ასტროლოგიაზოდიაქოტყუპები/მარჩბივი

მარჩბივი/ტყუპები (ასტროლოგია)

მარჩბივი (♊) — ზოდიაქოს ნიშანი. იგი არის რიგით მესამე ასტროლოგიური ნიშნების სისტემაში. ზოდიაქოს პრინციპების მიხედვით, მზე ამ ნიშანში იმყოფება დაახლოებით 21 (ან 22) მაისიდან 21 ივნისამდე. მარჩბივის (ტყუპის) ზოდიაქო განსხვავდება ტყუპის თანავარსკვლავედისგან, სადაც მზე 20 ივნისიდან 20 ივლისამდე მოძრაობს. ასტროლოგიური თვალსაზრისით, ტყუპის მმართველი პლანეტაა — მერკური. ტყუპის ზოდიაქოში „ეგზალტირებულია“ — რაჰუ (მთვარის აღმავალი კვანძი), „დაცემულია“ — კეტუ (მთვარის დაღმავალი კვანძი), „გამოძევებულია“ — იუპიტერი და ნეპტუნი. მინეროლოგიური თვალსაზრისით, ტყუპის ძირითადი მინერალია: ქალცედონი. მას ასევე შეესაბამება: ზურმუხტი, ოპალი, აქატი, ტურმალინი, მალაქიტი.

სიმბოლო: ♊ტყუპები
პერიოდი (ტროპიკული): 20 მაისი — 21 ივნისი
პერიოდი (ვარსკვლავური): 15 ივნისი — 16 ივლისი
პერიოდი (მზის): 20 ივნისი — 20 ივლისი
თანავარსკვლავედი: მარჩბივი
სტიქია: ჰაერი
ჯვარი: მუტაბელური
მმართველი პლანეტა: მერკური
განდევნილი: იუპიტერი
ეგზალტაცია: რაჰუ (მთვარის აღმავალი კვანძი)
დაცემა: კეტუ (მთვარის დაღმავალი კვანძი)

Source
https://ka.wikipedia.org/

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button