ახალი ამბებიბიზნესიბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები

Binance-მა დაიწყო კრიპტოვალუტების ფიატზე გაცვლა

კრიპტო ბირჟა Binance-მა სერვისში დაამატა კრიპტოვალუტების ფიატურ ფულზე გაცვლის შესაძლებლობა. 

image.png

სერვისით სარგებლობა შეუძლიათ კვალიფიცირებულ მერჩანტებს პირინგ-პლატფორმა Binance P2P-ის გამოყენებით. გაცვლისთვის მხარდაჭერილია Bitcoin, Ethereum, USDT, BNB, BUSD და EOS. 

„მომხმარებლებს შეუძლიათ პირდაპირ იყიდონ და გაყიდონ კრიპტოვალუტა არჩეული შემოთავაზების მიხედვით, შემდეგ კი გადასცენ ან მიიღონ ფიატური ფული პირადად“ – ნათქვამია შეტყობინებაში. 

ბირჟამ მომხმარებლები გააფრთხილა რისკების შესახებ, რომლებიც შესაძლოა ახლდეს კრიპტოვალუტების ნაღდ ფულზე გადაცვლის პროცესს. კომპანიის წარმომადგენლები მომხმარებლებს მოუწოდებენ არ გამოიყენონ გარე მესენჯერები კომუნიკაციისთვის, არ დათანხმნენ საეჭვო ადგილას შეხვედრას და ყურადღებით გადაითვალონ ფული გარიგების დადასტურებამდე. 

შეგახსენებთ, 18 ოქტომბერს Binance-მა მიმოქცევიდან მოხსნა 2,253,888 BNB ტოკენი, რომელთა ღირებულება 68 მლნ აშშ დოლარი იყო. 

წყარო
https://www.overclockers.ge

მსგავსი ჩანაწერები

კომენტარის დამატება

Back to top button