![](http://i0.wp.com/scroll.ge/wp-content/uploads/2020/03/ბრაიან-არმსტრონგი-კუპიურები-და-მონეტები-სახიფათოა-მსოფლიოს-Bitcoin-სჭირდება.jpeg?fit=491%2C527&ssl=1)
ბრაიან არმსტრონგი: კუპიურები და მონეტები სახიფათოა, მსოფლიოს Bitcoin სჭირდება
Coinbase-ის ხელმძღვანელი ბრაიან არმსტრონგი მიიჩნევს, რომ კორონავირუსი არა მარტო საფრთხეს უქმნის ფულადი სახსრების მფლობელებს, არამედ გააძლიერა მსყიდველობითუნარინობის დაკარგვის რისკები.
ერთ-ერთ შეტყობინებაში მან Project Syndicate-იდან მაგალითად მოიყვანა სტატია, რომელიც ეხება ბანკნოტებისა და მონეტების არაჰიგიენურობას. ჩინეთის ხელისუფლება ახდენს ფიატური ფულის დეზინფიცირებასა და განადგურებას COVID-19-ის კვალდაკვალ – ქვეყანა შემოდინებულ ფულს დღეების განმავლობაში კარანტინში ამყოფებს.
მეორე შეტყობინებაში Coinbase-ის აღმასრულებელი დირექტორი საუბრობს ინფლაციის რისკებზე და მიუთითებს ცენტრალური ბანკების მხრიდან გატარებულ უპრეცედენტო ზომებზე, რომლებიც მიმართულია ბაზრების სამომავლო მოშლის აღმოფხვრისკენ.
![image.jpeg](http://i0.wp.com/scroll.ge/wp-content/uploads/2020/03/image.jpeg.349f9fd8039aabcffc5e74e153d8493c.jpeg?w=780&ssl=1)
„მოვიდა დრო იმისთვის, რომ მსოფლიომ მიიღოს გლობალური საგადასადახო სისტემა, რომელიც დაფუძნებული იქნება მყარ ვალუტაზე“ – წერს არმსტრონგი.