სურათებიუცნაურიხელოვნება

აკრილის გასაოცარი ნახატები

ფოკუსისა და არეკლილი სინათლის ეფექტურად გამოყენებით ეს ნამუშევრები საოცრად რეალურია და ერთი შეხედვით ფოტოსურათებს ჰგავს. თუმცა სინამდვილეში ისინი აკრილის საღებავებითაა დახატული და კანადელი ჰიპერრეალისტი ხელოვანის, ჯეისონ დე გრააფის შემოქმედებას წარმოადგენს.

ჯეისონი 1971 წელს დაიბადა კანადის ქალაქ მონრეალში, ამჯამად კი კვებეკის პროვინციის ქალაქ ოკაში ცხოვრობს. 1993-1996 წლებში მონრეალში, დოუსონის კოლეჯში ილუსტრაციის ხელოვნებას დაეუფლა, 2005 წლიდან კი მთლიანად მხატვრობას მიუძღვნა თავი. „მიუხედავად იმისა, რომ ნახატის წყაროდ ფოტოებს ვიყენებ, ჩემი მიზანი არაა, მოვახდინო მათი იდენტური კოპირება ტილოზე. არამედ მსურს, ნამუშევარში ჩავდო სხვა სიღრმე და გრძნობა, რომელიც ფოტოების ნახვისას არ იგრძნობა”, ამბობს დე გრააფი.

Source
https://charlius.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button