ლიტერატურამოთხრობა

ო. ჰენრი – უკანასკნელი ფოთოლი

მთარგმნელი ნათაძე მაია

ვაშინგტონ სკვერის დასავლეთით, ერთ პატარა უბანში მიღრეცილ_მოღრეცილი ქუჩები ერთმანეთისაგან მრავალგზის გადაჭრილ_გადაკვეთილნი, დაქუცმაცებული პატარ_პატარა ნაწილებად, რომლებსაც ,,გასასვლელებს უწოდებენ.

ეს ,,გასასვლელები” საოცარ კუთხეებსა და მრუდე ხაზებს ქმნიან. ზოგიერთი ქუჩა საკუთარ თავს ერჯერ მაინც გადაკვეთს. ვიღაც მხატვარს ამ ქუჩის ფრიად მნიშვნელოვანი თვისება აღმოუჩენია: წარმოიდგინეთ მარაზიის მოლარე, რომელიც ნისიად გაცემული საღებავების, ქაღალდისა და ტილოს ანგარიშს ხელში აიღებს და გაემარტება ფულის შესაკრებად, მაგრამ ვიდრე მეველეებამდე მიაღწერვს და ერთ ცენტს მაინც მიირებდეს მათგან, გზაში საკუთარი თავი სეხვდება და აღმოაჩენს, რომ ხელცარიელი გამობრუნებულა უკან.

ჰოდა, ამგვარად, მიმზიდველი გრინვიჩ_ვილეჯისაკენ დაიძრნენ ხელოვანნი. ისინი დაეხეტებოდნენ მის ქუჩებში, ეძებდნენ იაფფასიან ბინებს მეთვრამეტე საუკუნის ფრონტონებით, ჰოლანდიური სხვენებით და ჩრდილოეთისაკენ გადამყურე ფანჯრებით. შემდეგ მეექვსე ავენიუდან გადმოტვირთეს რამდენიმე სპილენძის ტოლჩა, ორიოდე დაფა და დააარსეს ,,კოლონია”.

აგურის სამსართულიანი, ბრტყელი სახლის თავზე, სიუსა და ჯონსის სახელოსნო ჰქონდათ მოწყობილი. ,,ჯონსი” ჯუანას შინაური სახელი იყო. ერთი კალიფორნიიდან გახლდათ, მერე კი __ მეინიდან.

ერთმანეთს მერვე ქუჩაზე შეხვდნენ __ ტაბლტონში. აქ გამოირკვა რომ, ისინი სავსებით ეთანხმებოდნენ ერთმანეთს ხელოვნების საკიტხებში; ორივეს მოსწონდა ვარდ_კაჭაჭის სალათი და ჩაცმულობის მხრივაც მათი გემოვნება ერთმანეთს ეხამებოდა, რის შედეგადაც გადაწყვიტეს მოეწყოთ ზიარი სახელოსნო.

ეს იყო მაისში. ნოემბერში, კოლონიას ცივი, უხილავი უცნობი ესტუმრა, რომელსაც ექიმები პნევმონიას ეძახდნენ. ეს ვაჟბატონი ხან ერთს, ხან მეორეს შეახებდა თავისი ყინულის თითებს. აღმოსავლეთ უბანში იგი უშიშრად დააბიჯებდა და ათასობით მისი მსხვერპლი ემშვიდობებოდა სიცოცხლეს, მაგრამ როგორც კი ფეხი შეადგა ვიწრო და ხავსმოდებული ,,გასასვლელების” ლაბირინტში ნაბიჯს მოუკლო.

ვერ ვიტყვით, რომ მისტერ პლევმონია დიდად ზრდილობიანი მოხუცი ჯელტმენი გახლდათ. პატარა, სუსტი ქალია, კალიფორნიის ქარებისაგან ისედაც სისხლნაკლულმ ძლიერ წინააღმდეგობას ვერ გაუწევდა ამ წითელმუშტება ქოშინა ბებერს. იგი მოერია ჯონსის და ახალი ქალი თითქმის გაუნძრევლად იწვა შეღებილ რკინის საწოლზე.

იწვა და ჰოლანდიურ პატარა სარკმლიდან გაჰყურებდა მეზობელი სახლის ყრუ კედელს.

ერთ დილას, შეწუხებულმა ექიმმა, აბურძგვნილი, ჭაღარა წარბების მოძრაობით ანიშნა სიუს დერეფანში გამომყევითო.

__ ათის წინააღმდეგ გადარჩენის ერთი შანსი აქვს, __ თქვამ მან და სიცხის საზომი დაბერტყა, __ ეს არის სიცოცხლის სურვილი. ხალხი, რომელიც მეკუბოეთა სასარგებლოდ მოქმედებს, მთელ ფარმაკოპეას უაზროს ხდის. თქვენმა პატარა ქალბატონმა გადაწყვიტა, რომ აღარ მორჩება. რაზე ნაღვლობს, ხო მარ იცით?

__ მას… ერთ დროს ნეაპოლის უბნის დახატვა სურდა, __ სთქვა სიუმ.

__ დახატვა? სისულელეა! ისეთი ხომ არაფერი უზის ჭკუაში, რას სერიოზულად დაფიქრებად მაინც ღირდეს… მაგალითად, ვინმე მამაკაცი?

__ მამაკაცი? წარმოსთქვა სიუმ ლერწმის სალამურივით მკვეთრი ხმით. __ მამაკაცი განა ღირს იმად რომ…

არა ექიმო, ამის მსგავსი არაფერია.

__ მაშინ სისუსტის ბრალი ყოფილა, __ დაასკვნა ექიმმა, ყოველ ღონეს ვიხმარ, გადავარჩინო; გამოვიყენებ მთელ მეცნიერებას, რაზედაც კი მიმიწვდება ხელი; მაგრამ როდესაც პაციენტი თავისი სამგლოვიარო პროცესს ეტლების თვლას დაიწყებს, მაშინ ყოველგვარ წამალს განმკურნავი ძალა ორმოცდაათი პროცენტით კლებულობს. თუ აიძულებთ მას ერთხელ მაინც იკითხოს, როგორ მოსასხამებს ატარებენ ამ ზამთარს, მაშინ დაგპირდებით, რომ გვექნება გადარჩენის ერთი შანსი __ ხუთის წინააღმდეგ. ნაცვლად ერთისა __ ათის მიმართ.

ექიმის წასვლის შემდეგ სიუ სამუშაო ოთახში შებრუნდა. ტირილით გული მოიოხრა, ისე რომ მთლად დაასველა იაპონური ფარჩა, შემდეგ სახატავი დაფა აიღო და საცეკვაოდ მელოდიის სტვენით მხიარულად შევიდა ჯონისთან.

ჯონსი ძლივს მოჩანდა საბნის ქვეშ. თავი ფანჯრისკენ ქონდა მიბრუნებული. სიუმ იფიქრა __ სძინავსო და სტვენა შეწყვიტა; დაფა დაამაგრა და ჟურნალისთვის პატარა მოთხრობის სურათის ხატვას შეუდგა. ახალგაზრდა მხატვრები იმ მოთხრობების დასურათებით იკაფავენ გზარ, რომელთაც დამწყები მწერლები ჟურნალისთვის წერენ, ლიტერატურაში საკუთარი გზის გასაკვლევად.

ჰოდა, როდესაც სიუ ხატავდა მოთხრობის გმირს, აიდაპოელ კავბოის მოხდენილი შარვლითა და მონოკლით, ჩუმი ჩურჩული მოესმა, რომელიც რამოდენიმეჯერ განმეორდა.

იგი სასწრაფოდ მივიდა საწოლთან.

ჯონსის ფართოდ გაეღო თვალები. ფანჯარაში იყურებოდა და უთვლიდა… ითვლიდა უკუღმა.

__ თორმეტი, __ სთქვა მან, ცოტა მოგვიანებით კი __ თერთმეტი, ათი, ცხრა, __ შემდეგ, __ რვა და შვიდი, __ თითქმის ერთდროულად წამოიძახა.

შეშინებულმა სიუმ ფანჯარაში გაიხედა. რა იყო იქ დასათვლელი? მოჩანდა მხოლოდ შიშველი, მოწყენილი ეზო და ოციოდე ნაბიჯის იქეთ აგურის სახლის ბნელი კედელი. ძველი ბებერი, დაგრეხილი და ძირმომპალი უსურვაზი ნახევარ კედელს მოსდებოდა. შემოდგომის ცივ სუნთქვას იგი თითქმის სულ გაეძარცვა და გაშიშვლებული ტოტებით დამტვრეულ აგურებს ჩახვეული, ულაზათოდ აჩონჩხლილიყო.

__ რა მოხდა ძვიფასო? __ ჰკითხა სიუმ.

__ ექვსი, __ თითქმის ჩურჩულით წარმოსთქვა ჯონსიმ, __ ეხლა უფრო სწაფად ცვივა. სამი დღის წინ თითქმისა ასი იყო.

თავი მატკინა დათვლამ, ახლა ადვილია, აი, კიდევ ჩამოვარდა ერთი ხუთიღა დარჩა.

__ რა დარჩა ხუთი, ძვირფასო? მითხარი შენს სიუდის.

__ ფითლები, უსურვაზზე. როდესაც უკანასკნელი ფოთოლი ჩამოვარდება, მეც წავალ… სამი დღის წინ ვიცოდი. განა ექიმმა არ გითხრა?

__ ოჰ, ასეტი სისულელე ჯერ არ გამიგონია, __ უსაყვედურა სიუმ. __ რა კავშირი აქვს ამ ბებერი უსურვაზის ფოთლებს შენს ჯამრთელობასთან? შენ კი გიყვარდა ეს უსურვაზი, შე საძაგელო. სისულელებს თავი დაანებე, იცი, ექიმმა ამ დილით მითხრა, რომ გამოჯამრთელების ათი შანსსი აქვსო ერთის წიინააჭმდეგ! ჰო, ე სკი ცოტა ბულიონი შემვჭამე და მე ნება მომეცი ხატვა განვაგრძო. მალე დავამთავრებ, მივყიდე რედაქტორს და ჩემს პატარა ავადმყოფ ბავშვს პორტვეინს ვუყიდი, მე კი __ ლორის კატლეტებს დავჯერდები.

__ ღვინოს ნუღარ იყიდი, __ სთქვა ჯონსიმ, რომელიც თვალებოთ ისევ სარკმელს მიშტერებოდა, __ აი კიდევ ჩამოვარდა.

არც ბულიონი მინდა… ოთხიღა დარჩა… სანამ დაბნელდება, უნდა დავინახო, როგორ ჩამოვარდება უკანასკნელი ფოთოლი. შემდეგ მეც წავალ…

__ ჯონსი, ძვირფასო, __ თქვა სიუმ და მისკენ დაიხარა. __ მომეცი პირობა, რომ თვალს დახუჭავ და არ გაიხედავ ფანჯარაში, სანამ მუშაობას დავამთავრებდე. ხვალ უნდა ჩავბარარო ნატატი, სინათლე მჭირდება, თორემ ფარადს დავუშვებდი.

__ მეორე ოთახში ვე იმუშავებ? __ ცივად იკითხა ჯონსიმ.

__ აქ მინდა ვიყო, შენს, ახლოს __ უპასუხა სიუმ, __ გარდა ამისა, არ მინდა რომ დაჟინებით უყურებ უსურვაზს ამ სულელურ ფოთლებს.

__ როცა დაამთავრო, მ ითხარი, __ თქვა ჯონსიმ და თვალები მილულა. იწვა გაუნძრევლად, ისე თეთრად და ისე მშვიდად, რომ წაქცეული ქანდაკება გეგონებოდათ, __ უსათუოდ უნდა დავინახო, როგორ ჩამოვარდება უკანასკნელი ფოთოლი.

დავიღალე ლოდინით, ფიქრით. მინდა განთავისუფლდე, დავისვენო და მეც იმ საბრალო დაქანცული ფოთლების მსგავსად დავეშვა დაბლა.

__ იქნებ დაიძინო, __ უთხრა სიუმ, __ მე ბერმანს დაუძახებ. მადნის მაძიებელი_განდეგილი უნდა დავხატო და მოდელად მჭირდება. მალე დავბრუნდები, ნუ გაინძრევი ჩემს მოსვლამდე.

მოხუცი ბერმანი ცხოვრობდა მათ ქვემოთ, პირველ სართულზე. იგი მხატვარი იყო. სამოც წელს გადაცილებოდა. მიქელ ანჯოლოს მოსესავით ხუჭუჭა წვერი, სატირის თავიდან პატარა ეშმაკის ტანამდე ქონდა ჩამოგრძელებული.

ბერმანი ხელოვნებაში უიღბლო აღმოჩნდა. ორმოცი წელი ხელთ ეპყრო ფუნჯი, მაგრამ ჯერ არც კი შეხებოდა თავისი ქაღალდის კაბის კალთას: ყოველთვის ოცნებობდა შედევრის შექმნაზე, მაგრამ ჯერ დაწყებულიც კი არ ქონდა. წლების მანძილზე არაფერი დაეხატა გარდა უხეირო სურათებისა, რომლებსაც კომერციული მოსაზრებით, ან რეკლამისათვის აკეთებდა ხოლმე დროდადრო. ახალგაზრდა მხატვრებს ბერმანს იყენებდნენ ცოცხალ ნიმუშად. ამით იგი ცოტაოდენ ფულს შოულობდა, სვამდა უზომოდ ბევრ ჯინს და მუდამ თავის მომავალ შედევრზე ლაპარაკობდა. ამასთან იგი ბრაზიანიც იყო და დაუნდობლად დასცინოდა ყოველგვარი დინაზის გამომჟღავნებას. მაგრამ ზემოსართულზე მცხოვრებ ორ მხატვარ ქალს დიდად მფარველობდა და მცველი ნაგაზივით დარაჯობდა.

ღვინის სასმელის სუნით გაჟღენთილი ბერმანი, სიუს ნაევრად განათებულ სენაკში დახვდა.

ერთ კუთხეში მიყუდებული იყო ჩარჩოზე გადაკრული სუფრა ტილო, რომელიც ოცდახუტი წელი ელოდა შედევრის პირველ შტრიხებს.

სიუმ უამბო მოხუც ჯინსის ახირებული ფანტაზიის შესახებ, უთხრა რომ მას მართლა ეშინია არაფერი დაემართოს ფოთოლივით უსუსრ და მსუქან ქალს, და არ გაწყდეს სუსტი ძაფდი, რომელიც აკავშირებს მას სიცოცხლესთან.

მოხუცი ბერმანის დაწითლებულ თვალებს ცრემლი მოადგა, იგი აღრიალდა და გაბრაზდა ასეთი სულელური ახირების გამო.

__ როგორ! __ ყვიროდა იგი. __ ნუთუ აქ ქვეყნად იმდენად ბრიყვებიც არიან, რომლებსაც სიკვდილი გადაუწყვეტიათ იმის გამო, რომ წყეულ უსურვაზს ფოთლები სცვივა? გაუგონარი ამბავია. არა, არ დაგიდგებით გამოტვინებული განდეეგილის მოდელად. რატო მიეცით ნება ასეთი სისულელე მოსვლოდა თავში? ოჰ, საწყალი პატარა ჯონსი.

__ იგი ძალიან ავადაა, და დასუსტდა! __ სთქვა სიუმ, __ სიცხემ გონება აურია დ უცნაური აზრები მოსდის თავში. რა გაეწყობა, მისტერ ბერმენ, რადგან არ გსურთ მოდელად დამიდგეთ, არც არის საჭირო. მაგრამ მე მაინც ვფიწრობ, რომ თქვენს საშინელი და ყბედი მოხუცი ხართ.

__ ნამდვილი ქალი ხარ და სხვა არაფერი, __ დაღრიალა ბერმანმა. __ ვინ გითხრათ არ დავდგებიო? წავიდეთ, მეც თქვენთან ერთად მოვდივარ.

ნახევარი საათია ვცდილობ დაგიმტკიცოთ, რომ მზად ვარ წამოგყვეთ, ღმერთო! ასეთ სძაგელ ალაგს განა შეიძლება ავადმყოფობდეს მისს ჯონსის მსგავსი მშვენიერი არსება! როცა იქნება, დავხატავ შედევს დაყ ველა წავალთ აქიდან, ღმერთო! დიახ, წავალთ.

ჯონსის ეძინა, როცა ისინი ზევით ავიდნენ. სიუმ ფარად ჩამოუშვა და ბერმანს ანიშნა მეორე ოთახში გასულიყო. ფანჯარას მიუახლოვდნენ ორივემ შიშით შეავლო თვალი უსურვაზს. შემდეგ, დადუმებულები, წუთით ერთმანეთს შესქეროდნენ.

თოვლნარევი, ცივი წვიმა არ ქყდებოდა.

ძველ, ლურჯ ხალათაში გამოწყობილი ბერმანი განდეგილივით ჩამოჯდა გადმობრუნებულ ჩაიდანზე, რომელიც კლდის მაგივრობას ასრულებდა.

სიუს მხოლოდ გათენებისას ჩაეძინა ერთი სათით. როდესაც გაირვიძა, დაინახა რომ ჯონსის ფართოდ გაეღო თვალები და მოწყენილი მიშტერებოდა მწვანე ფარადს.

__ ასწიე, უნდა გავიხედო! __ ჩურჩულით უბრძანა მან.

სიუ უხალისოდ დაემორჩილა.

მაგრამ, დახეთ! მიუხედავად კოკისპირული წვიმისა და მკაცი ქარისა, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში აე შეწყვეტილა, აგურის კედელზე ახვეულ უსურვაზს ერთი ფოთოლი მაინც შერჩენოდა. ეს იყო უკანასკნელი ფოთოლი. ყუნწთან ჯერ ისევ მწვანე, ნაპირებთან კი ოდნავ დამჭკნარი, ლპობაშეპარული, დაკბილული და გაყვითლებული, იგი მაინც ეკიდა მიწიდან ოციოდე ფუთის სიმაღლეზე.

__ უკანასკნელია, __ სთქვა ჯონსიმ.

__ მე მეგონა უსატუოდ ჩამოვარდებოდა ღამით. ქარის ქროლა მისმოდა. დღეს ჩამოვარდება მეც მოვკვდები.

__ ძვირფასო, ძვირფასო, __ სთვა სიუმ და დაქანცული სხითბალიშს დაემხო. __ ჩემზე მაინც იფიქრე, თუ საკუთარ თავს აღარ დაეძებ. რა უნდა ვქნა მე?

ჯონსიმ პასუხი არ გასცა. სული, რომელიც მზად არის შორეული და იდუმალი მგზავრობისათვის __ ამ ქვეყნად ყველაფრისადმი განურჩეველი ხდება.

აკვიატებული აზრი თითქმის სულ უფრო და უფრო ეუფლებოდა მას და თანდათან აშორებდა ყველაფერს, რაც მეგობროასთან, ამ წუთისოფელთან აკავშირებდა.

დღე მიიწურა, დასის ბინდში კიდელთან მაინც ჩანდა ტოტზე უსურვაზის ერთადერთი მწვანე ფოთოლი.

დაღამდა და ჩრდილოეთის ქარმა კვლავ დაუბერა. წვიმა მთელი ღამე შხაპუნებდა ფანჯრებზე და წვეთ_წვეთად ჩამოდიოდა ჰოლანდიური ლავგარდანიდან.

როგორც კი ინათა, უმოწყალო ჯონსიმ კვლავ ბრძანა ფარად აეხსნათ.

უსურვაზის ფოთოლი ისევ იქ იყო.

ჯონსი დიდხანს შეჰყურებდა მას. შემდეგ სიუს დაუძახა, რომელიც გაზის ქურაზე მისთვის ქათმის ბულლიონს აცხელებდა.

__ რა ცუდი გოგო ვყავი, სიუდი, __ სთქვა ჯონსიმ. __ რაღაც ძალამ შეაჩერა ფოთოლი, რომ ეჩვენებინა ჩემთვის, რა უგნური ვარ. სიკვდილის ნატვრა თურმე ცოდვაა. ეხლა კი მომიტანე ცოტა ბულიონი, ცოტა რძეც პორტვეით და __ მაგრამ არა, ჯერ სარკე მომეცი, ბოლიშები შემომიწყე გარშემო. ცოტათი წამოვჯდები და გიყურებ როგორ მზარეულობ.

ერთი საათის შემდეგ მან თქვა:

__ სიუდი, მე მაინც იმედი მაქვს ნეოპოლის უბეს დავხატავ ოდესმე.

ნაშუადრევს ექიმი მოვიდა.

ექიმის წასვლის შემდეგ სიუმ რაღაც მოიმიზეზა და ერთი წუთით გარეთ გაჰყვა მას დერეფანში.

__ შანსები გათანასწორდა, __ უთხრა ექმიმმა და ხელი მოჰკიდა სიუს თხელ, მთრთოლვარე ხელს.

__ თუ კარგად მოვუვლით, თქვენ გაიმარჯვებთ. ეხლა მეორე ავადმყოფი უნდა ვინახულო ქვედა სართულზე, გვარად ბერმაინია __ მგონი რაღაც ხელოვანი უნდა იყოს. ისევ პნევმონია. მოხუცი სუსუტი კაცია, შეტევები კი მწარეაქვს. იმედი არა მაქვს, რომ მორჩება. დღეს სავადმყოფოში დააწვენენ, იქ უკეთ მოუვლიან.

მეორე დღეს ექიმმა უთხრა სიუს:

__ საშიში აღარაფერია, თქვენ გაიმარჯვეთ, ახლა კარგი კვების და მოვლის არ უნდა რა.

ნაშუადღევს სიუ მივიდა ჯონსის საწოლთან. იგი კმაყოფილი სახით ქსოვდა სრულიად გამოუსედაგარ ლურჯ თავშალს.

სიუმ ხელი მოხვია ბალიშზე მიყრდნობილ ჯონსის.

რაღაც უნდა გიტხრა, თეთრო თაგუნავ, __ თქვა მან. __ მისტერ ბერმანი, დღეს, სავადმყოფოში გარდაიცვალა პნევმონიით. მხოლოდ ორი დრე იავადმყოფა. წინადღეს დარაჯმა იპოვა იგი. ოთახში ეგდო ძალ_ღონე გამოცლილი. ტანსაცმელი მთლად სველი და ყინულივით ცივი ჰქონდა. ვერაფრით მიმხდარიყვნენ, სად იყო მოხუცი იმ საშინელ ღამეს.

შემდეგ კი – უპოვიათ ჯერ კიდევ ანთებული სანათი, ადგილიდან გადაგმული კიბე, აქეთ_იქეთ გაფანტული რამდენიმე ფუნჯი ად პალიტრა, ერთმანეთში შერეული მწვანე და ყვითელი საღებავებით, აბა გაიხედე სარკმელიდან, ძვირფასო; შეხედე ურუვაზის უკანასკნელ ფოთოლს; არ გიკვირს რად არ შრიალებს, არ ირხევა იგი, როდესაც ქარი უბერავს; ოო, ძვირაფსო, ეს ბერმანის შედევრია. იმ ღამეს დახატა, როდესაც უკანასკნელი ფოთოლი ჩამოვარდა.

Source
https://burusi.wordpress.com/

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button