ჯანმრთელობის შემოწმების 8 მეთოდი სახლის პირობებში
არსებობს მეთოდები, ტესტები, რომელთა მეშვეობითაც შეძლებთ შეამოწმოთ თქვენი ჯანმრთელობა სახლის პირობებში – მხედველობა, რამდენად შეგიძლიათ ამა თუ იმ პროდუქტის მიღება, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მდგომარეობა და ბევრი სხვა ასპექტი, რომელიც თქვენი ორგანიზმის მდგომარეობას განსაზღვრავს.
გემოს რეცეპტორები
ამ ტესტის შესასრულებლად დაგჭირდებათ ცოტაოდენი ლურჯი ფერის (საკვები) საღებავი, რომელიც შეგიძლიათ წაისვათ ენაზე ბამბის ტამპონით. შემდეგ გამადიდებელი შუშის მეშვეობით დაითვალეთ გემოს რეცეპტორები ენის წინა ნაწილზე. თუკი დაითვალეთ 20 და მეტი ლურჯი წერტილი, ეს ნიშნავს, რომ თქვენ ძალიან ძლიერად გაქვთ განვითარებული გემოს შეგრძნებები. ასეთი ადამიანები ცნობილები არიან სახელწოდებით “სუპერტეისტერები” და ეს არც ისე კარგია, რადგან, როგორც წესი, ასოცირდება კიბოს ზოგიერთი სახეობის გაჩენის მაღალ რისკთან.
ზოგიერთი ბოსტნეული, მაგალითად, ბროკოლი და კომბოსტო, შეიცავს ცხარე შენაერთებს, რომლებიც იცავს ორგანიზმს კიბოსგან. ამიტომაც ამ ბოსტნეულის გემო “სუპერტეისტეისთვის” არც ისე სასიამოვნოა. არადა, ეს პროდუქტები შეიცავს უამრავ ანტიოქსიდანტსა და ვიტამინს, რომელიც ჩვენს ორგანიზმს კიბოსგან იცავს.
სითხის შეკავება ორგანიზმში
იმისათვის, რომ შეამოწმოთ, იკავებს თუ არა თქვენი ორგანიზმი სითხეს, დაიჭირეთ ცერა თითი ფეხის ტერფზე სამ ან ოთხ ადგილას. თუ ეს ადგილები მას შემდეგ, რაც თითები მოაცილეთ, თეთრი დარჩა რამდენიმე წამის განმავლობაში, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი ორგანიზმი სითხეს იკავებს. ხოლო თქვენ ეს პრობლემა ნამდვილად გაქვთ, თუკი გიშუპდებათ ხელები ან მუხლები. ამ შემთხვევაში რეკომენდებულია შეამციროთ საკვებში მარილის გამოყენება და ამოიღოთ რაციონიდან გადამუშავებული საკვები პროდუქტები. ასევე აუცილებელია, მოუმატოთ წყლის მიღების დღიურ ნორმას.
ანემია
რკინის ნაკლებობამ ორგანიზმში, შესაძლოა, გამოიწვიოს ანემია. იმისათვის, რომ შეამოწმოთ, გაქვთ თუ არა ეს დაავადება, გაშალეთ თითები, მიმართეთ ხელისგულები მაღლა და მაქსიმალურად გადაზნიქეთ თითები უკან. თუკი რამდენიმე წუთში შენიშნავთ, რომ ხელისგულები და განსაკუთრებით, მასზე არსებული ღრმა ხაზები გაფერმკრთალდა, ეს სავარაუდოდ, ანემიის ნიშნებია. ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს, რომ დააზუსტოთ დიაგნოზი.
საკვები პროდუქტების შეუთვისებლობა
აიღეთ ერთი სუფრის კოვზი სოდა, შეურიეთ ერთ ჭიქა წყალში და დალიეთ. თუკი გულისრევის შეგრძნება დაგეუფლათ ან მაშინვე გული აგერიათ, ეს კარგია. როცა სოდა მჟავა-ტუტოვან გარემოში ხვდება, მაგალითად, კუჭში, იქ გაზი წარმოიქნება. თუ არ მოგცათ გულისრევის შეგრძნება, ეს იმას ნიშნავს, რომ კუჭში მჟავიანობა ძალიან დაბალია და ყველა საკვები ნივთიერება ორგანიზმის მიერ არ შეითვისება.
მხედველობა
თუ გაინტერესებთ, რამდენად კარგად ხედავთ, მოშორდით 20 ნაბიჯით, მაგალითად, ავტოპარკინგს და შეამოწმეთ, შეძლებთ თუ არა დაინახოთ ავტომობილის ნომერი. თუ თვალები აგიჭრელდათ და ბუნდოვნად დაინახეთ რაღაც გამოსახულებები, ეს ნიშნავს, რომ თქვენ მხედველობის პრობლემა გაქვთ. ამ შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ სპეციალისტს.
ქოლესტერინი
თუ გაინტერესებთ, გაქვთ თუ არა სისხლში ქოლესტერინის მაღალი დონე, ყურადღებით დააკვირდით თვალის ზედა და ქვედა ქუთუთოებს. თუ შეამჩნიეთ ცხიმოვანი კვანძები, ეს, სავარაუდოდ, იმის მანიშნებელია, რომ სისხლში ქოლესტერინის დონე მაღალი გაქვთ.
ორგანიზმის მიერ ამა თუ იმ საკვების მიუღებლობა
ხშირად, როცა რაიმე საკვებს მივირთმევთ, მუცელში სიმძიმის შეგრძნება და შებერილობა გვეწყება. იმისათვის, რომ შეამოწმოთ, რამდენად იტანს თქვენი ორგანიზმი ამა თუ იმ საკვებს, გაიარეთ მარტივი ტესტი:
იქამდე, სანამ მიიღებდეთ პროდუქტს, რომელზეც ეჭვი გაქვთ, რომ ვერ იღებს თქვენი ორგანიზმი, დაითვალეთ თქვენი პულსი. მას შემდეგ, რაც მიირთმევთ საშუალო ან დიდ ულუფას, კვლავ დაითვალეთ პულსი. თუ მიხვდით, რომ თქვენი პულსი საკვების შემდეგ 10 დარტყმაზე მეტით გახშირდა, სავარაუდოდ, მართლაც ვერ იტანთ ამ პროდუქტს.
ფილტვების ფუნქცია
თუ გსურთ, გაიგოთ, როგორ მუშაობს თქვენი ფილტვები, ანუ გაქვთ თუ არა სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემები, დადექით 30 ნაბიჯით მოშორებით ანთებულ სანთელთან და ძლიერად შეუბერეთ სული. თუ რაიმე უცნაური ხმა გაიგონეთ, ეს შეიძლება ასთმის მომასწავებელი იყოს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუკი ღამის ხველება გტანჯავთ. თუკი არ გაქვთ მსგავსი პრობლემები, მაგრამ გრძნობთ, რომ ფილტვები არ არის ისეთი მოქნილი, როგორიც უნდა იყოს, შესაძლოა, თქვენ უბრალოდ ცუდ ფიზიკურ ფორმაში ხართ და ვარჯიში გესაჭიროებათ.
წყარო: marao.ge