ესე

ისტორიული ძეგლების რესტავრაცია

ისტორიული ძეგლების კულტურული მნიშვნელობა განუსაზღვრელია. დრო მიდის, თუმცა ისინი ჩვენთან რჩებიან და უკან გახედვას, ისტორიის მოგონებას გვაიძულებენ. წარსულის გადმონაშთი ეს ბურჯები მართალია უძლებენ დროს, მაგრამ ადრე თუ გვიან თავადაც დგებიან ისტორიის ბინდ-ბუნდში გაუჩინარების საფრთხის წინ.

თავის მხრივ, ეს პრობლემა ერთგვარ დილემას ქმნის. სახელმწიფოსა და საზოგადოებას უწევს არჩევანი გააკეთოს ძეგლის მიტოვებასა და რესტავრაციას შორის. ეს გადაწყვეტილება ხშირი აზრთა სხვადასხვაობის მიზეზია, რადგან ბევრი მიიჩნევს, რომ რესტავრაციის ერთადერთი შედეგი ისტორიული ღირებულებებისაგან განძარცვული ისტორიული ძეგლია.

ამ რთული არჩევნის ხელაღებითა და გადაჭრით გაკეთება უაზრო იქნება, ისევე როგორც ყველა შემთხვევის ერთ ქვაბში მოხარშვა. ყოველი ძეგლის გარშემო არსებული სიტუაციის შეფასება, იმის გადაწყვეტა თუ რამდენად საჭიროა მისი კონსერვაცია და შესაძლებელი თუა შენობის ხანგრძლივი პრეზერვაცია, პროფესიონალთა გუნდის საქმეა. რესტავრაცია და მასზე გაცილებით უფრო ხისტად, გადამჭრელი ზომებით შესრულებული რეკონსტრუქცია, რა თქმა უნდა, მხოლოდ უკანასკნელი გამოსავლებია.

სხვა თემაა ის შენობები, რომლებიც ისტორიულ მნიშვნელობასთან ერთად კვლავ ინარჩუნებენ ან შეუძლიათ აღიდგინონ ორიგინალური ფუნქცია. ასეთი შენობების მიმართ პატივისცემისა და რიდის გამოჩენა საკმარისი არაა, ისინი ცოცხალი ადამიანებივით არიან, რომელთა შენარჩუნება და გაუმჯობესება ნებისმიერ ფასად გამართლებულია. ასეთ ნაგებობებს შორისაა ისეთი ისტორიული შენობები, როგორიცაა თეთრი სახლი, ბუკინგემის სასახლე და კიდევ მრავალი სხვა.

Source
https://mevarabiturienti.ge/

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button