
პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე – წყალს იქით რომ ერთი სახლია..
ციკლიდან „ეპოქა“
დავბრუნდეთ ხანდახან ალვებთან.
ჩვენს თვალწინ იგივე ველია,
სადაც ჩვენ ოდესმე ვმღეროდით:
დელია, დელია, დელია.
წყალს იქით რომ ერთი სახლია
და მთების მაღალი ყელია,
ის, ასე მგონია, ახლოა –
დელია, დელია, დელია!
ლიხს იქით რომ ერთი ალია,
- ანთია, მზესავით მწველია,
ჩვენ დილას ვეძახით ალიონს,
დელია, დელია, დელია!