ახალი ამბებიკომპიუტერული ტექნოლოგიახელოვნური ინტელექტი

ხელოვნური ინტელექტი ჯანმრთელობის სადარაჯოზე: სამედიცინო კვლევებისთვის NVIDIA ააწყობს ყველაზე მძლავრ სუპერკომპიუტერს დიდ ბრიტანეთში

NVIDIA ააგებს ყველაზე მძლავრ სუპერკომპიუტერს დიდ ბრიტანეთში ჯანდაცვის სფეროში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებისთვის. მოწყობილობა შევა პლანეტის უმძლავრესი 30 კომპიუტერის რიცხვში.

კომპიუტერის სახელწოდება იქნება Cambridge-1. იგი იმუშავებს სისტემაზე – NVIDIA DGX SuperPOD, რომელიც უზრუნველყოფს 400 პეტაფლოპსამდე წარმადობას ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ გამოთვლებში და 8 პეტაფლოპსს – Linpack-ში. კომპანია ამტკიცებს, რომ მოწყობილობა შევა Green500-ის ჩამონათვალში არსებული ყველაზე ენერგოეფეტური სუპერკომპიუტერების სამეულში.

„ჯანდაცვის სფეროში მსოფლიო პრობლემების გადაჭრას სჭირდება უზარმაზარი გამომთვლელი სიმძლავრე ხელოვნური ინტელექტის გამოყენებისთვის. Cambridge-1 გახდება დიდი ბრიტანეთის ინოვაციების ცენტრი და ხელს შეუწყობს ნოვატორული კვლევების ჩატარებასა და მედიკამენტების შექმნას“ – განაცხადა NVIDIA-ს დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა Jensen Huang-მა.

სისტემის ამოქმედება დაგეგმილია მიმდინარე წლის ბოლომდე. პირველად წვდომას მიიღებენ ფარმაცევტული კომპანიები GSK, AstraZeneca, კომპანია Oxford Nanopore Technologies, დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახური და ლონდონის სამეფო კოლეჯი.

სამომავლოდ სუპერკომპიუტერი გახდება ხელოვნური ინტელექტის გამოყენების მხრივ წამყვანი ბლოკის ნაწილი, რომლის აგებას NVIDIA ARM-თან ერთად აპირებს.

წყარო
overclockers.ge

მსგავსი ჩანაწერები

Leave a Reply

Back to top button