ახალი ამბებიკოსმოსიტექნოლოგია

JAXA-მ ჩაატარა დისტანციური მართვის ტექნიკის გამოცდა, რომელიც განკუთვნილია მთვარეზე ბაზის აშენებისთვის

იაპონიის აეროკოსმოსურმა სააგენტომ ჩაატარა ავტონომიური და დისტანციურად მართვადი სამშენებლო ტექნიკის გამოცდა, რომელსაც გამოიყენებენ ჩვენი პლანეტის თანამგზავრის ზედაპირზე კვლევითი ბაზის ასაშენებლად. ეს ინფორმაცია თავად JAXA-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გავრცელდა. როგორც წყარო მიუთითებს, პროექტზე მუშაობა 2016 წელს დაიწყო და მასში იაპონიის რამოდენიმე საგანმანათლებლო დაწესებულებაცაა ჩართული. ტექნოლოგიის ტესტირება განხორციელდა სხვადასხვა სამშენებლო მოედანზე.

სააგენტოში მიიჩნევენ, რომ დისტანციური მართვის ტექნოლოგიები დედამიწის გარეთ მშენებლობისას, მათ შორის, მთვარეზე ან მარსზე, უმნიშვნელოვანესი საშუალება გახდება კოლონიზაციისთვის. თუმცა ამ შემთხვევაში საჭირო ხდება ბრძანების გადაცემის დროის შეფერხების კომპენსირება, რადგან შეფერხება, ბუნებრივია, ამცირებს ეფექტურობასა და მწარმოებლიანობას. 

ამგვარი ტექნოლოგიები დედამიწაზეც სასარგებლო იქნება, რადგანაც მათ შეუძლიათ კვალიფიცირებული მუშახელის ნაკლებობის კომპენსირება სამშენებლო ინდუსტრიაში, რომელიც ტრადიციულად ორიენტირებულია ადამიანურ შრომაზე. 

სააგენტო აცხადებს, რომ მთვარეზე მუშაობისთვის პირველ რიგში საჭირო იქნება დისტანციური მართვის უნარის მქონე ექსკავატორები და ტრაქტორები, რომლებიც შეასრულებენ ბაზის ასაშენებლად აუცილებელ რთულ დავალებებს. მათ მოუწევთ: 

ზედაპირის გასუფთავება, რათა შეიქმნას მოედანი საცხოვრებელი, სამეცნიერო და სხვა ტიპის მოდულებისთვის; 

ექსკავაციის განხორციელება უსაფრთხო და საიმედო დამონტაჟებისთვის; 

მოდულების დაყენება; 

მოდულების დაცვა კოსმოსური გამოსხივებისაგან, მეტეორიტებისა და სხვა ფაქტორებისგან. 

image.jpeg

JAXA-ს ინჟინრებმა შექმნეს ამ ტექნიკის დედამიწური მოდიფიკაციები (თითოეული მათგანი 7 ტონას იწონის), დააყენეს მათზე დისტანციური მართვის სისტემა და აქციეს ტექნიკის ნაწილი ავტონომიურად. ინჟინრებმა მექანიზმები აღჭურვეს სპეციალური სენსორებით, რომლებიც საშუალებას იძლევა ავტომატურ რეჟიმში განისაზღვროს ტექნიკის ადგილმდებარეობა მთვარის ზედაპირზე. მათი წყალობით ტექნიკა შეძლებს დამოუკიდებლად გამოთვალოს გადაადგილების ოპტიმალური მარშრუტი და შეასრულოს გარკვეული სამუშაოები ადამიანების ჩარევის გარეშე. მსგავსი სენსორებით მოხდება დედამიწასთან კავშირის და შესაბამისად, ბრძანების მიღების შეფერხების კომპენსირება. შეფერხების მიზეზი დედამიწასა და მთვარეს შორის არსებული დაშორების მანძილია. 

image.jpeg

ავტონომიური მართვის მოდიფიცირებული ტექნიკა 

„ტესტირების მსვლელობისას სხვადასხვა ოპერაცია დამუშავდა. ჩვენ შევამოწმეთ მოწყობილობების ავტომატიზირებული გადაადგილების საშუალებები, აგრეთვე დისტანციური მართვის სისტემა. ტესტირებებმა დაადასტურა, რომ ტექნიკა გამოყენებადია მთავრის ბაზის მშენებლობისთვის“ – ნათვამია JAXA-ს პრეს-რელიზში. 

სააგენტო ახლა უკვე დაიწყებს მუშაობას საკითხზე, რომელიც ეხება მთვარეზე ტექნიკისა და მოწყობილობების გადატანას. მათი საერთო წონა რამოდენიმე ათეულ ტონას შედგენს. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button