინდია 

შეფასება: 

გადმოსაწერი ბმულიhttp://www.mediafire.com/?qlmoaby3ouozss4

წყარო
georgianmusicblog.wordpress.com
ჭდეები

მსგავსი ჩანაწერები

Leave a Reply

Back to top button
Close
Close