![](http://i0.wp.com/scroll.ge/wp-content/uploads/2019/02/Instagram-ის-თანადამფუძნებლებმა-დატოვეს-Facebook-ი.jpeg?fit=800%2C450&ssl=1)
Instagram-ის თანადამფუძნებლებმა დატოვეს Facebook-ი
Instagram-ის შემქმნელებმა Kevin Systrom-მა და Mike Krieger-მა მიიღეს გადაწყვეტილება დატოვონ კომპანია, რომელიც მსოფლიო ფენომენად იქცა. პირველად ამის შესახებ The New York Times-მა განაცხადა, შემდეგ კი Kevin Systrom-მაა დაადასტურა ინფორმაცია თავის ბლოგზე. „ჩვენ ვაპირებთ ავიღოთ დროებითი შესვენება, რათა შემდგომში ხელახლა დავკავდეთ კვლევებისა და კრეატივის საკითხებით, რომლებიც ჩვენთვის საინტერესოა, – განაცხადა მან. – სიახლეების შექმნისთვის აუცილებელია, რომ დროებით ჩამოვშორდეთ საქმეს და გავერკვეთ რა შთაგვაგონებს და რა სჭირდება მსოფლიოს, – სწორედ ამას ვაპირებთ ჩვენ“.
![image.jpeg](http://i0.wp.com/scroll.ge/wp-content/uploads/2019/02/image.jpeg.3476708ed58a4be447165ea3b7500bc2.jpeg?w=780&ssl=1)
Facebook-ის მიერ 1 მილიარდ დოლარად შეძენილი კომპანია ახლა უკვე 1 მილიარდზე მეტ მომხარებელს აერთიანებს მსოფლიოს მასშტაბით. ჯამში, Instagram-ი ითვლება Facebook-ის ყველაზე წარმატებულ და მომგებიან შენაძენად. 2012 წლიდან კომპანიის ზრდა და განვითარება კევინ სისტრომისა და მაიკ კრიგერის საქმიანობის დამსახურებაა, კერძოდ, მათ მიერ Facebook-ის რესურსების სტრატეგიულად გამოყენება და Snapchat-თან აგრესიული კონკორენციის მზაობა. „მე და მაიკი მადლობელი ვართ უკანსაკნელი რვა წლისთვის Instagram-ისა და 6 წელი Facebook-ის გუნდთან თანამშრომლობის, – წერს სისტრომი. – კომპანიის 13 თანამშრომლიდან ჩვენ გავიზარდეთ და უკვე ათასობით ოფისი გვაქვს მთელ მსოფლიოში, შევქმენით პროდუქტები, რომელსაც იყენებს 1 მილიარდზე მეტი ადამიანი“.
![image.png](http://i0.wp.com/scroll.ge/wp-content/uploads/2019/02/image.thumb_.png.5433a9e5a7eea17dafc50b59807ca569.png?w=780&ssl=1)
„კევინი და მაიკი გამოჩენილი ლიდერები არიან და მათი ერთობლივი შემოქმედებითი ნიჭი აისახება Instagram-ის შედეგებზე, – აღნიშნა Facebook-ის აღმასრულებელმა დირექტორმა Mark Zuckerberg-მა თავის განცხადებაში. – მე ბევრი რამ ვისწავლე მათთან ერთად ბოლო ექვსი წლის მუშაობის პერიოდში. წარმატებებსა და ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ მათ და მოუთმენლად ველოდები, რას შექმნიან სამომავლოდ“.
![image.jpeg](http://i0.wp.com/scroll.ge/wp-content/uploads/2019/02/image.jpeg.d40767840b1ea5345d4085ac048c69c3.jpeg?w=780&ssl=1)
კევინისა და მაიკის კომპანიიდან წასვლამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს სოციალური ქსელის პრობლემების გადაჭრის შესაძლებლობებზე. პრობლემებში იგულისხმება კომპანიისადმი არჩევნებში ჩარევის ბრალდება, გაყალბებული სიახლეები და მზარდი სახალხო წარმოდგენა იმაზე, რომ Facebook-ი არც ისე დემოკრატიულია. Instagram-ი პოზიცირებს როგორც სწრაფად მზარდი და Facebook-ის წარმატებული ალტერნატივა განსაკუთრებით მოზარდი ასაკის მომხმარებლებში, რომლესაც იმედი გაუცრუვდათ Facebook-ის კონფიდენციალურობაში. დამფუძნებლების გარეშე პლატფორმის წარმატების ზრდის ტემპი შესაძლოა შენელდეს.
სისტრომისა და კრიგერის მიერ კომპანიის დატოვება არ წარმოედგენს პირველ შემთხვევას Facebook-ისთვის, როდესაც წარმატებული დამფუძნებლები ყიდიან თავიან მსხვილ სოციალურ ქსელს, შემდეგ კი საერთოდ ტოვებენ მას. ამ შემთხვევამდე ერთი წლით ადრე WhatsApp-ის თანადამფუძნებელმა Jan Koum-მა განაცხადა, რომ ტოვებს Facebook-ს კონფიდენციალურობასა და მონაცემთა გაცვლასთან დაკავშირებული უთანხმოების მიზეზით. ასევე, WhatsApp-ის მეორე თანადამფუძნებელმა Brian Acton-მა გააკრიტიკა თავისი ყოფილი დამსაქმებელი და დატოვა Facebook-ი 2017 წლის სექტემბერში.
Instagram-ის დამფუძნებლები თავის მხრივ კრიტიკას არ გამოთქვამენ, თუმცა როგორც ანონიმური წყაროები ამბობენ, მათ კომპანიიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღეს Facebook-თან მუშაობით იმედგაცრუებისა და Mark Zuckerberg-ის სწრაფვის გამო – გაეძლიერებინა ჩარევა და კონტროლი Instagram-ზე.