სურათებიუცნაური

საკონდიტრო ნაწარმი მწერებისგან

«ვის უნდა ტორტი კალიით ან ღვეზელი ჭიებით?» ამ ფრაზას ხშირად გაიგონებდით ჰოლანდიაში გამართულ საღამოზე, სადაც „მწერების სამზარეულო წიგნის” პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორები ცდილობდნენ, დაემყარებინათ რეკორდი კალიებით მორთული ყველაზე დიდი ნამცხვრის დამზადებაში.


პროფესორი ლუიზა ფრესკო (მარჯვნიდან მეორე) და წიგნის ავტორები ჰენკ ვან გურპი (ცენტრში), მარსელ დიკი (მარჯვნიდან მესამე) და არნოლდ ვან ჰიუისი (მარჯვნივ) მწერებისგან დამზადებულ ნამცხვარს აგემოვნებენ ვაგენინგენის უნივერსიტეტში.


შაქრით დაფარული კალია – ნამცხვრების ინოვაციური დეკორაცია.


ღვეზელი ფქვილის ჭიებით.


ვაგენინგენის უნივერსიტეტის მკვლევარების მიერ ამას წინათ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მწერები წარმოადგენენ ცილის შესანიშნავ მარაგებს, რომლებსაც თავისუფლად შეუძლიათ, დაგვიკმაყოფილონ ორგანიზმის საკვები მოთხოვნილებები. ამჟამად სასოფლო-სამეურნეო მიწების 70% გამოიყენება შინაური ცხოველების დასაბინავებლად და გამოსაკვებად.


„მწერების სამზარეულო წიგნის” შესაჭმელი ასლები.


ვაგენინგენის უნივერსიტეტის სტუდენტი მარგო ვან რუენი სინჯავს ჭიან ღვეზელს.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button