ახალი ამბებიბიზნესი

PayPal კასტოდიალური სერვის Curv-ის შესყიდვას აპირებს

საგადახდო გიგანტი PayPal აპირებს შეიძინოს კრიპტოვალუტების შენახვის ინფრასტრუქტურის მომწოდებელი Curv.

„PayPal-მა წარსულში რამდენიმე მნიშვნელოვანი შენაძენი განახორციელა, მაგალითად Venmo. ახლა კომპანია აპირებს ფლობდეს კრიპტოვალუტებთან დაკავშირებულ „რაიმეს ”, – განაცხადა ერთ-ერთმა ინფორმირებულმა წყარომ.

სხვადასხვა შეფასების თანახმად, გარიგების ღირებულება 200-დან 500 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.

ინფორმატორი აღნიშნავს, რომ კომპანიამ Curv-ის შესყიდვის გადაწყვეტილება მიიღო მას შემდეგ, რაც გასულ წელს ჩაიშალა მოლაპარაკებები კასტოდიალურ სერვის BitGo-სთან.

გასული წლის ივლისში Curv-მა მოიზიდა 23 მლნ აშშ დოლარი დაფინანსების A სერიაში Commerzbank Group-ის, Coinbase Ventures-ისა და Digital Currency Group-ისგან.

ოქტომბერში შედგა დაფინანსების დამატებითი რაუნდი, რომელსაც ხელმძღვანელობდა საინვესტიციო გიგანტი Franklin Templeton.

შეგახსენებთ, ნოემბერში PayPal-მა აამოქმედა Bitcoin-ის ყიდვა-გაყიდვის შესაძლებლობა აშშ-ში მაცხოვრებელი მომხმარებლებისთვის.

თებერვალში კომპანიამ განაცხადა, რომ განიხილავს პირველ კრიპტოვალუტაში რეზერვების განთავსების შესაძლებლობას.

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button