Xbox Game Pass შეივსება ახალი თამაშებით და ეღირება 1 $
Microsoft-ი შეავსებს Game Pass-ის თამაშების ჩამონათვალს და აწესებს დროებით აქციას გამოწერაზე – 1 აშშ დოლარი სამი თვის განმავლობაში.
კომპანია Microsoft-მა, რომელმაც ახალი კონსოლი Xbox Series X შექმნა, განაცხადა, რომ შეივსება Game Pass-ის თამაშების ჩამონათვალი და ხელმისაწვდომი გახდება დროებითი ფასდაკლება მათთვის, ვისაც ამ დრომდე არ გამოუყენებია სერვისი. Game Pass Ultra-ს შეძენა შესაძლებელი იქნება 3 თვის განმავლობაში მხოლოდ 1 აშშ დოლარად, ამასთან 15 დეკემბრიდან გამომწერებისთვის ხელმისაწვდომი გახდება Electronic Arts-ის ყველა თამაში.
დეკემბრის შევსებით გამოწერის მფლობელებისთვის ხელმისაწვდომი გახდა შემდეგი თამაშები:
- Control
- Slime Rancher
- Rage 2
- Haven, Va-11 Hall-A: Cyberpunk Bartender Action
- DOOM Eternal
კიდევ ათზე მეტი თამაში შეავსებს ბიბლიოთეკას დეკემბრის მომდევნო დღეებში, მაგალითად, 8 დეკემბრიდან ხელმისაწვდომი გახდება Starbound.
სამწუხაროდ, Game Pass-ის გამომწერებისთვის ხელმისაწვდომ თამაშებში ვერ მოხვდა:
- MudRunner
- Infinifactory
- Pathologic 2
- Ticket to Ride
- The Turing Test
- eFootball PES 2020
- Untitled Goose Game
- Metro: Last Light Redux
- Age of Wonders: Planetfall
შეგახსენებთ, რომ Game Pass ხელმისაწვდომია არა მხოლოდ კონსოლების მფლობელებისთვის, არამედ პერსონალური კომპიუტერის მქონე გეიმერებისთვის, რომელთაც ასევე შეუძლიათ სერვისის გამოწერა.