ახალი ამბებიბიზნესიბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები

Binance-მა წარადგინა პლატფორმა Launchpool ახალი აქტივების სახით მოგების მიღებისთვის

Bitcoin-ბირჟა Binance-მა განაცხადა, რომ უშვებს ახალ პროდუქტს, რომელიც ახალი ტოკენების – BNB, BUSD და სხვა მონეტების დაგროვების საშუალებას იძლევა. Launchpool-ზე პირველი პროექტი იქნება Bella Protocol (BEL).

BNB-ს, BUSD-ის ან ARPA განთავსდება სამ ინდივიდუალურ პულზე BEL-ის მოპოვების მიზნით. 16 სექტემბერს Binance გახსნის ვაჭრობას ტოკენების წყვილით BTC, BNB, BUSD და USDT.

Launchpool-ზე სტეიკინგის ჯილდოდ გამოიყოფა 5 000 000 BEL – საერთო ემისიის 5%.

პულებზე ჯილდოს მოცულობა შემდეგნაირად განაწილდება:

BNB – 4 500 000 BEL (90%);

BUSD – 450 000 BEL (9%);

ARPA – 50 000 BEL (1%).

სტეიკინგისთვის აუცილებელი არ არის KYC პროცედურის გავლა, დეპოზიტის ლიმიტი არ არსებობს – აღნიშნავს Binance.

მომხმარებლები თავიანთი აქტივების გატანას Launchpool-იდან შეძლებენ ნებისმიერ დროს „დაყოვნების გარეშე“, ნათქვამია განცხადებაში.

Bella Protocol შეიქმნა პროექტ ARPA-ს მიერ. იგი გვევლინება, როგორც აგრეგირებული სამომხმარებლო ინტერფეისი მოქმედი DeFi-პროტოკოლებისთვის. აგვისტოში Bella Protocol-მა მოიზიდა ჯამში 4 მილიონ 500 ათასი აშშ დოლარი კერძო ტოკენის ემისიის 6%-იანი ტოკენსეილის ფარგლებში. BEL-ის გასაყიდმა ფასმა შეადგინა 0,75 აშშ დოლარი ერთ მონეტაზე.

ადრე პლატფორმა Binance Chain-მა აამოქმედა ახალი ქსელი Binance Smart Chain, რომელიც საშუალებას იძლევა შეიქმნას სმარტ-კონტრაქტები და გამომუშავდეს BNB ტოკენი სტეიკინგზე.

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button