გამორჩეული ადამიანებიკინემატოგრაფიაუცნაური

ანდებში დაკარგული თვითმფრინავი

მსოფლიო ავიაციის ისტორიაში არის ავიაკატასტროფის ბევრი შემთხვევა, რომლებიც  ფატალური შედეგით დასრულდა,  მაგრამ არის ერთი ამბავი, რომელიც დაუჯერებელი სინამდვილეა. ეს ამბავი კი 1972 წლის 13 ოწტომბერს დაიწყო. რეისი ნომრით 571 ურუგვაიდან ჩილესკენ აფრინდა, რაგბის კლუბის ახალგაზრდა ბიჭები სანტიაგოში სათამაშოდ მიდიოდნენ. მათ თან ახლდათ ოჯახის წევრები და მეგობრები.

ნანდო პარადო – გადაურჩა ავიაკატასტროფას

ადამიანი, რომელსაც ანდებში 72 დღის გატარება მოუწია ექსტრემალურ სიტუაციაში. ავიარეისის დროს, რომელიც პარასკევ დღეს, 13 რიცხვში განხორციელდა, ბორტზე მყოფი ოჯახის წევრები ცნობილი ცრურწმენის შესახებ ხუმრობდნენ, როცა უეცრად თვითმფრინავმა მთის ფერდობს გამოკრა ფრთა და კონტროლი დაკარგა. 13 მგზავრი თვითმფრინავის ჩამოვარდნისას დაიღუპა, 32 მძიმედ დაშავდა. –37 გრადუსის პირობებში სასმელიც და საჭმელიც გამდნარი თოვლი იყო, ღამით კი ერთად ეძინათ სითბოს შენარჩუნების მიზნით.

9 დღის შემდეგ, როცა მათი მდგომარეობა კრიტიკული გახდა, მსჯელობა გამართეს. ერთმა მგზავრმა დახოცილთა შეჭმის იდეა წარმოადგინა. ორსაათიანი ბჭობის შედეგად დათანხმდნენ, ასევე თუკი ვინმე დაიღუპებოდა, დანარჩენებს ეძლეოდათ გვამით დანაყრების უფლება.

მე-60 დღეს ნანდომ და მისმა მეგობრებმა გზის გავლა გადაწყვიტეს იმ იმედით, რომ ვინმეს მიაწვდენდნენ ხმას. ნანდოს თქმით, ის ადგილი იყო “ამაზრზენი, შარდით მოთხვრილი, ასდიოდა სიკვდილის სუნი და დანაგვიანებული იყო ადამიანის ძვლებითა და ხრტილებით.” ჯგუფმა გაუძლო ყინულსა და თოვლში ხეტიალს, შიმშილს, ორგანიზმის გამოფიტვას. 10 დღეში ჩილეელ ფერმერს წააწყდნენ, რომელმაც პოლიციას გამოუძახა. პარადო მაშველების ვერტმფრენში ჩაჯდა და დანარჩენების ადგილმდებარეობა მიასწავლა. 1972 წლის 22 დეკემბერს 72 დღიანი ჯოჯოხეთის შემდეგ მსოფლიომ გაიცნო ის 16 ადამიანი, რომლებმაც საშინელ პირობებში სიკვდილთან გამკლავება მოახერხეს. სხვები ძილის დროს ჩამოწოლილმა ზვავმა იმსხვერპლა.

ნანდომ სხეულის წონის 40 კგ დაკარგა. კატასტროფისას კი ახლობლების ნახევარი დაეღუპა. ხშირად ატარებს ლექციებს და ცდილობს, ადამიანებს ბრძოლის უნარი და სიცოცხლის წყურვილი ჩაუნერგოს.

ამ მოვლენაზე გადაღებულია ფილმი სახელწოდებით: გადარჩე ცოცხალი / Alive

Source
charlius.comairnav.wordpress.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button