![](http://i0.wp.com/scroll.ge/wp-content/uploads/2019/02/Apple-აღიარებს-რომ-ზოგიერთი-ახალი-iPad-Pro-გამრუდებულია.jpeg?fit=733%2C508&ssl=1)
Apple აღიარებს, რომ ზოგიერთი ახალი iPad Pro გამრუდებულია
The Verge-ის ინფორმაციით, კომპანია Netease Technology News-მა დაადასტურა, რომ 2018 წელს გამოსული რამოდენიმე iPad Pro-ს ალუმინის კორპუსი მცირედგამოხატული გამრუდებითაა წარმოდგენილი. თუმცა კომპანიამ განაცხადა, რომ ეს არის iPad-ის წარმოების პროცესის ტექნიკური პრობლემა, რომელიც არ უარესდება დროის გასვლასთან ერთად და iPad-ის ფუნქციურობაზე რეალურ გავლენას არ ახდენს. ამ სიმრუდეს Apple არ თვლის ნაკლოვანებად.
ამ დრომდე მომხმარებელთა ნაწილი მიიჩნევდა, რომ გამრუდება დროთა განმავლობაში ხდებოდა. როგორც ფორუმ MacRumors-ზე ამტკიცებდნენ, დეფორმაცია არ იყო არასწორი გამოყენების ან დაწოლის შედეგი.
ამჯერად კი Apple აცხადებს, რომ iPad Pro-ს ლითონისა და პლასტმასის დეტალებს აქვთ ტენდენცია – წარმოების პროცესში გაგრილებისას განიცადონ დეფორმაცია. ანალოგიური სიტუაციები შესაძლოა შეგვხვდეს ახალ iPad Pro-ებში, როგორც 11-დუიმიან, ასევე 12,9-დუიმიან დივაისებში. კომპანია ირწმუნება, რომ ეს არ არის ნაკლი და მსგავსი შემთხვევისგან არ არის დაზღვეული არც მისი და არც სხვა კომპანიების მიერ წარმოებული თხელი პლანშეტები.