ნიავი დაქრის… სასაფლაოზე
ღამე ეშვება… მთები ბინდდება…
შემოვა ქალი, დაჯდება ქვაზე
და მწარედ, მწარედ აქვითინდება.
ქვითინი იგი მიწას ჩასწვდება,
ცრემლები კიდევ – ყვავილთა ძირებს,
გამოიგლოვებს სიყვარულს პირველს,
სიცოცხლეს თვისას გამოიტირებს.
ნუგეში არ სურს ობლადა შთენილს,
თვითონაც იცის, რისთვისაც კვდება –
არ განახლდება კიდევ იგი დრო,
ბედნიერება არ დაბრუნდება!




![გრიგოლ ორბელიანი დიმიტ[რი] ონ[იკაშვილ]ის დარდები](/wp-content/uploads/2021/11/გრიგოლ-ორბელიანი-დიმიტრი-ონიკაშვილის-დარდები-390x220.jpg)