ძველი და ახალი ტექნოლოგიური თეორიები ტერაკოტას არმიის იარაღზე
National Geographic ოფიციალურ საიტზე აქვეყნებს ტექნოლოგიური თეორიის ახალ კვლევას ტერაკოტას არმიის იარაღის შესახებ.
ოთხი ათწლეულის მანძილზე მკვლევარებმა მიიჩნიეს, რომ გამომწვარი თიხისგან დამზადებული ჯარისკაცების 2200 წლის ბრინჯაოს იარაღი სპილენძის, ტყვიისა და კალის შენადნობისგან იქნა დამზადებული. სამეცნიერო გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ იარაღს წასმული ჰქონდა ხსნარი, რომელიც იცავდა ლითონს დაჟანგვისგან.
ეს თეორია 1970_იან წლებში თარიღდება, როდესაც მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი აღმოაჩინეს. თუმცა ახალი კვლევის მიხედვით ყველაფერი სხვაგვარადაა.
მკვლევარები ვარაუდობდნენ, რომ იარაღს შესაძლოა ქრომის ოქსიდის თხელი საფარი ჰქონოდა გადაკრული. აქედან გამომდინარე, ჩინელმა მეცნიერებმა შეიმუშავეს ინოვაციური ანალიზი კომპოზიციური რუკების სახელწოდებით, რათა გამოევლინათ ქრომის მცირე ფენა იარაღის ნიმუშზე. ლონდონის უნივერსიტეტისა და Qin Shihuang_ის მავზოლეუმში მკვლევარებმა შეისწავლეს 464 ბრინჯაოსა და ლითონის სფეროს მიკროსკოპული ანალიზი სახელწოებით SEM-EDS, ფლუორესცენტული მიკროსკოპია, პორტატული რენტგენი, რომელიც შიფრავს მეტალის აგებულებას და ქიმიურ შემადგენლობას.
აქედან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სამარხში ნაპოვნი იარაღი ქრომის ოქსიდის სხნარითაა დაფარული, ტექნიკურად განსხვავებული თანამედროვე ქრომისგან, რომელიც მოიცავს ქრომის ლითონს.
ბევრი, ჯერ კიდევ ამოუხსნელი ფაქტები არსებობს ჩინეთის იმპერატორ ცინ ში ხუანდის დროს აგებულ სამარხის კომპლექსზე. მკვლევარები დღესაც დიდი ინტერესით იკვლევენ ამ ფაქტებს.