![გალაკტიონ ტაბიძე პოეტს](http://i0.wp.com/scroll.ge/wp-content/uploads/2023/11/გალაკტიონ-ტაბიძე-პოეტს.jpg?fit=640%2C360&ssl=1)
პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე პოეტს
ო, შენს გარეშე ვერავის გახდის
ბედი უკვდავად ცეცხლის მინაში,
თავს მოწიწებით ვხრი შენი ტახტის
დაუჭკნობელი დაფნის წინაშე.
დიდება იგი ძლიერი არი,
ამაოება-დროის მგმობელი,
მარდის იგი ხმოვანებს ქნარი,
მარდის ცეცხლის საგალობელი.