ახალი ამბებიტექნოლოგიახელოვნური ინტელექტი

აშშ-ის შეიარაღებულ ძალებს სურთ ხელოვნური ინტელექტის ბაზაზე მომუშავე ტანკების აწყობა

ამერიკულმა არიამ მორიგი ნაბიჯი გადადგა შეიარაღების სისტემების ავტომატიზაციის სფეროში. აშშ-ის სამხედრო ძალებმა მიმართეს ხელოვნური ინტელექტის სფეროში მოღვაწე წამყვან სპეციალისტებს წინადადებით – მიიღონ მონაწილეობა ახალი სახის სამხედრო ტექნიკის შექმნაში, მაგალითად, შეიქმნას ტანკები, რომელთაც ექნებათ შესაძლებლობა – ავტომატურად განახორციელონ მოწინააღმდეგის აღმოჩენა და თავდასხმისთვის მზადება, რაშიც ხელოვნური ინტელექტი იქნება გამოყენებული. ამ სიახლეს ახმაურებს ინტერნეტ-რესურსი Quartz.

ახალი პროექტის სახელწოდებაა ATLAS (Advanced Targeting and Lethality Automated Systems). მის ფარგლებში შემუშავებული ხელოვნური ინტელექტის ალგორითმებით აღიჭურვება საბრძოლო მანქანები, თუმცა მოწინააღმდეგის განადგურების ბრძანება მხოლოდ ოპერატორების მიერ გაიცემა – იტყობინება წყარო.

ამჟამად არსებული ინფორმაციით, დღესდღეობით მსოფლიოში გამოიყენება რამოდენიმე ასეული სხვადასხვა ტიპის ნახევრად ან სრულიად ავტომატიზირებული საჰაერო თავდაცვითი სისტემა. ეროვნული უსაფრთხოების საკითხში ტექნოლოგიის ექსპერტის, პოლ შარეს თქმით, პროექტი ATLAS-ის იქნება პირველი ეტაპი სახმელეთო შეიარაღებულ ტექნიკაში ავტონომიური სისტემების გამოყენების თვალსაზრისით.

ექსპერტის აზრით, ამგვარი სისტემები „ოპერატორებს საშუალებას მისცემს მოახდინონ თავისუფალი დროის მაქსიმიზება საბოლოო გადაწყვეტილებების მისაღებად და ამავე დროს შეამცირონ ცეცხლის გახსნამდე საჭირო მზადების დრო“. გარდა ამისა, ექსპერტი თვლის, რომ საომარი ტექნიკის ავტომატიზაციით შემცირდება მსხვერპლის რაოდენობა როგორც ჯარისკაცებში, ასევე სამოქალაქო პირებში.

„ამგვარი სისტემის გამოყენება დროს დაზოგავს. საომარ პირობებში ნახევარ წამსაც კი შეუძლია გადამწყვეტი როლის თამაში. ომის ველზე ხშირად ჩნდება სიტუაციები, როდეაც გარდაუვალია დაუყოვნებელი გადაწყვეტილებების მიღება. თუკი ხედავთ მოწინააღმდეგის საბრძოლო მანქანას, დიდი ალბათობით ისინიც გხედავენ და შეუძლიათ ცეცხლი გახსნან. ავტომატიზირებული სისტემების დანერგვა კი საშუალებას მოგვცემს გაიზარდოს უსაფრთხოებისა და ეფექტურობის დონე“ – აღნიშნავს ექსპერტი.

ამგვარი გადაწყვეტილებებით ყველა კმაყოფილი არ არის

გასულ წელს მსოფლიოს 26 ქვეყნიდან 116 სპეციალისტისგან შემდგარმა ჯგუფმა მიმართა გაეროს მოთხოვნით – აიკრძალოს ავტონომიური იარაღის წარმოება-გავრცელება. მიმართვის წევრთა სიაში იმყოფება SpaceX-ის გენერალური დირექტორი ილონ მასკი და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით მომუშავე კომპანია DeepMind-ის დამფუძნებელი – მუსტაფა სულეიმანიც.

გაეროსთვის წარდგენილი მოხსენების ავტორებმა ყურადღება გაამახვილეს გაეროს კონვენციაზე ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ და მოუწოდეს გაფრთხილებისკენ, რომ შეიარაღებაში ახალი შეჯიბრი მსოფლიოს საფრთხეს უქმნის. დოკუმენტში ხაზგასმულია: „თუკი პანდორას ყუთი გაიღება, მისი დახურვა უკიდურესად რთული აღმოჩნდება“.

„როდესაც ავტონომიური იარაღი შეიქმნება, მისი საშუალებით შესაძლებელი გახდება ისეთი დონის საომარი მოქმედებების განხორციელება თანაც ისეთ ვადებში, რომ კაცობრიობა ვერც კი გააცნობიერებს მოსალოდნელ შედეგებს. შეიარაღების ახალი ტიპი შესაძლოა აღმოჩნდეს დიქტატორებისა და ტერორისტების ხელში, რომლებიც მას მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ გამოიყენებენ. ჰაკერებმა შესაძლოა გატეხონ სისტემები და დაუშვებელი მიზნებისთვის გამოიყენონ“ – ნათქვამია გაეროსადმი მიმართვაში.

https://hi-news.ru/technology/v-ssha-reshili-zanyatsya-razrabotkoj-tankov-na-baze-iskusstvennogo-intellekta.html

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button