პოეზია

გალაკტიონ ტაბიძე რა სიჩუმეა ..

რა სიჩუმეა. შორით-შორს
შუადღის ფრთებით მიდის, თან
ცად უტრიალებს ქორი ქორს
და მიწყნარდება თანდათან.

ნიავი არხევს ბაუსა –
ტყედ მიდუდუნებს წყნარი რუ,
რა-რა-რა… რა-რა, პაუზა..
და ისევ ნაზი: რუ-რუ-რუ…

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button