საკითხავი

სიმსუქნე – ახალი მსოფლიო ეპიდემია

წონაში მატება,კლება და მუდმივი წონის შენარჩუნება მიღებულ კალორიებსა და დღიურად დახარჯულ ენერგიას შორის ბალანსზეა დამოკიდებული. სიმსუქნის გამომწვევი ძირითადი, თუმცა არა ერთადერთი მიზეზი სწორედ უფრო მეტი კალორიის მიღებაა,ვიდრე მას ვხარჯავთ. უნდა აღინიშნოს ენდოკრინული დაავადებების როლიც (ჰიპოპარათიროიდიზმი, კუშინგის დაავადება და სხვ.).

სიმსუქნე ახალი მსოფლიო ეპიდემიაა და ეს მალნუტრიციული პრობლემა, რა თქმა უნდა, განვითარებულ ქვეყნებში დგას უფრო მეტად, ვიდრე განვითარებად ქვეყნებში. მას მდიდრების დაავადებასაც უწოდებენ. მეტაბოლური ანუ X სინდრომი, რომელიც სიმსუქნეს ახასიათებს, გულისხმობს: არტერიულ ჰიპერტენზიას, ჰიპერინსულინემიას, ჰიპერტრიაცილგლიცეროლემიასა და ცენტრალურ სიმსუქნეს.

aa366dddfc67

სიმსუქნესთან ბრძოლის მრავალი საშუალება არსებობს. დადგენილია, რომ ვარჯიშის დროს დახარჯული ენერგია კალორიებში იმდენად მიზერულია, რომ მხოლოდ ვარჯიშით წონაში კლება პრაქტიკულად შეუძლებელია. სიმსუქნესთან ბრძოლის უალტერნატივო საშუალებად მიჩნეულია დიეტა.
უამრავი დიეტა არსებობს, თუმცა აქ შევეხები მხოლოდ რამდენიმეს.
1) საკვებიდან ცხიმების ამოღება,მხოლოდ ცილებისა და ნახშირწყლების მიღება. დიეტა ერთი შეხედვით ძალიან ეფექტური უნდა იყოს, თუმცა, რადგანაც ძნელია ტკბილეულზე უარის თქმა, ეს ადამიანები ხშირად ნახშირწყლების დიდი რაოდენობის მიღებით ვერ აღწევენ შედეგს. ჭარბი ნახშირწყლები ტრიაცილგლიცეროლებად(ცხიმებად) გარდაიქმნება ღვიძლში და კვლავ ცხიმოვან ქსოვილში მარაგდება.

74d3eebe4cca

2) ატკინსის დიეტა (რობერტ ატკინსი) – საკვებიდან ნახშირწყლების ამოღება, მხოლოდ ცილებისა და ცხიმების მიღება. დიეტის ეფექტურობა შესწავლილია ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში. ორგანიზმი “იძულებულია” დაშალოს ცხიმები, მიიღება ცხიმოვანი მჟავები, რომელთა ჟანგვით წარმოქმნილი აცეტილ-CoA კეტოსხეულების პრეკურსორია ღვიძლსა და თირკმლებში. სინთეზირებული აცეტოაცეტატი და ბეტა-ჰიდროქსიბუტირატი შარდთან ერთად ექსკრეტირდება და უარყოფითი კალორიული ბალანსის გამო, ადამიანი წონაში ხდება.

298d9c8f81e8

გარდა დიეტისა, შესწავლილია მრავალი ფარმაკოლოგიური აგენტის როლი წონაში კლებასთან მიმართებაში.

1)ოლესტრა – საქაროზა,ესტერიფიცირებული 6-8 ცხიმოვანი მჟავით – წარმოადგენს ცხიმების არაჰიდროლიზებად ანალოგს, რომელიც მოუნელებელი სახით გამოიყოფა ექსკრემენტებთან ერთად.

aa763503cd47

2)ორლისტატი – პანკრეასული ლიპაზის ინჰიბიტორი – ხელს უშლის ცხიმების მონელებას და უზრუნველყოფს მათ გამოყოფას მოუნელებელი სახით(სტეატორეა).

423804a04338

თერმოგენური პრეპარატები(ბეტა-ფენილამინი,ეფედრინი და სხვ.) – ზრდიან ცხიმების დაჟანგვის ინტენსივობას.

გლუკაგონი,სომატოსტატინი და სხვ. ნაერთები, რომლებიც დანაყრების შეგრძნებას უქმნიან ორგანიზმს.

გამოვლენილია OB ცილის (ლეპტინის) როლი სიმსუქნეში. ამ უკანასკნელს ადიპოციტები (ცხიმოვანი უჯრედები) გამოიმუშავებს. მსუქან თაგვებში ცილის შეყვანით დგება მაძღრობის შეგრძნება და საკვების შემდგომი მიღებისგან ორგანიზმი თავს იკავებს. თუმცა მსუქან ადამიანებში აღმოაჩინეს ლეპტინისადმი რეზისტენტობა, როგორც ინსულინისადმი რეზისტენტობა შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის შემთხვევაში.

c56a5f13b207

ქირურგიული მეთოდები აქტიურად გამოიყენება სიმსუქნის სამკურნალოდ, მაგ.: resectio ventriculi (კუჭის ნაწილის ამოკვეთა), აგრეთვე, კუჭის ბალონირება და ა.შ.

9d661cd1abc6

ჰიპოთალამუსის შიმშილისა ან/და მაძღრობის ბირთვების დაზიანება შეიძლება გახდეს პოლიფაგიის მიზეზი, რაც საბოლოოდ სიმსუქნეში აისახება.

ce4ab2cc2264

საინტერესოა, რომ ლუდში აღმოჩენილია ესტროგენული ჰორმონები, რაც ლუდის რეგულარულ მსმელებში წონის მატებას უნდა უკავშირდებოდეს.

374db0a19b79

ამრიგად, სიმსუქნე არის არა მონოკაუზალური, არამედ კომპლექსური დაავადება, შესაბამისად მკურნალობაც არ შეიძლება იყოს ერთადერთი და უნივერსალური თითოეულ შემთხვევაში. შესაბამისად,ნებისმიერი პაციენტი,რომელიც ამ პრობლემის წინაშე დგას, საჭიროებს კომპეტენტური სპეციალისტის კონსულტაციასა და მუდმივ კონტროლს. ზოგჯერ არასწორი დიეტაც კი შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში გახდეს…

Source
https://ucnauri.com

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button