მომავალ iPhone-ს მთელი რიგი ცვლილებები ექნება კონსტრუქციისა და კამერების კუთხით (რენდერები)
მომავალი iPhone, პირობითი სახელით iPhone XI ცვლილებებით იქნება წარმოდგენილი. შემცირდება ჭრილი ეკრანზე, რაც ბოლო დროის სმარტფონებისთვის დამახასიათებელია. ფრონტალური და უკანა კამერებიც შეიცვლება აპარატის შიდა დიზაინის მსგავსად.
რამოდენიმე დღის წინ CompareRaja-მ და @OnLeaks-მა საზოგადოებას გაუზიარეს iPhone 2019-ის რენდერები. გამოსახულებებიდან ჩანს, რომ არსებითად განახლებულია სმარტფონის უკანა პანელი, შიდა კომპონენტებს კი შესაძლოა კიდევ უფრო შეეხოს ცვლილებები. გამოჩნდა გარკვეული ახალი ინფორმაცია ახალი სმარტფონის შესახებ.
Apple ტრადიციულად კონსერვატორული იყო, როდესაც საქმე ეხებოდა ფრონტალურ კამერას (FaceTime კამერა), თუმცა iPhone XI-ში იგი ბევრად გაუმჯობესებული სახით წარმოგვიდგება. მიუხედავად ეკრანის ჭრილის მნიშვნელოვნად შემცირებისა, მომავალ სმარტფონს დიდი ალბათობით ექნება 10-მეგაპიქსელიანი ფრონტალური სენსორი. Apple ასევე განაახლებს სისტემა TrueDepth-ს, რათა უკეთ გახდეს შესაძლებელი ადამიანის თვალისთვის უხილავი ფერების აღქმა.
ახალ iPhone-ს ქნება უფრო დიდი მოცულობის მქონე ბატარეა (გავრცელებული ხმების თანახმად 4000 მილიამპერი/სთ). ასევე ვრცელდება ხმები Lightning პორტის USB-C პორტით ჩანაცვლებაზე.
შესაძლებელია, რომ უკანა კამერა სმარტფონის ცენტრში განთავსდეს. წყაროს ინფორმაციით, კამერას ექნება 10+14-მეგაპიქსელიანი სენსორები და კიდევ ერთი სენსორი, რომლის რეზოლუციაც არ ხმაურდება. ეს გადაწყვეტილება შესაძლოა ყველაზე დიდი ცვლილება იყოს, რაც Apple-მა უკანა კამერის დიზაინში შეიტანა. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ვარიანტი უკეთესია, ვიდრე კიდევ ერთი გავრცელებული ვარიანტი – კამერების „კვადრატული“ მასივი. (იხ.ფოტოზე)