საინტერესო

მსოფლიოში ყველაზე დიდი საკრუიზო ლაინერი

საფრანგეთში, მსოფლიოში ყველაზე დიდი საკრუიზო ლაინერის, Harmony of the Seas მშენებლობა დასრულდა. მისი მშენებლობა 30 თვე მიმდინარეობდა. ლაინერის წონა 227, 5 ათასი ტონაა, სიგანე – 66 მ, სიგრძე – 362 მ, ბორტზე იტევს დაახლოებით 6, 4 ათასი მგზავრსა და 2 ათასზე მეტ ეკიპაჟის წევრს. შედარებისთვის, ეიფელის კოშკის სიმაღლე 324 მეტრია.

როგორც ცნობილია, გიგანტურ საზღვაო ხომალდს ერთდროულად 5 ათასზე მეტი დამსვენებლის მიღება შეუძლია. მასზე განთავსებულია ათეულობით ბარი და რესტორანი, აკვაპარკი, რამდენიმე საცურაო აუზი, თეატრი, კაზინო, კედელი მთამსვლელებისთვის და უამრავი სხვა გართობის საშუალება.

15 მაისს Harmony of the Seas საფრანგეთიდან საუთჰემპტონისკენ დაიძრა, ხოლო მისი მუდმივი ადგილსამყოფელი ბარსელონა იქნება.

პირველ სეზონზე ლაინერი დამსვენებლებს 7-ღამიან დასავლურ კრუიზებს სთავაზობს.

ზაფხულის სეზონის ბოლოს Harmony of the Seas ატლანტიკურ ოკეანეს გადაკვეთს და აშშ-სკენ გაეშურება, სადაც კარიბის ზღვაში 7-ღამიან აღმოსავლურ და დასავლურ კრუიზებს განახორციელებს.

Source
http://icode.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button