გამორჩეული ადამიანებივიდეომოტივაციარჩევები

შონ სვორნერი: ადამიანი, რომელმაც კიბო დაამარცხა

შონი არაა უბრალოდ ის ადამიანი, ვინც კიბოს გადაურჩა – ის ნამდვილი სამედიცინო სასწაულია. ერთადერთია მსოფლიოში, რომელსაც 13 წლის ასაკში ერთდროულად დაუდგინეს ჰოდკინის დაავადების (სისხლის თეთრი უჯრედების სიმსივნე) ბოლო სტადია და ასკინის სარკომა (ფილტვში). ფილტვიდან სიმსივნე რომ ამოაცალეს, ექიმებმა 2 კვირის სიცოცხლე მისცეს. 10 წლის შემდეგ არასრულყოფილი ფილტვებით შონმა დაიპყრო ევერესტი – მსოფლიოს უმაღლესი მწვერვალი, რომელიც საშინელი დღეში აგდებს მისი დაპყრობის მსურველებს 160 კმ/სთ-იანი სიჩქარის ქარით, ჟანგბადის ნაკლებობით, ქარიშხლებითა და ზვავებით.

ამის შემდეგ შონს მადა გაეღვიძა და სხვა კონტინენტების უმაღლეს მწვერვალებს მიადგა. წარმატებით დაიპყრო ჩრდილო ამერიკის უმაღლესი მთა მაკ-კინლი და სხვების დალაშქვრას აპირებს. გამოცემული აქვს წიგნი “Keep Climbing: How I Beat Cancer and Reached the Top of the World”.

Source
charlius.com

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button