გამორჩეული ადამიანებივიდეო

ნიკ ვუიჩიჩი – ადამიანი კიდურების გარეშე

დაიბადა მელბურნში, ავსტრალიაში იშვიათი დარღვევით: დაბადებიდანვე არ ჰქონდა ხელები და ფეხები, ასევე მხრების ნაწილი. მარცხენა ფეხის ადგილას პატარა ტერფი აქვს ორი თითით. ამის მიუხედავად, ნიკმა უკან არ დაიხია და ცხოვრება ჩვეულებრივად განაგრძო.

 მძიმე ბავშვობა ჰქონდა, განიცდიდა მენტალურად, ემოციურად, ფიზიკურად, თუმცა საბოლოო ჯამში, შეეგუა ინვალიდობას და 17 წლის ასაკში დააარსა საკუთარი არაკომერციული ორგანიზაცია „Life Without Limbs“ („ცხოვრება კიდურების გარეშე“). 

10 წლის ასაკში თვითმკვლელობა სცადა. იგი მთელ მსოფლიოში გამოდის მოტივაციური სიტყვებით, მისი გამოსვლები ფოკუსირებულია ინვალიდობაზე, იმედსა და ცხოვრების აზრის ძიებაზე.

უფრო მეტიც, ის მშვენივრად ცურავს, შეუძლია სერფერობა, გოლფისა და ფეხბურთის თამაში. 21 წლის ასაკში სასწავლებელი დაამთავრა ორი სპეციალობით: აღრიცხვა და ფინანსური დაგეგმვა. ის ბევრს მოგზაურობს, ცდილობს ბევრისთვის იყოს მოტივატორი და ცხოვრებისთვის სტიმულის მიმცემი. როგორც თავად აცხადებს, ბედნიერია და კმაყოფილი ცხოვრებით.

მოგზაურობს მთელ მსოფლიოში და კონცენტრირებულია მოზარდების პრობლემების საკითხებზე. იძლევა ინტერვიუებს მსოფლიოს სხვადასხვა ტელეკომპანიებისათვის. იმყოფებოდა ხუთი კონტინენტის 60-მდე ქვეყანაში. მოტივაციური საუბრებით გამოდის TED-თან ერთად.

2005 წელს ნომინირებული იყო „წლის ახალგაზრდა ავსტრალიელის“ პრემიაზე. მისი პირველი წიგნი სახელწოდებით „Life Without Limits: Inspiration for a Ridiculously Good Life“ გამოქვეყნდა 2010 წელს Random House-ის მიერ. 2009 წელს მონაწილეობა მიიღო მოკლემეტრაჟიან დამოუკიდებელ ფილმში „პეპლის ცირკი“, რომელაც გახდა Doorpost Film Project-ის მთავარი პრიზის გამარჯვებული. 2010 წელს ფილმმა Method Fest Independent Film Festival-ზე გაიმარჯვა კატეგორიებში: საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი და საუკეთესო მამაკაცის როლი მოკლემეტრაჟიან ფილმში და საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის მიიღო მაყურებელთა სიმპათიის პრიზი; აგრეთვე Feel Good Film Festival-ზე მიიღო ჯილდო როგორც საუკეთესო მოკლემეტრაჟიანმა ფილმმა. 2012 წლის 12 თებერვალს ნიკ ვუიჩიჩი დაქორწინდა კანაე მიიაჰარაზე, ხოლო 2013 წლის 14 თებერვალს მათ შეეძინათ ვაჟი — კიესი ჯეიმზ ვუიჩიჩი.

Source
wikipedia.orgcharlius.com
ჭდეები

Related Articles

Leave a Reply

Close
Close