განხილვამუსიკა

გია ბეშიტაიშვილი / ხუტა გაგუა – მოიდანახე (1988)

synthpop, new wave, art rock

ტრეკლისტი:

  1. პეპელა (4:16)
  2. ნანაია (4:24)
  3. ივერია (4:09)
  4. მთვარიანი ხეივანი (3:46)
  5. ჩიტი (2:27)
  6. მუსიკა (5:11)
  7. მოიდანახე (8:56)

შემადგენლობა:

  • გია ბეშიტაიშვილი – ვოკალი
  • გოგი ბეშიტაიშვილი – ვოკალი (1, 6, 7)
  • ია ბეშიტაიშვილი – ვოკალი (1, 2, 6)
  • ხუტა გაგუა – ტექსტები
  • ინსტრუმენტული ბენდი გ. ბეშიტაიშვილის ხელმძღვანელობით

საოცარია, თუ როგორ სდუმს ინტერნეტ სივრცე შემსრულებლებზე, ვინც არცთუისე დიდი ხნის წინ მოღვაწეობდნენ და რეგულარულად ალბომებსაც უშვებდნენ. Google-ში რომ „გია ბეშიტაიშვილი“ მოძებნოთ, ვერ მიიღებთ აბსოლუტურად ვერანაირ (!) ინფორმაციას. არადა მართლაც გაუგებარია, როგორ ვერ დატოვა ასეთმა ორიგინალურმა შემსრულებელმა მაშინდელ მსმენელზე თუნდაც რაიმე კვალი.

კარგით, მაშინ მასზე ის მწირი ინფორმაცია ამოვკრიფოთ, რასაც მისი ფირფიტების უკანა ყდაზე გვიწერენ. იგი მოსკოვის კონსერვატორიის კურსდამთავრებული იყო, ძალიან ლამაზი საოპერო ტენორით, მაგრამ მან კლასიკას საესტრადო მოღვაწეობა არჩია. ოთხმოციანების შუაში, თავის ძმასთან ერთად გამოუშვა რამდენიმე EP და ერთი სრულმეტრაჟიანი ფირფიტა, სადაც უცხოური სერენადების პოპ-ვერსიები ანდაც უბრალოდ მარტივი პოპ სიმღერები იყო.

დეკადის მეორე ნახევარში მისი შემოქმედება უფრო საინტერესო გახდა. მან დაიწყო თანამშრომლობა პოეტ ხუტა გაგუასთან და მის ლექსებზე დაწერილი სიმღერებით მან ორი ალბომი „ბედი“ და „მოიდანახე“ გამოსცა. თუ მათ პირველ, ძალიან არათანაბარ ალბომში მუსიკალური მიდგომა ჯერ კიდევ არ იყო ჩამოყალიბებული (რთულ, მრავალთემიან სიმღერებთან ერთად გვხვდებოდა ძალიან სუსტი პოპ-სიმღერებიც), „მოიდანახე“-ში უკვე იგრძნობა ის მიმართულება, რაც ამ დუეტის შემოქმედებას მაშინდელი ქართული მუსიკისაგან ცალკე აყენებს.

მართალი რომ გითხრათ, „მოიდანახე“ სტილის მხრივ ერთ-ერთი ყველაზე უცნაური ალბომია, რაც კი ოდესმე მომისმენია. ძალიან მეძნელება ამ ალბომის აღწერა; წარმოიდგინეთ, რომ Midge Ure-ს მაგივრად Ultravox-ში Roy Orbison-ს ემღერა და ერთად არტ-როკული წიაღსვლები გადაეწყვიტათ. ტექსტებში უმეტესად პატრიოტულ-ფოლკლორული თემები და მაჟორულ და მინორულ სიმღერებს შორის დიდი ემოციური განსხვავება კიდევ უფრო ამძაფრებს მუსიკალურ კონტრასტებს.

ალბომის არანჟირება იმ პერიოდის ქართულ მუსიკაში, ალბათ საუკეთესოა – ძალიან ლამაზადაა დასმული სინთეზატორული ჟღერადობა; შედარებით მსუბუქ, მაჟორულ სიმღერებს („პეპელა“, „მუსიკა“) ჟღერადობა თითქმის იდილიურ განწყობას სძენს, მაგრამ ალბომის უფრო ფასეული მხარე ლამაზი, სევდიანი სიმღერებია, სადაც ჭკვიანური არანჟირებით დიდი სივრცის მქონე, პირქუში ატმოსფერო იქმნება. „ნანაია“ და ხანგრძლივი „მოიდანახე“ საქსოფონის ინსტრუმენტული პასაჟებითაა გალამაზებული, მაგრამ ჩემი აზრით, აქ საუკეთესო სიმღერა „მთვარიანი ხეივანი“-ა, სადაც ძალიან ემოციური საოპერო ვოკალი და მოულოდნელი new wave დინამიკა დამანგრეველ კომბინაციას ჰქმნის.

აქ არის სუსტი წერტილებიც („ჩიტი“). მაგრამ მთლიანობაში ალბომი იმდენად საინტერესო და ხალასია, რომ გაუგებარია, თუ როგორ შეიძლებოდა ეს მომღერალი ამ ალბომის შემდეგ ასე უგზო-უკვლოდ გამქრალიყო. როგორც სჩანს ის შიგადაშიგ აგრძელებს თავის მუსიკალურ საქმიანობას (მაგალითად, რამდენიმე წლის წინ თამარა გვერწითელთან ერთად იმღერა ერთი სიმღერა).

ამ ალბომის მოსმენას კი ვურჩევ ყველას – ალბათ ამაზე ეკლექტიკური ცოტა რამე გექნებათ მოსმენილი. შეფასებაც მერთულება, მაგრამ ზემოთ ნახსენები ნიუანსებისა და პერსონალური ბონუსის გათვალისწინებით, ამ ნამუშევარს დავუწერ:

8,5 /10.

————————————————————————————————————

It is unexplainable how does the internet keep silence about performers who were regularly active and releasing albums not so long ago. If you Google “Gia Beshitaishvili”, you’ll get absolutely no info. Clearly a mystery, how such an original performer like him could leave no trace on Georgian music community.

So let us gather some info about him from the rear sleeves of his records. He graduated from Moscow Conservatoire, had very beautiful lyrical tenor timbre, but preferred pop music to opera.  In the mid-80s, with his brother (who had similar voice) he issued several EPs and an LP of pop covers of foreign serenades and easy pop songs.

In the second half of the decade, things grew more interesting. He started collaboration with Khuta Gagua, a poet upon who’s poetry Beshitaishvili wrote songs worth two next albums, “Bedi” and “Moidanakhe”. Their first collaborative LP wasn’t really creatively focused and one could find weak pop songs next to multi-themed longer-format pieces. But the second LP possesses the creative direction that sets it apart from all of the Georgian music of that time.

Honestly, “Moidanakhe” is stylistically one of the strangest albums I’ve ever heard. I find very hard to describe it – just imagine, if Midge Ure was replaced by Roy Orbison on Ultravox records with the band deciding to take more art-rock approach. Patriotic-folkloric topics in lyrics and big emotional difference between major and minor-key songs add up much to album’s stark musical contrast.

Arrangements are arguably the best in Georgian music of that period – synthesizers sound very beautiful, drum programming is simple but very effective, lighter and major-key songs (“Pepela” [1], “Musika” [6])have almost idyllic feeling, but most of the album’s value lies in sad, beautiful songs where the clever arrangements create spacious and dark atmosphere. “Nanaia” [2] and long “Moidanakhe “[7] are very much embellished with saxophone solos, but “Mtvariani Kheivani” [4] comes out as the best song of the album, where operatic vocals and unexpected new wave dynamics form a killer combination.

Yes there are some weak spots too (e.g. “Chiti” [5]), but still this work is so original and fresh that I can’t really get how could this singer just plainly disappear after this album. It seems that he still keeps his low-profile music activity (for example, he sang a song with Tamar Gverdsiteli on one of her concerts). I’d advise this album to everybody – you won’t hear much as strange and eclectic as this. Rating it is not easy either – but still, because of aforementioned nuances and some personal bonus, I’d give it a

8,5 /10.

გადმოსაწერი ბმული / download link: Gia Beshitaishvili + Khuta Gagua – Moidanakhe (1988)

Source
https://georgianmusicblog.wordpress.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Check Also
Close
Back to top button