ბუნება & სამყაროსურათებიუცნაური

სოკოს ფორმის ღრუბელი – „სონის” კონკურსის გამარჯვებული ფოტო

ერთი შეხედვით ამ სურათზე აღბეჭდილი მოვლენა ბირთვული ჰოლოკოსტის დასაწყისს ჰგავს, თუმცა რეალურად ბუნების შემოქმედებას წარმოადგენს.

ფოტოგრაფმა მიტჩ დობრაუნერმა უჩვეულო და ამაღელვებელი სანახაობა აშშ-ის შტატ ტეხასის ქალაქ დანდიში დააფიქსირა. იღბლიანი მომენტის წყალობით ფოტოგრაფმა „სონის” 2012 წლის ფოტოკონკურსში მთავარი პრიზი მოიპოვა.

ამ ბუნებრივ მოვლენას სუპერუჯრედულ შტორმს უწოდებენ. სუპერუჯრედული შტორმი ყალიბდება მაშინ, როცა ჰაერი იწყებს ვერტიკალური მიმართულებით მოძრაობას და ღრუბლის შიგნით ქმნის მბრუნავ ტალღებს.

დობრაუნერმა კიდევ რამდენიმე შავ-თეთრი ფოტო გადაიღო აშშ-ის სამხრეთ ნაწილში და ყველა მათგანზე იშვიათი ფენომენია აღბეჭდილი – ტორნადო, რომელიც ჰორიზონტზე იკლაკნება, ცისკენ აღმართული ვერტიკალური ხვეული ღრუბელი და ა.შ.

ტეხასსა და აშშ-ის სამხრეთში მდებარე სხვა შტატებში ხშირია მრისხანე ამინდი, მაგალითად ტორნადო, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას დიდ ზიანს აყენებს. თუმცა თავად მოვლენა ხშირად თვალწარმტაცია.

„სონის” ფოტოკონკურსში 171 ქვეყნიდან წარდგენილი 12 000 ნამუშევარი მონაწილეობდა. კონკურსი ყოველწლიურად ტარდება და ფოტოგრაფიის სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად ითვლება. დაჯილდოება ლონდონში ჩატარდა, დობრაუნერის ნამუშევრები კი სომერსეტ-ჰაუსში გამოიფინება და 20 მაისამდე მსურველებს დათვალიერება შეეძლებათ.

Source
https://charlius.com

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button